ვენეციის კომისიის წევრი: როცა მოსაზრება შემუშავდა, ოცნებას გაეგზავნა, მაგრამ არ გვიპასუხეს

ვენეციის კომისიის წევრი დევის ქეი აცხადებს, რომ როდესაც რუსულ კანონზე დასკვნის პირველმა ვერსიამ ყველა საჭირო პროცესი გაიარა, გამოქვეყნებამდე ის გადაეგზავნა საქართველოს მთავრობას, თუმცა ოცნებამ კომისიას ამაზე არ უპასუხა. ამ თემაზე მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა. ქეის თქმით, ამის შემდეგ კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა. “როგორც კი მოსაზრება შემუშავდა, საბოლოო ვერსია გაეგზავნა [საქართველოს] მთავრობას კომენტარისთვის და რამდენადაც ჩემთვის […]

გრანტს შაპსი – ჩინეთი რუსეთს ლეტალურ დახმარებას უგზავნის

ჩინეთი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად ლეტალურ დახმარებას უგზავნის, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა განაცხადა. „დღეს შემიძლია გავამჟღავნო, რომ გვაქვს მტკიცებულება, რომ რუსეთი და ჩინეთი უკრაინაში გამოსაყენებლად საბრძოლო აღჭურვილობასთან დაკავშირებით თანამშრომლობენ. აშშ-სა და ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვას შეუძლია გამოავლინოს, რომ ლეტალური დახმარება ჩინეთიდან რუსეთში მიფრინავს“, – აღნიშნა შაპსმა. შაპსს მისი განცხადების გასამყარებლად […]

სენატორი მაკკონელი: „ქართული ოცნება” მზად არის მოაშთოს ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფება

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში რესპუბლიკელების უმცირესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა საქართველოს პარლამენტში სამი მოსმენით მიღებულ ე.წ. აგენტების კანონს „რუსული” უწოდა, „ქართული ოცნება” კი „მოსკოვისთვის ხელსაყრელ პარტიად” მოიხსენია. სენატში მაკკონელის გამოსვლის ტექსტი 22 მაისს, „ამერიკის ხმამ” გამოაქვეყნა. რესპუბლიკელი სენატორის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სწრაფვა ძალაუფლებისკენ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას განადგურებით ემუქრება და დემოკრატიულ ფუნდამენტს არყევს, მთავრობაზე კონტროლის განმტკიცების […]

Reuters – გერმანია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყებისთვის მზადაა

გერმანია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებისთვის მზადაა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ”ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: ვსაუბრობთ გაყინული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალზე და არა თავად აქტივებზე”, – განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ჰებესტრეიტმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. თავის მხრივ, გერმანიის ფინანსთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ გამოყენებული იქნება რუსეთის ფედერაციის აქტივებიდან მიღებული შემოსავალი, მაგრამ რუსეთის ფედერაციის […]

ვენეციის კომისიის წევრი: “ქართულ ოცნებას” დასკვნაზე კომენტარები ვთხოვეთ, მაგრამ არ გვიპასუხეს

ვენეციის კომისიამ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. 24-გვერდიან დასკვნაში დეტალურადაა განხილული ე. წ „უცხოეთის აგენტების კანონი“, მისი მიღების წინაპირობები, ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია და მისი მიზანშეწონილობა. ვენეციის კომისიამ საქართველოს მთავრობას კანონის უკან გაწვევის რეკომენდაცია მისცა, ვინაიდან მათი აზრით, ეს კანონი ბევრ, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების უფლებებს არღვევს. “ამერიკის ხმა” […]

რუსეთის დუმის დეპუტატი – ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება, შეიძლება, სასარგებლო იყოს ქვეყნისთვის

ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება შეიძლება სასარგებლო ნაბიჯი იყოს ქვეყნისთვის, რადგან ეს საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ცდილობს მათ პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა ჩამოართვას, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ანდრეი ლუგოვოიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი მტკიცებიით, საკამათო კანონის ქართული ვერსია უფრო ლოალურია უცხოელი […]

უკრაინის გენშტაბი – უკრაინელებმა რუსული “სუ-25” ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. გენშტაბის ცნობით, რუსული „სუ-25“ პოკროვსკის მიმართულებით ჩამოაგდეს. „პოკროვსკის მიმართულებით თავდასხმების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. მტერი მოიერიშე ჯგუფებისა და ტექნიკის გამოყენებით ცდილობს გაარღვიოს ჩვენი საბრძოლო განლაგება. არსებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული „სუ-25“ მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს“, – აცხადებენ გენშტაბში. […]

ენტონი ბლინკენი ამერიკული იარაღის რუსეთზე ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებაზე – უკრაინას მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება

აშშ-ს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით თავდასხმებისთვის მხარი არ დაუჭერია, მაგრამ უკრაინას საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ მაკკოლიმ განაცხადა, რომ რუსული ძალები მთელ არტილერიას და რაკეტებს პირდაპირ უკრაინის საზღვარზე ათავსებენ, რომელსაც შემდეგ უკრაინელებზე თავდასხმისთვის იყენებენ. ”თუმცა, თქვენმა ადმინისტრაციამ და […]

საფონოვი პსჟ-ში – რუსული მედია ისევ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს?

რუსულმა მედიამ მათი ფეხბურთელის ევროპის ტოპ-კლუბში მომავალი ტრანსფერის შესახებ გაავრცელა მორიგი ინფორმაცია, რომელიც, შესაძლოა, კვლავ არ შეეფერება სიმართლეს. „ჩემპიონატი“ ირწმუნება, რომ „კუბანისა“ და ნაკრების 25 წლის მეკარეს მატვეი საფონოვს პსჟ 20 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) შეიძენს. გამოცემის მტკიცებით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და პარიზულ კლუბს რუსი მეკარე იმისათვის დასჭირდა, რომ კეილორ ნავასი მალე გუნდს დატოვებს და […]

“ოცნების” სასარგებლო მავნებელი, რომელიც ციხეში უნდა დალპეს” – ლორთქიფანიძე –

როდის უნდა დამთავრდეს ამ კლოუნის ვიდეო-მიმართვები და ტელეხიდები ციხიდან?! გაუთიშეთ კამერა და ლაპარაკის უფლება მიეცით მხოლოდ თავისი დანაშაულების შესახებ! პოლიტიკური განცხადებებისთვის მიაწოდოთ ფანქარი და ქაღალდი! “ოცნების” სასარგებლო მავნებელი, რომელიც ციხეში უნდა დალპეს (პირდაპირი მნიშვნელობით არა, ეს სიტყვა ხანგრძლივ პატიმრობას ნიშნავს), შიგადაშიგ მაშველ რგოლებს ესვრის ბიძინა ივანიშვილს. მომდევნო არჩევნები არ უნდა იყოს ბრძოლა ნაცებსა და ქოცებს […]