ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ბელარუსში გაემგზავრება

ვლადიმერ პუტინი დღეს ორდღიანი ვიზიტით ბელარუსში გაემგზავრება, – ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ავრცელებს.
პესკოვის ცნობით, ვლადიმერ პუტინი ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს დღეს საღამოს შეხვდება, ხოლო ოფიციალური ვიზიტი ხვალ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„დღეს ორ პრეზიდენტს შორის კომუნიკაცია შედგება და ხვალ ოფიციალური ვიზიტისთვის მთელი დღე იქნება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში