სენატორი მიტჩ მაკკონელი – “ქართული ოცნება” მზად არის მოაშთოს ქართველთა ევროატლანტიკური მისწრაფებები

პარტია “ქართული ოცნება” მზად არის მოაშთოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები – აშშს ინტერესებშია, დადგეს იმ თავისუფალი ადამიანების გვერდით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ისეთი ტირანების აგრესიას, როცორიცაა პუტინი და სი ძინპინი, – ამის შესახებ სენატის უმცირესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა კანონმდებელმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა. ამით ის საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ თბილისში, ძალაუფლებაში მყოფი პირები ქვეყნის […]
კობახიძე: ინფორმაცია ჩვენ გვაქვს გლობალურ ომის პარტიაზე, ამის გასაჯაროების უნდა ეშინოდეთ

ასეთი ინფორმაცია ბუნებაში ვერ იარსებებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ აბსოლუტურად სუფთად ეროვნული ინტერესების დასაცავად და ერთადერთი, რაც გვამოძრავებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ეს ერთი. და მეორე, რაც შეეხება ინფორმაციას გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით, როდის, როგორ იყო ჩართული გლობალური ომის პარტია საქართველოში მძიმე პროცესების განვითარებაში, ამაზე ნამდვილად გვაქვს ინფორმაცია და ამ ინფორმაციის გასაჯაროების ნამდვილად უნდა […]
ენტონი ბლინკენი – ძალიან შეშფოთებულები ვართ „უცხოეთის აგენტების კანონით”, სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი – ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება

სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით. ბლინკენის თქმით, აშშ ძალიან ბევრს მუშაობს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამაზე საპასუხოდ და “ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ”. მისივე თქმით, ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება. კერძოდ, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს […]
კობა კობალაძე აშშ-ში გენერალ დანიელ ჰოკანსონს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია TAPS -ის (Tragedy Assistance Program for Survivors- ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის”) სათავო ოფისში, აშშ-ს ეროვნული გვარდიის უფროსს, ოთხვარსკვლავიან გენერალ დანიელ ჰოკანსონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი შეხვედრა, TAPS-ის 30-ე ყოველწლიური საერთაშორისო […]
Ryanair ახალ დაბალბიუჯეტიან რეისებს ამატებს

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ახალ დაბალბიუჯეტიან რეისებს იწყებს ევროპის პოპულარული ქალაქებიდან. ამის შესახებ Lowcostavia წერს. ახალი რეისები შემოდგომიდან იქნება ხელმისაწვდომი. ახალი რეისების ჩამონათვალი ასეთია: ბუდაპეშტი – ლივერპული 28 ოქტომბრიდან. ფრენა შესრულდება კვირაში 2-ჯერ; ბარსელონა – კოპენჰაგენი 29 ოქტომბრიდან – კვირაში 4-ჯერ; ბირმინგემი – პლოვდივი 2 ნოემბრიდან – კვირაში ერთხელ; მემინგენი – მანჩესტერი 2 ნოემბრიდან – […]
ბლინკენი კანონზე: პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და “გამჭვირვალობის შესახებ კანონთან” დაკავშირებით აცხადებს, რომ ის პირდაპირ რუსული სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ამაზე კითხვა ბლინკენს კონგრესმენმა ბილ კიტინგმა დაუსვა. სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ კანონი აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და ამას შედეგები მოჰყვება. “ძალიან შეშფოთებულები ვართ “უცხოეთის აგენტების კანონით”, რომელიც [საქართველოში] მიიღეს. ვფიქრობ, […]
კობახიძე: გლობალურ ომის პარტიასთან ბრძოლა პერსონალურადაც არაა სასიამოვნო, რისკებია

გლობალურ ომის პარტიასთან ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, მათ შორის პერსონალური კუთხითაც, ჩემთვის, პირადად, საერთოდ არ არის სასიამოვნო ამ ბრძოლაში ყოფნა, სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული ეს ბრძოლა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, მათ შორის პერსონალურ რისკებთან… არ არის სასიამოვნო, არც პერსონალურად, არც ზოგადად, მაგრამ ალტერნატივა არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო – ალტერნატივა […]
ბლინკენი ქართული ოცნების რუსულ კანონზე: მოველი, რომ ზომებს მივიღებთ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენს საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული სახელმძღვანელოდან გადმოტანილი უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ, სავარაუდოდ, საპასუხო ზომებს მიიღებს. ამას გარდა, ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ კანონის უარყოფით გავლენებს საქართველოს ევროინტეგრაციაზე ევროკავშირშიც განიხილავენ. მან მოლოდინი, რომ მომავალში საპასუხო ნაბიჯებს ვიხილავთ. “ძალიან გვაშფოთებს უცხოელ აგენტთა კანონი, რომელიც მიიღეს. […]
კობახიძე: მნიშვნელოვანია აშშ-ს და EU-ს დეოლოგარქიზაცია გლობალური ომის პარტიის გავლენისგან

ვინც იდგა სხვა ინტერესების უკან, იგივე ძალა, გლობალური ომის პარტია [დგას მეორე ფრონტის ინტერესების უკანაც], რასაც ჩვენ შეგნებულად არ ვაკონკრეტებთ, მაგრამ ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ სუბიექტებს… ვერ ვაკონკრეტებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, რაც შეგვიძლია გავიმეოროთ, არის ის, რომ ამ ძალებს აქვთ საკვანძო გავლენა როგორც ევროკავშირზე, ისე ამერიკის შეერთღებულ შტატებზეც, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პირდაპირ შეიძლება ითქვას […]
“ინდოეთის ვიზები ისევ პრობლემაა” – ტურისტული სექტორი ინდოელი ტურისტების წილზე

ინდოელი ტურისტების მხრიდან საქართველოში დასვენებასა თუ მოგზაურობაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ზრდას ცხადყოფს სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, 2023 წელს საქართველოში 84 688 ინდოეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 60.3%-ით მაღალი მაჩვენებელია. მაღალი მოთხოვნის მიუხედავად, ტუროპერატორებს ხშირად ინდოელი ტურისტები საქართველოს ნაცვლად, მეზობელ ქვეყნებში მიჰყავთ – ამის მიზეზი საქართველოში ინდოელებისთვის ვიზების შეფერხებით გაცემაა. როგორც „სასტუმროებისა და რესტორნების […]