გამჭვირვალობით გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა – ირაკლი კობახიძე

გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ამიტომ ეშინიათ ვიღაცებს გამჭვირვალობის, რომ მოუწევთ კონკრეტულ არასწორ პრაქტიკაზე უარის თქმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება” განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, გამჭვირვალობის კანონი ხელს შეუწყობს იმას, რომ თვისებრივად გაიზრდება დონორების პასუხისმგებლობის საკითხი. […]

„პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი“ — ბლინკენი „ოცნების“ კანონზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის შეფასებით, საქართველოს მიერ მიღებული უცხოეთის „აგენტების კანონი“ პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ენტონი ბლინკენს დღეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმინეს. სახელმწიფო მდივანს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლაზე და წინააღმდეგობრივ კანონზე კონგრესმენმა ბილ კიტინგმა ჰკითხა. „ძალიან შეშფოთებული ვარ „უცხოეთის აგენტების კანონით“, რომელიც მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ეს […]

ბლინკენი „აგენტების კანონზე“: სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს უსმენენ. ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, 22 მაისს, კონგრესმენმა ბილ კიტინგმა სახელმწიფო მდივანს სთხოვა კომენტარი გაეკეთებინა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ესუბრა იმაზე, თუ რას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები ე.წ “უცხოეთის აგენტების” კანონთან დაკავშირებით საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე. “ძალიან შეშფოთებულები ვართ „უცხოეთის აგენტების კანონით“, რომელიც [საქართველოში] […]

კობახიძე: ამერიკასაც და ევროკავშირსაც სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია

ამ ძალებს [გლობალური ომის პარტიას] აქვთ საკვანძო გავლენა როგორც ევროკავშირზე, ასევე, აშშ-ზე, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პირდაპირ შეიძლება ითქვას ერთი რამ, რომ ამერიკასაც და ევროკავშირსაც სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია. ეს შეიძლება ძალიან ცალსახად ითქვას. არის ძალიან სამწუხარო პროცესები და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები სამომავლოდ სასიკეთოდ შეიცვლება. […] ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ გამოხატული პოზიცია, ჩვენ გვინდა […]

“სპეციამ” გელაშვილის გამოსყიდვა გადაწყვიტა

მას შემდეგ, რაც “სპეციამ” სერია B-ში დიდი ბრძოლის შედეგად ადგილი შეინარჩუნა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იჯარით აყვანილ 23 წლის მცველს, ივა გელაშვილს გამოემშვიდობებოდნენ, თუმცა spezia1906 La Nazione-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქართველს დაიტოვებენ. აღნიშნულია, რომ კლუბი აქცენტს შემადგენლობის გაახალგაზრდავებაზე გააკეთებს, ხელმძღვანელობის აზრით, გელაშვილს საჭირო უნარები და პერსპექტივა გააჩნია, გადაწყვიტეს დამატებითი შანსი მისცენ და იმაზე ხშირად მიეცემა თავის […]

ბორელი: საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეასრულონ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ მკაცრი რეკომენდაცია მისცა საქართველოს, რომ გაიწვიონ ამჟამინდელი სახის უცხოური გავლენის კანონი . ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შეასრულონ რეკომენდაცია, საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტების დასაცავად. წერს X-ზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ვენეციის კომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს ორი ძალა პოლიტიკურ სისტემაში, ეს არის „ქართული ოცნება” და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” – მათ კოლექტიურობას განაპირობებს ერთადერთი ფაქტორი: ისინი მთლიანად არიან ერთი ხელიდან მართული

ხელოვნურად არის შექმნილი ერთი პოლუსი, რომელიც მუდმივად ცდილობს ძალაუფლების დაბრუნებას და საბოლოო ჯამში, ეს მოცემულობა მუდმივი რისკის ქვეშ ამყოფებს ქვეყანას, რაც მიუღებელია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, სწორი მოცემულობა არის, როდესაც ქვეყანაში არის რამდენიმე ჯანსაღი, ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც არის დამოუკიდებელი და არ არის გარედან მართული. „კომფორტზე აქ ნაკლებად შეიძლება […]

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია – ბორელი

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება ე.წ. აგენტების კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინონ მიღებული რეკომენდაციები. “ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ “მტკიცედ ურჩია” საქართველოს, გააუქმოს “უცხოური გავლენის შესახებ კანონი” არსებული ფორმით. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს რეკომენდაცია, საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტების დასაცავად” – წერს ბორელი. 21 მაისს […]

ერთადერთი, რაც უნდა გასაჯაროვდეს, არის ფინანსებთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები, რასაც პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ – პრემიერი

ერთადერთი, რაც უნდა გასაჯაროვდეს, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია – შემოსავლები და ხარჯები, მეტი არაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება” განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამას პოლიტიკური პარტიები უკვე აკეთებენ და ეს ყველაფერი არასოდეს გამხდარა მათი საქმიანობის შეფერხების მიზეზი. მისივე განცხადებით, თუ გამჭვირვალობა აქამდე დაბრკოლებას არ უქმნიდა პოლიტიკურ პარტიებს, გაუგებარია, […]

ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე უარი აქვს ნათქვამი – კობახიძე

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, იგი გაეცნო ე.წ. აგენტების კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას და “როგორც იურისტი” ამბობს, რომ “ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი”. ამის შესახებ მან პირველი არხის ეთერში ისაუბრა. კობახიძის მტკიცებით, დოკუმენტში “უამრავი აბსურდული ჩანაწერი და ტყუილია”. “უბრალოდ, უხერხულობას ვგრძნობდი, როგორც იურისტი, როდესაც ამ დოკუმენტს ვკითხულობდი, იმდენად უსუსური იყო ის სახე, რომელიც […]