“ქართულ ოცნებაზე” სანქციების სასწრაფოდ დაწესებას ითხოვენ – ბუშისა და მაკკეინის ინსტიტუტები, ასევე “ფრიდომ ჰაუსი”

“მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსი” ავტოკრატიული “ქართული ოცნების” მთავრობის წინააღმდეგ ქმედებისკენ მოუწოდებენ”- ამ სათაურით 22 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, აღნიშნული ორგანიზაციები შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის მოკავშირეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიიღონ შემზღუდავი ზომები და სანქციები დაუწესონ საქართველოს ხელისუფლების სათავეში მყოფი, “ქართული ოცნების” ოფიციალურ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს. ერთობლივი განცხადების მიხედვით, რომელიც დღეს […]
კობახიძე: საჭიროა ახალი განათლების სისტემა – ამასაც გამჭვირვალობის მსგავსი რეაქცია მოყვება

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ამომრჩეველს განათლების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმებს ჰპირდება – კობახიძის თქმით, ეს ერთ-ერთი მთავარი რეფორმა იქნება წინასაარჩევნოდ, რომელიც შეეხება როგორც ზოგად, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო დაწესებულებებსაც. კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ [გარე დავალებით] განათლების სისტემის სახით ჩამოაყალიბა მყარი სისტემა, რომლის მარტივად გადალაგებაც მისი ხელისუფლების პირობებში არ იყო შესაძლებელი. “საბოლოო ჯამში ერთ-ერთი სისტემა […]
სენატორი: ოცნება მზადაა, მოაშთოს ქართველთა ევროატლანტიკური მისწრაფებები

რესპუბლიკერი სენატორი და აშშ-ის სენატში უმცირესობის ლიდერი, მიტჩ მაკკონელი საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. განცხადების თარგმანს ამერიკის ხმა ავრცელებს. სენატორი მმართველ პარტიას მოსკოვისთვის “ხელსაყრელ პარტიად” მოიხსენიებს და ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ოცნება მზადაა, ქართველთა ევროატლანტიკური მისწრაფებები მოაშთოს. “საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სწრაფვა ძალაუფლებისკენ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას განადგურებით ემუქრება და […]
თსუ-ის პროფესორების დიდი ნაწილი პოლიტიკური ნიშნითაა შერჩეული — კობახიძე განათლების რეფორმას აანონსებს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების „ფუნდამენტური რეფორმა“ დააანონსა. საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წინა ხელისუფლება დაადანაშაულა განათლების სისტემის შეგნებულად დანგრევაში და ფსევდოლიბერალურმა იდეოლოგიის დანერგვაში. პრემიერის თქმით, „გვჭირდება კლასიკური, ტრადიციული ღირებულებები ჩვენს ქვეყანაში“. „ისტორიას აღარ ასწავლიდნენ ბავშვებს, თან ღირებულებებს აცლი… არ უნდა აფასებდე მთავარ ინსტიტუტებს, რაზეც დგას შენი იდენტობა, როგორიც ჩვენს შემთხვევაში არის მართლმადიდებელი ეკლესია… […]
სამწუხაროდ, პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი, ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება – ენტონი ბლინკენი

სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით. ბლინკენის თქმით, აშშ ძალიან ბევრს მუშაობს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამაზე საპასუხოდ და “ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ”. მისივე თქმით, ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება. კერძოდ, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს […]
ლუკმანის ჰეთ-თრიკი – “ატალანტამ” აქამდე უძლეველ “ბაიერს” სძლია

ევროპა ლიგის ფინალში „ატალანტამ“ „ბაიერი“ 3:0 დაამარცხა და გასპერინის გუნდმა ტიტული მოიპოვა. სამივე გოლი 26 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა ადემოლა ლუკმანმა გაიტანა. . ლუკმანი 1975 წლის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპა ლიგის და უეფას თასის ფინალში სამჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. . ტურნირზე იტალიურმა კლუბმა 1999 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. . შეწყდა ყველა ტურნირზე ლევერკუზენელთა წაუგებელი 51-მატჩიანი […]
“წელს 2-3 ბაზარი დაგვემატება” – “აჩინებული” CASPIAN AGRO 2024-ის შედეგებს აფასებს

ბაქოში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე, CASPIAN AGRO 2024-ზე მონაწილეობა 8 ქართულმა კომპანიამ მიიღო. მათ შორის იყო კომპანია “აჩინებულიც“. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, გოჩა ღვინეფაძე BM.GE-სთან აცხადებს, თავდაპირველად, USAID-ის პროექტის ფარგლებში იყვნენ მიწვეული. პირველად კი, შარშან მიიღეს მონაწილეობა. წელს კი, უკვე მეორედ მიიღეს მონაწილეობა. მისივე ცნობით, კომპანიას მიმდინარე წელს 2-3 ბაზარი უნდა დაემატოს. „ძირითადად ამ გამოფენაზე SNG-ს […]
“საპასუხოდ ვიმოქმედებთ” – ბლინკენი “აგენტების კანონის” მიღებას გამოეხმაურა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ე.წ. აგენტების კანონის მიღებას გამოეხმაურა და თქვა, რომ საპასუხოდ, “იმოქმედებენ” ამის შესახებ მან წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, მოსმენის დროს ისაუბრა, სადაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კითხვა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა დასვა. ბლინკენის შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი “მოსკოვის სახელმძღვანელოდან არის გადაწერილი”. “ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ “უცხოეთის აგენტების კანონით”, რომელიც მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, […]
“ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი – დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებით და ტყუილებით” – პრემიერი

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა, რომ ვენეციის კომისიას პროფისიულ ღირსებაზე უარი აქვს ნათქვამი. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დოკუმენტში უამრავი აბსურდული ჩანაწერი და ტყუილია. “უბრალოდ, უხერხულობას ვგრძნობდი, როგორც იურისტი, როდესაც ამ დოკუმენტს ვკითხულობდი, იმდენად უსუსური იყო ის სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ ამ დოკუმენტით. არაფერი აქვთ სათქმელი და […]
პრემიერი – ვიღაცებს უნდათ აქ მღვრიე წყალი, “მაიდანი”, მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გვინდა – ეს არის შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზი

ჩვენ ვერ ვთანხმდებით საკვანძო თემაზე, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა და ვიღაცებს უნდათ მღვრიე წყალი ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ დაიჭირონ თევზი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას უნდა გამჭვირვალობა, ხოლო ოპონენტებს – არა და კანონის შესახებ დისკუსიის ხელოვნურად დახურვის ერთადერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს არის. ” ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ვენეციის […]