150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპერები 1 ივნისს გამოვლინდებიან

150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპერები 1 ივნისს გამოვლინდებიან. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის 14 თებერვალს მეთორმეტედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის თერთმეტი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 215 სტარტაპი დაფინანსდა. დაინტერესებულ პირებს 14 თებერვლიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ ბიზნესიდეა, რომელთა შეფასება განახორციელეს კონტრაქტორმა ექსპერტებმა. კონკურსით შერჩეული საუკეთესო 150 […]

დღემდე მომხმარებლისგან სააგენტოში 900-მდე განაცხადი ფიქსირდება – ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც სააგენტომ “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის აღსრულება დაიწყო, მომხმარებლისგან სააგენტოში 900-მდე განაცხადია შესული – ამის შესახებ ლექვინაძემ ტურიზმის სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრა. „2022 წლის 1 ნოემბერს, სააგენტომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულება დაიწყო. მომართვიანობა […]

Visa-მ და EBRD-იმ მცირე და საშუალო ბიზნესის, ქალთა მეწარმეობის, ციფრული გადახდების მხარდასაჭერად უერთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

Visa-მ, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა, და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს EBRD-ის 33-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, ერევანში. თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს, ხელი მოაწერეს Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში დიანა კიღურაძემ და EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში ალკის ვრენიოს დრაკინოსმა. პარტნიორობა მიზნად ისახავს, დიგიტალიზაციის მხარდაჭერის და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაფართოების გზით, მდგრად და ინკლუზიური ეკონომიკის […]

მიხეილ სააკაშვილი – ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას, დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე, შევიმუშაოთ ტექნიკური მთავრობა, გარდამავალი, ერთწლიანი, ორწლიანი და მერე ვარჩიოთ ჩვენი პარტიული განსხვავებები

ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას! დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე! შევიმუშაოთ ტექნიკური მთავრობა – ყველამ გამოიღვიძა, ყველა ადგა ფეხზე! ისე კარგად უყურებს ახალგაზრდობა, ისე მაგრად მსჯელობს, ამდენი ორატორი, ამდენი განათლებული ადამიანი, ამდენი წიგნიერი და ბრძოლისუნარიანი ერთდროულად, მე ყველაზე მაგარ ოცნებებში არ წარმომედგინა – მართლა ყოჩაღ, გენაცვალეთ თქვენ! ბიჭებო და გოგოებო, მაგრამ ყველა დანარჩენებმა უნდა ავუბათ მხარი! – ამის […]

სანდრო რაქვიაშვილი – თუ „ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის დასკვნას არ გაითვალისწინებს, საკუთარი დელეგიტიმაციის პროცესში კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს, რაც კარგად არ აისახება მმართველი პარტიის რეიტინგზე

ვენეციის კომისიამ ჩვენი, „გირჩის“ პოზიცია გაიმეორა და თქვა, რომ ეს კანონი გაიწვიეთ და თუ ძალიან გინდათ რეგულირება, მაშინ ლობიზმი დაარეგულირეთო. ამას ჩვენ ამ კანონის მთელი განხილვის პერიოდში ვამბობდით, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა. როგორც რაქვიაშვილმა განმარტა, თუ “ქართული ოცნება” კომისიის დასკვნას არ გაითვალისწინებს, მისთვისაც უარესი იქნება, რადგან […]

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 21 მოსამართლე უვადოდ დანიშნა – სასამართლოს გუშაგი

2024 წლის 21 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა 21 მოსამართლე, რომლებიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით 2021 წლის 18 ივნისს გამწესდნენ. ინფორმაციას სასამართლოს გუშაგი ავრცელებს. 21-ვე მათგანის დანიშვნას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი. უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა სია: 1. ეკატერინე ბებია – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე 2. გიორგი გელაშვილი -თბილისის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლე 3. სალომე გველესიანი […]

თეირანში მოქალაქეებმა თავი მოიყარეს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული პრეზიდენტის და სხვა პირების დაკრძალვაზე

22 მაისს თეირანში მოქალაქეებმა თავი მოიყარეს ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და 19 მაისს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სხვა ოფიციალური პირების დაკრძალვის ცერემონიაზე. ცერემონიას ხელმძღვანელობს უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამეინი – რომელმაც ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. ცერემონია დაიწყო თეირანის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტიდან, სადაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ ხელში რაისის პორტრეტები ეჭირათ. […]

რუსთავში ორი ქალი მოკლეს – ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე კაცი დააკავეს

22 მაისს რუსთავში, ქალაქის ცენტრში, მერიიდან დაახლოებით 300 მეტრში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს. მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე კაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ამჟამად შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ახალი შემოვლითი გზა ალაზნის ველის მხარეს აშენდება – პროექტის ღირებულება 87.8 მლნ ლარია

ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი წერს. ამ ეტაპზე აღნიშნული გზის 13 კმ-ზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი. აღნიშნული მონაკვეთი, კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის პროექტი 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის […]

საია: საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები საფრთხეს უქმნის ადმინისტრაციის მიმართ ნდობას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საფრთხეს უქმნის საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას. საიას შეფასებით, საკანონმდებლო გაუარესების ფონზე, აუცილებლობის დასაბუთების გარეშე, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის უგულებელყოფით – ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებები მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების გაუარესებისკენ. ორგანიზაცია მოუწოდებს ქართულ ოცნებას, უმნიშვნელოვანესი […]