სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე“ გამოტანილ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული. „განმცხადებელი მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (დ) პუნქტის მიხედვით ჩიოდა, რომ მის მიმართ 2018 წლის 5 იანვრისა და 28 ივნისს გამოტანილი განაჩენი ეფუძნებოდა შეუმოწმებელ ჩვენებებს და სხვა […]

რუსებმა ხარკოვს С-300 რაკეტებით დაარტყეს – დაიღუპა 6 და დაშავდა 16 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვს 15-ჯერ მიაყენეს დარტყმა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე და ასევე ხარკოვის მერზე, იგორ ტერეხოვზე დაყრდნობით ავრცელებს. სინეგუბოვის თქმით, წინასწარი მონაცემებით, მტერმა შეტევა С-300 რაკეტებით განახორციელა. მისი ინფორმაციით, თავდასხმების სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. ამასთან, ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, ოკუპანტებმა […]

ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ბელარუსში გაემგზავრება

ვლადიმერ პუტინი დღეს ორდღიანი ვიზიტით ბელარუსში გაემგზავრება, – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ავრცელებს. პესკოვის ცნობით, ვლადიმერ პუტინი ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს დღეს საღამოს შეხვდება, ხოლო ოფიციალური ვიზიტი ხვალ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. „დღეს ორ პრეზიდენტს შორის კომუნიკაცია შედგება და ხვალ ოფიციალური ვიზიტისთვის მთელი დღე იქნება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მოსალოდნელია, MEGOBARI Act-ის ინიციატივა კონგრესში დღესვე წარადგინონ – ალექს რაუფოღლუ

Foreign Press USA-ს კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ აშშ-ის კონგრესიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა კონგრესს დღესვე წარედგინოს კანონპროექტი – MEGOBARI Act, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ შემუშავდა. “განახლება!!! მოსალოდნელია, რომ “საქართველოს სანქციების” ინიციატივა (MEGOBARI Act-ის კანონპროექტი) სავარაუდოდ, დღესვე იქნება წარდგენილი. მაცნობა კონგრესიდან წყარომ”, – წერს ის X-ზე. 20 მაისს გამოცემა “პოლიტიკომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ […]

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – გარდაცვლილია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული.

სასამართლოში გამოკითხვაზე SJC-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი შეტყობინებიდან 2 საათში დაიბარეს

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლინა ღვინიანიძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას ორგანიზაცია და თავად ღვინიანიძე ავრცელებენ. ღვინიანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქალაქო სასამართლოდან მას დღეს დაუკავშირდნენ და შეტყობინებიდან 2 საათში მისი გამოკითხვაზე გამოცხადება გონივრულ ვადად მიიჩნეს, შესაბამისად, არ შეცვალეს სხდომის დრო. “დღეს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლოს გზით გამოკითხვაზე არის დაბარებული, სოციალური სამართლოანობის […]

ვგეგმავთ, 10 000 ფილიალის მოცვას – Retain ყაზახეთის ბაზარზე შევიდა

საქართველოში ერთწლიანი ოპერირების შემდეგ, Retain-ი ყაზახეთის ბაზარზე შევიდა. ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Retain-ი, რომელიც ბაზარზე გასული წლის 15 მაისიდან ამოქმედდა, დღეს 2 500-ზე მეტ ფილიალშია წარმოდგენილი. ახლა, კომპანიის გეგმაა, რომ ყაზახეთში 10 000 ლოკაცია მოიცვას. ამის შესახებ BM.GE-სთან Retain-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი ლევან ჯაბუა საუბრობს. ” 2024 წლის 21 მაისიდან, ანუ საქართველოში ოპერირების დაწყებიდან 1 წელში […]

ბაზისბანკის მხარდაჭერით სავაჭრო ცენტრ იდეალის ახალი შოურუმი გაიხსნა

სავაჭრო ცენტრი იდეალი 20 წელია საქართველოში სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების ბაზრის ლიდერია და მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების, სააბაზანო ოთახის მოწყობისა და შენობის რემონტისთვის განკუთვნილი მოსაპირკეთებელი მასალების ფართო არჩევანს. ბაზისბანკის მხარდაჭერით და EBRD–ის Cash Back პროგრამის ფარგლებში, იდეალის ბრენდის ქვეშ, კახეთის გზატკეცილი 83ა-ში, ახალი შოურუმი გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლების მრავალფეროვანი პროდუქცია. სავაჭრო ცენტრ […]

იაგო ხვიჩია – „გლობალური ომის პარტია“ არის ნიანგი, რომელიც იმიტომ არ არის თავისუფლების მოედანზე, რომ „ქოცები“ ჯოხს უქნევენ და აფრთხობენ – ამას გვეუბნებიან და დავიჯერებთ თუ არა, ჩვენი გადასაწყვეტია

„გლობალური ომის პარტია“ არის ნიანგი, რომელიც იმიტომ არ არის თავისუფლების მოედანზე, რომ „ქოცები“ ჯოხს უქნევენ და აფრთხობენ – ამას გვეუბნებიან და დავიჯერებთ თუ არა, ჩვენი გადასაწყვეტია, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, “ქართული ოცნება” ხალხს ეუბნება, რომ საქართველო ომში იმიტომ არაა ჩათრეული, რომ თავად არიან ხელისუფლებაში. „ადამიანი მდინარესთან რომ ზის, […]

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ბათუმისა და ქობულეთის კლინიკებში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. თვითმხილველების ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე […]