SKY: პსჟ-ის კონკრეტიკა – 200+ მილიონი “კვარასა” და ოსიმენში

Sky-ის სატრანსფერო ექსპერტმა ფრანჩესკო მოდუნომ Sky Sport-ის ეთერში განაცხადა, რომ “ნაპოლის” გადაწყვეტილი აქვს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, “ნაპოლის” ვარსკვლავების – ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის ხელში ჩაგდება და კონკრეტულ წინადადებასაც ამზადებს. მოდუნოს მტკიცებით, პარიზული კლუბი ოსიმენის თანხმობის შემთხვევაში, მას 130 მილიონად გამოისყიდის (ნიგერიელის გადაბირებას აგრეთვე ჩელსი ცდილობს), ხოლო კვარაცხელიაში “ნაპოლის” პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს 100 […]

მაკკონელი ოცნებას მოსკოვის რჩეულ პარტიას უწოდებს, ამბობს, რომ კანონი უნდა გაიწვიონ

რესპუბლიკელი სენატორი და შეერთებული შტატების სენატში უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი სენატში განცხადების გაკეთების დროს საქართველოში არსებულ ვითარებას შეეხო და მწვავედ გააკრიტიკა ქვეყნის ხელისუფლება. მაკკონელის შეფასებით, ქართულ ოცნებას უნდა, რომ ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები ძალაუფლების კონსოლიდაციაში გაცვალოს. “საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობის ძალაუფლების მისია მხუთავ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებასა და არღვევს მისი დემოკრატიის საყრდენს. ხელისუფლებაში ძალაუფლების კონსოლიდაციის მცდელობისთვის […]

სენატის „რესპუბლიკელების“ ლიდერი „ოცნებას“ რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს

„საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს პუტინის ახირებების შესასრულებლად თავისი ხალხის ნების იგნორირების ფასი და შეწყვიტოს დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება“, — განაცხადა აშშ-ის სენატის „რესპუბლიკელების“ ლიდერმა მიჩ მაკკონელმა. რესპუბლიკელების ლიდერმა დემოკრატიის წინაშე არსებულ გლობალურ საფრთხეებზე, მათ შორის საქართველოში შექმნილ ვითარებაზე სენატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მან თქვა, რომ დასავლეთის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის გამოწვევა არ შემოიფარგლება მხოლოდ ტაივანის სრუტით […]

ლუკმანის ჰეთ-თრიკი – “ატალანტამ” აქამდე უძლეველ “ბაიერს” სძლია [VIDEO]

ევროპა ლიგის ფინალში „ატალანტამ“ „ბაიერი“ 3:0 დაამარცხა და გასპერინის გუნდმა ტიტული მოიპოვა. სამივე გოლი 26 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა ადემოლა ლუკმანმა გაიტანა. . ლუკმანი 1975 წლის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპა ლიგის და უეფას თასის ფინალში სამჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. . ტურნირზე იტალიურმა კლუბმა 1999 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. . შეწყდა ყველა ტურნირზე ლევერკუზენელთა წაუგებელი 51-მატჩიანი […]

“ბრძოლაში გმირულად დაეცა საქართველოს შვილი, ჩვენი ქისტი ძმა” – უკრაინაში სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთთან ბრძოლაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, მოხალისე, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველი მოხალისე, ვანო ნადირაძე აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, წარმოშობით ქისტი სერგო გორნაკაშვილი ხარკოვის მიმართულებით დაიღუპა. ბოლო რამდენიმე დღეა, რაც რუსეთმა ხარკოვის ოლქისა და უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით ინტენსიური შეტევები განაახლა. ვითარება ამ მიმართულებით დაძაბული რჩება. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც […]

“ამის მოწყობილი რევოლუციის დედა მოვ@@ან, სცენის “პალაჟენიას” რომ აკონტროლებს” – ვანო ნადირაძე

უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე აქვეყნებს ფოტოს და წერს: იცით რატომ გვაქვს დარხეული და ამდენი ხანი ერთ წრეზე რატომ ვტრიალებთ და რატომ გვაზიან ქოცები თავზე???? აი ამიტომ 👇!!!!! ამის მოწყობილი რევოლუციის დედა მოვ@@ან!!!! ამდენი გულანთებული და სამშობლოზე შეყვარებული ბავშვი მაზოხსტივით იცემება ყოვედღე, ეს წყვიტავს და ესააა ფეისკონტროლი ვინ უნდა ავიდეს სცენაზე და ვინ არა. […]

ამ ინფორმაციის გასაჯაროების ნამდვილად უნდა ეშინოდეთ – კობახიძე

ასეთი ინფორმაცია ბუნებაში ვერ იარსებებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ აბსოლუტურად სუფთად ეროვნული ინტერესების დასაცავად და ერთადერთი, რაც გვამოძრავებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ეს ერთი. და მეორე, რაც შეეხება ინფორმაციას გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით, როდის, როგორ იყო ჩართული გლობალური ომის პარტია საქართველოში მძიმე პროცესების განვითარებაში, ამაზე ნამდვილად გვაქვს ინფორმაცია და ამ ინფორმაციის გასაჯაროების ნამდვილად უნდა […]

26 მაისს თბილისში საპროტესტო მარში გაიმართება

მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა”, – ამ სახელწოდებით საპროტესტო მარში თბილისში, 26 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება. დემონსტრანტები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მარშით ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკისკენ გაემართებიან. მარშის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა, შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 1919 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წლის აღსანიშნავად, […]

ამერიკასაც და ევროკავშირსაც სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია – კობახიძე

პრემიერი ირაკლი კობახიძე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას აკეთებს. “…პირდაპირ შეიძლება ითქვას ერთი რამ, რომ ამერიკასაც და ევროკავშირსაც სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია. ეს შეიძლება ძალიან ცალსახად ითქვას. არის ძალიან სამწუხარო პროცესები და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები სამომავლოდ სასიკეთოდ შეიცვლება” , – ამბობს კობახიძე

დაუყოვნებლივ სანქციები იმ პირებს, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას – Freedom House

Freedom House- ი საქართველოსთან დაკავშირებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება. “ჩვენ სიამაყით ვუერთდებით მაკკეინისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტებს და მოვუწოდებთ აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დააწესონ სამოგზაურო შეზღუდვები და სანქციები იმ პირების მიმართ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატიულ განვითარებას,” – წერია განცხადებაში.