გიორგი შენგელია – ტურისტული ნაკადების განსაკუთრებული მატებაა ისრაელიდან

წელს ტურისტული ნაკადი შარშანდელზე მეტია. გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია სიტუაცია. ამ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედა ფრენების დამატებამ და აღდგენამ, – ამის შესახებ კავკასიის ტურისტული ჰოლდინგის (GDM) გენერალური დირექტორი გიორგი შენგელია აცხადებს. მისივე განმარტებით, განსაკუთრებით ვიზიტორების მატება ისრაელიდან შეინიშნება, რადგან ისრაელის მოქალაქეებისთვის საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად იქცა. “ჩვენ რომელ ქვეყნებზეც ვმუშაობთ, მაგალითად ისრაელიდან ძალიან მოიმატა ჩამომსვლელებმა. […]

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ფეინთბოლის ადგილობრივი ჩემპიონატი გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში ფეინთბოლის ადგილობრივი ჩემპიონატი გაიმართა. მარნეულის მერიის ინფორმაციით, ჩემპიონატში მონაწილეობა ახალგაზრდებმა მიიღეს. შეჯიბრს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და მერის პირველი მოადგილე, როინ დეკანოიძე ესწრებოდნენ. „აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიის ხელშეწყობით ტურნირი წელს მეორედ ჩატარდა და მიიღებს ყოველწლიურ სახეს. მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და სპორტის პოპულარიზაციაა“,- ნათქვამია […]

ჯანეზაშვილი უვადოდ დანიშნულ ორი მოსამართლის ე.წ. კლანთან კავშირებზე საუბრობს

სასამართლო გუშაგის დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი უვადოდ დანიშნულ რამდენიმე მოსამართლეზე და ე.წ. სასამართლო კლანთან მათ კავშირებზე საუბრობს. ჯანეზაშვილის თქმით, ალექსანდრე გზირიშვილი რამდენიმე წლის წინ მოსამართლე იმ მიზეზით გახდა, რომ მისი მამა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. ასევე, ჯანეზაშვილი საუბრობს უვადოდ დანიშნულ კიდევ ერთ მოსამართლე სალომე სამხარაძეზე და აღნიშნავს, რომ ის აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლის, ლევან მურუსიძის […]

ნიკოლოზ მენაბდემ კონკურსზე “Goldene Note” წარმატებით დაუკრა

დასრულდა საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი “Goldene Note”. კონკურსში პატარა ქართველი ემიგრანტი – ნიკოლოზ მენაბდე მონაწილეობდა, რომელმაც თავისი შესრულებით გულგრილი არ დატოვა მაყურებელი და ყველას დაამახსოვრა თავი. იგი კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილე იყო და დიპლომთან ერთად სწორედ ყველაზე პატარა მონაწილის პრიზიც მიიღო. ნიკოსთვის ეს პირველი კონკურსი არ იყო. მას ავსტრიის მუსიკალური სკოლების მოსწავლეთა 2 კონკურსი აქვს მოგებული […]

თიბისი, Visa და Kovzy E-commerce განვითარების მიზნით ერთობლივ პროექტს განახორციელებენ

Ecommerce in a box წარმოადგენს თიბისის, Visa-ს და Kovzy-ის ერთობლივ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საკვები ინდუსტრიის მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების (SME-ების) ხელშეწყობას მათი ონლაინ აქტიურობისა და ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების შექმნასა და გაზრდაში. პროგრამა მონაწილე ბიზნესებს სთავაზობს წვდომას მრავალფეროვან რესურსებსა და ინსტრუმენტებზე, მათ შორის ონლაინ მაღაზიის შექმნაზე, გადახდის დამუშავების გადაწყვეტებსა და მარკეტინგულ მხარდაჭერაზე. იმ შემთხვევაში, […]

შერჩევის შემდგომ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე ვერ გადავიდა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში შემდეგ ეტაპზე სამი კანდიდატი გადავიდა. მათ იუსტიციის საბჭო პარლამენტს გადაუგზავნის. ესენი არიან: ბადრი შონია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე. · ბადრი შონია 2022 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეა. 2021-2023 წლებში შონია იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. 2021-2022 წლებში კი თბილისის საქალაქო […]

“ე, მასე ვარ კანის სურათზე… ვერ მევიფიქრე გამართლება” – ანა მიქაძე–ჩიკვაიძე

მოკლედ, კაცი ბრუნდება ოჯახში გვიან, საყვარლისგან. . სუნამოს სუნზე ცოლი ეძებს გამართლებას – თანამშრომლისგან აგყვა ალბათო.. ტუჩსაცხზე – მდივანმაო ალბათ შემთხვევითო. და “ტრუსიკი” გადმოუვარდებ ,ჯემალას ჯიბიდან, ქალის.. და უჭირავს ხელში ცოლს.. და არ იცის რა გამართლება მოუძებნოს .. და,.. უცებ ჯემალა _ ე ახლა ნაზიკიე, მეიფიქრე რამე თორემ დეგვენგრა ოჯახიო.. ____ ე მასე ვარ კანის, […]

მძლეოსანი ხარაზიშვილი ამბობს, რომ ფედერაციამ ოლიმპიადაზე დაბლოკა რუსული კანონის გაპროტესტების გამო

ქართველი მძლეოსანი ფედერაციას და სპორტის სამინისტროს დისკრიმინაციაში სდებს ბრალს. დავით ხარაზიშვილი ინფორმაციით, აგვისტოში პარიზის ოლიმპიადაზე უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ფედერაციამ მოულოდნელად დაბლოკა. “გადაწყვეტილი იყო უკვე ოლიმპიურ თამაშებზე რომელი კანდიდატები გაემგზავრებოდნენ და ერთ-ერთი პირველი კანდიდატი ვიყავი მე შედეგიდან გამომდინარე. აღმოჩნდა, რომ ჩემგან ფარულად, კულუარებში მიღებული გადაწყვეტილებით ფედერაციამ ჩემი კანდიდატურა არ გააგზავნა, რასაც მოჰყვა ჩემი პროტესტი და […]

ირაკლი კობახიძე ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან. ცნობისთვის, ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტისა და სხვა […]

შსს რუსთავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, პოლიციამ რუსთავში მომხდარი 2 ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი […]