მაია წერეთელი – წელს შარშანდელთან შედარებით ჯავშნების მეტი რაოდენობა ფიქსირდება

წელს შარშანდელთან შედარებით ჯავშნების მეტი რაოდენობა ფიქსირდება, – ამის შესახებ Courtyard by Marriot Batumi-ის მენეჯმენტ კომპანიის წარმომადგენელი, მაია წერეთელი წლევანდელ ტურისტულ სეზონთან დაკავშირები აცხადებს. მისივე თქმით, პირდაპირი ფრენების გაზრდამ საქართველოს მეტი ვიზიტორის მიღების შესაძლებლობა მისცა, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, რომლებიც როგორც წესი არ ჩამოდიოდნენ საქართველოში. „ბათუმის სიტუაციაზე რომ ვისაუბროთ, ჯავშნების სიტუაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წელს […]
მაკა ცხომელიძე – ჯავშნები არ გაგვიუქმდა

ჩვენ ჯავშნები არ გაგვიუქმდა, – აცხადებს სასტუმრო Mercure -ს, Swissotel Tbilisi-ს და ibis Styles-ის გაყიდვების დირექტორი მაკა ცხომელიძე. მისი განმარტებით, სასტუმრო Mercure-ს მაგალითზე ჯავშნების რაოდენობა 20-22%-ითაა გაზრდილი. „სასტუმრო Mercure-ს ძირითადად სტუმრები ჰყავს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ინდოეთიდან, ევროპიდან. ჩვენ ევროპული ბრენდი ვართ და ცნობადი ვართ ევროპულ ქვეყნებში. რაც შეეხება Swissotel Tbilisi-ს აქ ჭარბობენ ევროპელები, სტუმრები მეზობელი […]
ნიკოლოზ სამხარაძე პორტუგალიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, პორტუგალიაში იმყოფება. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები პორტუგალიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, კარლუშ ედუარდო რეისს შეხვდნენ. „მხარეებმა საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების გამოწვევები. პორტუგალიელ […]
პრემიერი კობახიძე ირანის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე ჩავიდა. ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გაემგზავრა თეირანში. თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა. პრემიერი უახლოეს პერიოდში მივა დაკრძალვის ცერემონიაზე. თეირანში ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე, დღის 12 საათისთვის, მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე თბილისში ირანის საელჩოში მივიდა, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი […]
რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში ცოლისა და ცოლის დედის მკვლელობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ადამიანი დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, მეუღლე – 2003 წელს დაბადებული მ.ს. და მეუღლის დედა – 1976 წელს დაბადებულ ი.ბ. თოფიდან გასროლით მოკლა.” – წერს უწყება. ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება […]
შვედეთი უკრაინას $7 მილიარდის სამხედრო დახმარებას გაუწევს

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, შვედეთი უკრაინას, სამხედრო დახმარების სახით, $7,01 მილიარდს გამოუყოფს. შვედეთის მთავრობამ განაცხადა, რომ სამხედრო მხარდაჭერა შეიძლება მოიცავდეს თავდაცვით აღჭურვილობას, ფინანსურ კონტრიბუციას და ასევე ფინანსურ მხარდაჭერას, თავდაცვის აღჭურვილობის შესყიდვისთვის. $7 მილიარდი, სამ წელზე თანაბრად გადანაწილდება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება “თავისუფლებისთვის ბრძოლაში, უკრაინისადმი შვედეთის პრაქტიკულ სოლიდარობას გამოხატავს.” […]
ისრაელის ჯარი რაფას სიღმეში პოზიციებს იკავებს

ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომი გრძელდება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით სახმელეთო ოპერაციის პარალელურად ღაზის სამხერთ ნაწილზე ისრაელმა, გასულ ღამეს, ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური საჰაერო იერიშები მიიტანა, რაც ეხმარება ისრაელის თავდაცვის ძალებს შევიდნენ ქალაქ რაფას ღრმა წერტილებში და გააგრძელონ სახმელეთო ოპერაცია. „ისრაელის იერიშები მთელი ღამის განმავლობაში არ შეჩერებულა, თვითმფრინავებიდან, ვერტმფრენებიდან და ტანკებიდან ისროდნენ“,- უყვება სააგენტო „როიტერს“ რაფაში […]
ლონდონი: ჩინეთი რუსეთს ლეტალურ საბრძოლო იარაღს აწვდის

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა 22 მაისს განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ შეიარაღებას აწვდის, ან მის მისაწოდებლად ემზადება. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი აღნიშნული დახმარების გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში გეგმავს. ლონდონში გამართულ კონფერენციაზე, ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვას გააჩნიათ იმის მტკიცებულება, რომ „ლეტალური სახის დახმარება ახლა ჩინეთიდან […]
“ეს კიდევ უფრო გაამყარებს ქართული კინოს განვითარების პერსპექტივებს” – კინოცენტრი

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დელეგაცია კანის საერთაშორისო კინოფესტივალიდან დიდი მიღწევებითა და ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ქართული კინოს განვითარების პერსპექტივებსა და პოპულარიზაციას. ქართული კინო კიდევ ერთხელ გასცდა ქვეყნის ფარგლებს და კანის საერთაშორისო ფესტივალზე ღირსეულად წარსდგა. აღსანიშნავია, რომ ქართული კინოს განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა, ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა, მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს […]
თიბისი, Visa და Kovzy E-commerce განვითარების მიზნით ერთობლივ პროექტს განახორციელებენ

„Ecommerce in a box” წარმოადგენს თიბისის, Visa–ს დაKovzy–ის ერთობლივ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საკვები ინდუსტრიის მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების (SME-ების) ხელშეწყობას მათი ონლაინ აქტიურობისა და ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების შექმნასა და გაზრდაში. პროგრამა მონაწილე ბიზნესებს სთავაზობს წვდომას მრავალფეროვან რესურსებსა და ინსტრუმენტებზე, მათ შორის ონლაინ მაღაზიის შექმნაზე, გადახდის დამუშავების გადაწყვეტებსა და მარკეტინგულ მხარდაჭერაზე. იმ შემთხვევაში, თუ […]