ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა – bloomberg

ოქროს ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია, რასაც ხელი შეუწყო ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდამ და იმის მოლოდინმა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა მიმდინარე წელს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას დაიწყებს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. ოქრო 1,4%-ით გაიზარდა და მისმა ფასმა უნციაზე 2450,07 აშშ დოლარი შეადგინა და აპრილში დაფიქსირებულ რეკორდს გადააჭარბა. ბოლო სესიებზე, ტრეიდერები ზრდიან ფსონებს, რომ ფედერალურმა რეზერვმა […]
გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: MEGOBARI აქტი “БРАТУХА”-ს ალტერნატივა?!

“ხალხის მოტყუება უფრო ადვილია, ვიდრე იმაში დარწმუნება, რომ მას ამდენი ხანი ატყუებდნენ”. ჭკვიანი კაცი იყო მარკ ტვენი. ალბათ თავადაც არაერთხელ მოტყუებულა და გაცრუებია იმედი. რთულია იმის აღიარება, რომ ამდენი ხანი ასე უტიფრად და თავხედურად გატყუებდნენ, შენს ნდობას თუ რწმენას ასე უნამუსოდ იყენებდნენ. მაგრამ დღეს საქართველოში და საქართველოსთან მიმართებაში სურათი იმდენად ნათელია და მკაფიო, რომ ქვეყნის […]
“მიშა გამოვა არაჟნის კონტეინერით ციხიდან და ბიძინა ვერტალიოტს დაქოქავსო” – ჩერგოლეიშვილი

მიშა გამოვა არაჟნის კონტეინერით ციხიდან და ბიძინა ვერტალიოტს დაქოქავსო.
“მოვითხოვ “ქუჩამ” შექმნას პარტია!” – გოჩა მირცხულავა

ოპოზიცია გამოდით ჩირგვებიდან, სულ ცოტა დრო გაქვთ! არა? მაშინ სცენარი იქნება საშინელი თქვენთვის, მაგრამ არა საქართველოსთვის. ჩვენ გავიმარჯვებთ და თქვენ ჩირგვებში ყოფნას არ გაპატიებთ. საკმარისია ეს კონფორმიზმი უკვე! ისევ მოვითხოვ “ქუჩამ” შექმნას პარტია. მოვითხოვ!
სამხედრო კომისარიატზე ცეცხლის წაკიდებაში ეჭვმიტანილს რუსეთში 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსეთის დონის როსტოვის სასამართლომ ყაზანის 21 წლის მკვიდრ მიხაილ ბალაბანოვს ოთხნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ქალაქ ნევინომისკის სამხედრო კომისარიატის შენობაზე ცეცხლის წაკიდების განზრახვაში წაუყენეს ბრალი. საბოლოოდ სასამართლომ ეჭვმიტანილი ტერაქტის მომზადების მუხლით გაასამართლა. თავად ბალაბანოვი აცხადებს, რომ არ აპირებდა ცეცხლის წაკიდებას. სამართალდამცველებმა ბალაბანოვი 2022 წლის დეკემბერში დააკავეს. მსჯავრდადებულის ადვოკატის ვიაჩესლავ სავინის თქმით, პირველ დაკითხვებზე მისმა […]
იონათამიშვილი: ამ დასკვნით მუხტი არ აიწევა, ვენეციის კომისიის რეპუტაცია შეილახება

თუ ვინმე ფიქრობს, რომ მსგავსი დასკვნებით აქ იქნება შესაძლებლობა მუხტის აწევის, პოლარიზაცოის გაღღმავების, ეს ძალიან დიდი შეცდომაა, საბოლოო ჯამში არც მუხტი აიწევა ამით, არც პოლარიზაცია გაღრმავდება, ხოლო ვენეციის კომისიის რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეილახება.
განათლება საფრთხეშია – 25 მაისს პროფესორ-მასწავლებლები რუსულ კანონს გააპროტესტებენ

25 მაისს, 17:00-ზე რუსულ კანონს ქართული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი გააპროტესტებენ. ისინი მარშს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტის მიმართულებით მოაწყობენ. “ჩვენ, საქართველოში არსებული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, მკვლევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ვუერთდებით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საწინააღმდეგო სამართლიან და დემოკრატიულ სამოქალაქო პროტესტს, რომლის ჩახშობა საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა. გარდა პირდაპირი […]
პრეზიდენტის ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტის საგარეო და ევროგაერთიანების საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა მიმდინარე პროცესების ფონზე, მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაზეც დელეგაციამ აღნიშნა, რომ დღეს მათი ვიზიტი სწორედ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერის ხაზგასმაა. […]
ევროკავშირის ოთხი ქვეყანა მოითხოვს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, თუ „აგენტების კანონს“ მიიღებენ – Financial Times

ევროკავშირის ოთხი ქვეყანა: ესტონეთი, ნიდერლანდი, ჩეხეთი და შვედეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მოითხოვენ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება „აგენტების კანონს“ მიიღებს. ინფორმაციას Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. შემზღუდავი ზომები, რომლებსაც ეს ქვეყნები მოითხოვენ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ევროპული ფონდებიდან გათვალისწინებული თანხების გაყინვას და მიზნობრივ სანქციებს მოიცავს. გაზეთის ცნობით, ინიციატორებს სანქციების […]
ბითაძემ და მამუკელაშვილმა შეიძლება კარიერა ევროლიგის გუნდში გააგრძელონ

ბერძნული sportdog-ი იტყობინება, რომ გოგა ბითაძემ (ორლანდო მეჯიქი) და სანდრო მამუკელაშვილმა (სან ანტონიო), რომელთაც თავიანთ კლუბებთან კონტრაქტები უსრულდებათ, არაა გამორიცხული კარიერა ევროპაში გააგრძელონ. გამოცემა აღნიშნავს, რომ “პანათინაიკოსი” წარმატებულ სეზონს ატარებს, ევროლიგის ოთხთა ფინალისთვის ემზადება, მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებაზე აქედანვე ზრუნავს და სხვა კალათბურთელებთან ერთად ქართველების სამსახურით დაინტერესდა: “რა თქმა უნდა, სიაში აშშ-ში მოასპარეზენიც არიან, მაგალითად, […]