ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ზუსტი ინფორმაცია არ არის ცნობილი. ღურის პროვინციის საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მავლავი აბდულ ჰაი ზაიმმის განცხადებით, სრულად განადგურებულია 2 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ნაწილობრივ დაზიანებულია 4 000-ზე მეტი. ამასთან, დატბორილია 2 000-ზე მეტი […]

საქართველოს მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, კონგრესში მოსმენა გაიმართება

4 ივნისს საქართველოს მოვლენებთან დაკავშირებით ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება. ინფორმაციას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წამყვანი ექსპერტები საქართველოში განვითარებული მოვლენების, საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე მისი გავლენის, ასევე აშშ-ის პოლიტიკის შესაძლო საპასუხო ზომებზე ჩვენებას მისცემენ. მოსმენაზე გამოვლენ: ივანე ჩხიკვაძე, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი; ნატალია საბანაძე, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში; […]

თსუ-ს შენობა პრემიერ-მინისტრმა ხმაურის ფონზე დატოვა

თსუ-ს შენობა პრემიერ-მინისტრმა ხმაურის ფონზე დატოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხმაურის ფონზე დატოვა. ის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის წინ გავიდა. საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებმა პრემიერ-მინისტრი შეძახილების ფონზე გააცილეს. ასევე, მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდულო ფრთის წარმომადგენლებიც. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

„ძალიან ამაყი ვარ თქვენით, ჩვენო სტუდენტებო“ — დეკანი სალომე დუნდუა

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი სალომე დუნდუა ფეისბუკზე იმ სტუდენტების მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა, რუსული კანონის წინააღმდეგ გაიფიცნენ. „ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველწლიურად, ასეულობით სტუდენტთან მიწევს მუდმივად შეხვედრა. შესაბამისად, კარგად ვიცი, როგორი ახალგაზრდები გვყავს და, ზოგადად, „რა თაობა მოდის“. მაგრამ დღევანდელმა დღემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. […]

სლოტმა დაადასტურა – “ლივერპულის” ახალი მწვრთნელი ცნობილია

“ფეინოორდის” ამჟამინდელმა თავკაცმა არნე სლოტმა განაცხადა, რომ ზაფხულში “ლივერპულს” ჩაიბარებს. ნიდერლანდელმა თქვა, რომ კონტრაქტი შეთანხმებულია და ყველეაფერი მალე გაოფიციალურდება. შეგახსენებთ, რომ სლოტი იურგენ კლოპს ჩაანაცვლებს, რომელიც სამწვრთნელო საქმიანობიდან დროებითი პაუზის აღებას აპირებს.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. ინფორმაციაში წერია, რომ „რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი მიღება მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, დაახლოებას ასახავს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსმენა […]

„მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროების“ 2024 წლის რეიტინგში საქართველო ვერ მოხვდა

The World’s 50 Best Beaches-მა, Banana Boat-თან თანამშრომლობით, „მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროების“ 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის ანგარიშით, Trunk Bay (მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვირჯინიის კუნძულებიდან ერთ-ერთზე, კერძოდ კი, სენტ-ჯონზე) მსოფლიოს საუკეთესო სანაპიროდ დასახელდა. World’s 50 Best Beaches-ი საუკეთესო სანაპიროს გამოსავლენად, ათასობით მოგზაურს შორის გამოკითხვას ყოველწლიურად ატარებს. კვლევის ფარგლებში რესპონდენტები მათ საყვარელ სანაპიროს ასახელებენ, ხოლო […]

კურტ ვოლკერი – კურსის ცვლილების გარეშე, საქართველო ისევ რუსეთის იმპერიის პროვინცია გახდება

კურტ ვოლკერი – კურსის ცვლილების გარეშე, საქართველო ისევ რუსეთის იმპერიის პროვინცია გახდება საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი წერილს აქვეყნებს. „გასული რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში, როცა მთავრობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მისაღებად წინ მიიწევდა და პოლიტიკურ ოპონენტებს სცემდა, მოსახლეობა მასშტაბური საპროტესტო აქციებით ქუჩებში […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის შეტევა შეიძლება რამდენიმე ტალღისგან შედგებოდეს, პირველი ტალღა ხარკოვის ოლქში იყო

რუსეთის შეტევა შეიძლება რამდენიმე ტალღისგან შედგებოდეს, პირველი ტალღა ხარკოვის ოლქში იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა. „რუსეთის შეტევა შეიძლება რამდენიმე ტალღისგან შედგებოდეს, პირველი ტალღა ხარკოვის ოლქში იყო. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და გავიგოთ, რომ ისინი ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში შემოდიან და არა პირიქით. ეს მაინც მათი უპირატესობაა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. […]

ლუკა შველიძე – გუშინ სახლთან დამხვდა ოთხი ადამიანი, თავს დამესხნენ, წიწაკის სპრეი გამოვიყენე, რის შემდეგაც გაიქცნენ – ზონდერ ჯგუფების ხელმძღვანელებიც და შემსრულებლებიც პასუხს აგებენ

ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა ჩვენს მეგობრებზე და თანამებრძოლებზე ზეწოლა, მეც ვიყავი ერთ-ერთი, ვისაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცდილობენ ამით შეგვაშინონ, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, რომ არ გვეშინია, ყველა ერთად, მედგრად ვდგავართ და ბოლომდე მოვითხოვთ იმას, რასაც ვითხოვდით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ლუკა შველიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ზონდერ ჯგუფების ხელმძღვანელებიც და […]