პირდაპირი ფრენები თბილისიდან იაფად

ვინაიდან, საქართველოს ავიაბაზარზე ყველაზე ბიუჯეტურ ავიაკომპანიად Wizz Air -ი მოიაზრება, ჩვენს ბლოგებშიც ხშირად შეხვდებით ისეთ რჩევას, როგორიცაა – დაჯავშნოთ ფრენები ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით და იმოგზაუროთ ყველაზე იაფად. თუმცა, მიმდინარე პერიოდში, როდესაც ავიაკომპანიამ საგრძნობლად შეამცირა ფლოტისა და მიმართულებების რაოდენობა, გავლენა იქონია aviabiletebi -ს ფასებზეც. ამიტომ, ამ სტატიაში გვინდა შემოგთავაზოთ ალტერნატიული ვარიანტები. მაგალითად, თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ თუ […]
საჯარო სკოლები მშობლებს “განსაკუთრებული კატეგორიის” ინფორმაციაზე წვდომას სთხოვენ

საჯარო სკოლებში მოსწავლეების მშობლების ნაწილს განახლებული დოკუმენტი გადასცეს, რომლითაც “განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების” დამუშავებაზე ნებართვას სთხოვენ. დოკუმენტი ითხოვს “მათ შორის” ბიომეტრიული და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების თანხმობას, თუმცა, კანონის მიხედვით, “განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი” ასევე მოიცავს პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსს, პროფესიულ კავშირში გაწევრებას, სქესობრივ ცხოვრებას და ა.შ. “თანახმა ვარ, საგანმანათლებლო […]
“რუსული მთავრობა რუსული წესით მოაწყობს არჩევნებს, სადაც გაიმარჯვებს დემოკრატია – ლოგიკურია ძალიან” – ზურაბ გურული

ისევ ტაქტიკაზედ და სხვის კონტექსტში საკუთარი გეგმებით ფხაკურზედ ————- “წარმატებული მეომრები ჯერ იგებენ ომს და შემდეგ შედიან ბრძოლაში; წარუმატებლები კი ჯერ ბრძოლაში შედიან და მერე ეძებენ გამარჯვებას” (სუნ ცზი, “ომის ხელოვნება”) ———- 1625 წლის 30 ივნისი იდგა. მაგრად ცხელოდა. იმდროინდელი მსოფლიოს ერთერთმა საუკეთესო მხედართმთავარმა ქართველთა მეფეს ურჩია არ ებრძოლა მტრის მიერ შექმნილ კონტექსტში. მარაბდის დაბლობის […]
“არ დაძლიოთ პრეზიდენტის ვეტო და გააუქმეთ კანონი” – PACE-ს მომხსენებლები ოცნებას

“ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ უმრავლესობას, არ გადალახოს პრეზიდენტის ვეტო და გააუქმოს ეს კანონი,” – ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს საკითხებში მომხსენებლები, კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC) ავრცელებენ და ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანებიან. “ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ჩვენს შეშფოთებებთან დაკავშირებით ავტორიტეტული იურიდიული არგუმენტები გვთხოვეს. ეს […]
პარიზი: პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის, წინაპირობები ჯერ არ შესრულებულა

იმისათვის, რომ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარება ოფიციალურად მოხდეს, წინაპირობები ჯერ არ არის შესრულებული. აღნიშნულ განცხადებას 22 მაისს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე ავრცელებს. პარიზის განცხადებას წინ უსწრებდა ევროპის სხვა სახელმწიფოთაგან შემდგარი ჯგუფის მიერ, პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარების ნაბიჯი. ისინი იმედს გამოხატავენ, რომ ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას რეგიონში. სტეფან სეჟურნე აღნიშნავს, რომ „ეს არ არის მხოლოდ […]
ნიკა სიმონიშვილი – “ქართული ოცნების” მესიჯები ტყუილზეა აგებული – ვენეციის კომისიამ თქვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს დასავლურ კანონებთან კავშირი არ აქვს, ის რუსულის, უნგრულის და ყირგიზულის ანალოგია

ვენეციის კომისიას არსად დაუწერია, რომ გამჭვირვალობა ცუდია – არ შეიძლება რომ გამჭვირვალობამ შედეგად ადამიანებისთვის იარლიყების მიკვრა მოგვიტანოს, – ამის შესახებ იურისტმა, საიას ყოფილმა დირექტორმა ნიკა სიმონიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” აღნიშნა. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” იურისტებმა კარგად იცოდნენ, თუ რა წერილს გამოაქვეყნებდა ვენეციის კომისია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” ქართულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან მათ იციან, თუ როგორი […]
ირაკლი კობახიძე, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ.
რუსთავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

რუსთავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1997 წელს დაბადებული გ.ფ. ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ […]
ჩინეთში სი ძინპინის აზრებზე გაწვრთნილი ჩათბოტი შექმნეს

ჩინეთის კიბერსივრცის ადმინისტრაციის სააგენტომ შექმნა ლინგვისტური მოდელი, რომელიც სი ძინპინის პოლიტიკურ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული. ჩათბოტი აგებულია ჩინეთის ლიდერის მთავარი ნაშრომზე – „სი ძინპინის აზრები სოციალიზმზე ჩინური მახასიათებლებით, ახალი ეპოქისთვის” და მოიცავს მის მითითებებს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა ასპექტზე. მოდელს შეუძლია დააკმაყოფილოს „მომხმარებლების საჭიროებების ფართო სპექტრი“ და შეუძლია უპასუხოს კითხვებს, შეაჯამოს ინფორმაცია და თარგმნოს ჩინურიდან […]
“მიხედე მილანიდან ამათ, კახ” – სარიშვილი

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი: ეს ვენეციაც როგორ გვეტენება რა უნდათ ტო? მიხედე მილანიდან ამათ კახ