რუსთავში მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა

რუსთავში მამაკაცმა ცოლი და სიდედრი მოკლა. ტაბულას ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ქართველი და მსოფლიო კინემატოგრაფისტები – პრემია „ელისოს“ ჟიურის „თეგეტა“ და „თეგეტა ქარსი“ წარადგენენ

14 ივნისს ნატო ვაჩნაძის მშობლიური გურჯაანი კინოენაზე ახმაურდება. სიმბოლურად, მსახიობის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქალაქი ნატო ვაჩნაძის ფონდის მიერ ახლად დაარსებულ პრემია „ელისოს“ დაჯილდოებას უმასპინძლებს. პრემია „ელისო“ წელს პირველად გაიმართება. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში დასახელდებიან: საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი. ჟიური 2023 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართული პროდუქციის ან კოპროდუქციის ფილმებს […]
მიხეილ სააკაშვილი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა წავიდეს და სხვა მთავრობამ ჩაატაროს არჩევნები, რომელიც იქნება გარდამავალი და საერთაშორისო კონტროლის ქვეშ

მთავრობას წინასწარ გამოცხადებული აქვს, რომ ისინი არჩევნებს აყალბებენ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების|“ ხელისუფლება უნდა წავიდეს და სხვა მთავრობამ ჩაატაროს არჩევნები, რომელიც იქნება გარდამავალი და საერთაშორისო კონტროლის ქვეშ. „ამისთვის ჩვენ ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე. მანამდე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საარჩევნო ცვლილება ვაიძულოთ, საერთოდ […]
თეონა აქუბარდია – ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი არის საქართველოს დემოკრატიის ავტორიტარიზმად ქცევა და ქვეყნის კრემლის გავლენის ქვეშ დაბრუნება

ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი არის საქართველოს დემოკრატიის ავტორიტარიზმად ქცევა და კრემლის გავლენის ქვეშ საქართველოს დაბრუნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა. „მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ვეტოში კონსტიტუციის 4 მუხლია მოყვანილი, რომელსაც „რუსული კანონის” ეწინააღმდეგება და ვენეციის კომისიის დასკვნის ორ ნაწილშიც კონსტიტუციის დარღვევაზეა საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა, […]
ინფლაციური რისკები გაზრდილია – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 22 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. “საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. 2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1.5 პროცენტით […]
რუსთავში, 2 ქალი მოკლეს – “ბავშვს ასეირნებდნენ ეტლით, როდესაც ცეცხლი გაუხსნეს” – მედია

ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ადამიანი მოკლეს. ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. მედიასაშუალების ცნობით, ორი ქალია მოკლული, ერთი ხანდაზმული და მეორე ახალგაზრდა, ისინი, პატარა ბავშვთან ერთად, რომელიც ეტლში იჯდა, ქუჩაში მიდიოდნენ, რა დროსაც, ცეცხლი გაუხსნეს. ბავშვი არ დაშავებულა ფიზიკურად და ის კლინიკაშია გადაყვანილი. შსს–ს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი, მამაკაცი.
ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტების წერილი გაფიცულ სტუდენტებს

ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტებმა „რუსული კანონის” წინააღმდეგ გაფიცულ სტუდენტებს მხარდასაჭერი წერილი მისწერეს: ძვირფასო მეგობრებო, „ლატვიის კულტურის აკადემიის სტუდენტები სახელით გვინდა თქვენ მიმართ გამოვხატოთ გულწრფელი მხარდაჭერა ძალიან მძიმე და გარდამტეხ დროს; მაშინ, როცა შეუპოვრად იცავთ თქვენსა და თქვენი თანამოქალაქეების ღირებულებებს (მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს მმართველი პარტიის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდეს), რაც ძალიან მნიშვნელოვანია მრავალი ახალგაზრდისთვის როგორც […]
რუსთავში ორი ქალი მოკლეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 22 მაისს, რუსთავში ორი ქალი მოკლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს ერთი მამაკაცი.
საია – საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი საფრთხეს უქმნის საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი საფრთხეს უქმნის საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას, – ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში. საია მოუწოდებს მმართველ პარტიას, უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ, უარი თქვას ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციის ხარისხის შემცირებას. „2 მაისს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით,[1] მცირდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) […]
კახა ოქრიაშვილი – ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: “ბატონი კობახიძის თურქეთში ვიზიტის დროს დაესვა წერტილი ბოლო პერიოდის ყველაზე დიდ პოლიტიკურ აფერას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იხსნა საქართველო ომისგან და ახლაც არიდებს ქვეყანას ომს. პირველი კითხვაა, მაინც ვისთან ომისგან გვიხსნა „ოცნებამ“, როცა ქართველი ხალხი მიიჩნევს, რომ ჩვენს სუვერენიტეტს მხოლოდ რუსეთი ემუქრება, ხოლო […]