გიორგი ბარამიძე ვაშინგტონში, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეს, კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე ვაშინგტონში, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეს, კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გიორგი ბარამიძემ მაიკ ტერნერს მადლობა გადაუხადა აქტიური მხარდამჭერისთვის. „მათ ისაუბრეს შემდგომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საკითხებზე, რომელიც ჩატარდება 24-27 მაისს ბულგარეთში და სადაც მოლოდინი არის, რომ საუბარი იქნება ე.წ უცხოელ […]

გიგი წერეთელი ირაკლი შოთაძის გადადგომაზე – ხელისუფლების რღვევის პროცესი გაგრძელდება და საბოლოოდ დემოკრატიული ცვლილებით დასრულდება

“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება. გიგი წერეთლის თქმით, ამ ვითარებაში ისეთი საკვანძო ფიგურის მიერ პოსტის დატოვება, როგორიც გენერალური პროკურორია, მიუთითებს ხელისუფლებაში დაწყებულ რღვევის პროცესზე. „საზოგადოების მძაფრი პროტესტი მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ფაქტორია და ასევე ის საგარეო ვითარება, რომელიც შექმნა ხელისუფლების აბსოლუტურად უგუნურმა და დამაზიანებელმა ნაბიჯებმა. არსებული პოლიტიკის წინააღმდეგ ეს […]

ევროსასამართლომ სააკაშვილის საქმეებზე არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 23 მაისს, გამოაქვეყნა. ექსპრეზიდენტს საქართველოს სასამართლოებში მის მიმართ გამოტანილი ორი განაჩენის შესახებ ჰქონდა შეტანილი განაცხადი სტრასბურგში. ეს ეხებოდა დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულთა შეწყალების საქმეებს. · ევროსასამართლომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის […]

ინვესტორი, რომელმაც ყულევში ნავთობგადამმუშავებელი საწარმო 7 წელი ვერ ააშენა, $20 მლნ-ის ჯარიმისგან გაათავისუფლეს

სახელმწიფომ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე პასუხისმგებელი ინვესტორი “ფაზის ოილი”, რომელმაც ვალდებულებები ვერ შეასრულა, 20 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმისგან გაათავისუფლა. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის 13 მარტს გამოცემული დადგენილების საფუძველზე კომპანიას ჯარიმა ჩამოეწერა. ქონების ეროვნული სააგენტო ჯარიმის ჩამოწერის მიზეზებზე არ საუბრობს, მთავრობის დადგენილება კი საჯარო არ არის. “ფაზის ოილს” სოფელ ყულევში ნავთობგადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობაზე სახელმწიფოსთან […]

ვგეგმავთ, 10 000 ლოკაციის მოცვას – Retain ყაზახეთის ბაზარზე შევიდა

საქართველოში ერთწლიანი ოპერირების შემდეგ, Retain-ი ყაზახეთის ბაზარზე შევიდა. ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Retain-ი, რომელიც ბაზარზე გასული წლის 15 მაისიდან ამოქმედდა, დღეს 2 500-ზე მეტ ფილიალშია წარმოდგენილი. ახლა, კომპანიის გეგმაა, რომ ყაზახეთში 10 000 ლოკაცია მოიცვას. ამის შესახებ BM.GE-სთან Retain-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი ლევან ჯაბუა საუბრობს. ” 2024 წლის 21 მაისიდან, ანუ საქართველოში ოპერირების დაწყებიდან 1 წელში […]

ონში კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს – პროექტი 4,2 მლნ ლარი ჯდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარატამენტის ინფორმაციით, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფის სამუშაოები 5 მდებარეობაზე პარალელურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 5 სხვადასხვა მდებარეობაზე (კმ106.6-კმ109, კმ109.5, კმ114, კმ119, კმ125) ეწყობა ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამბა, ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები და ბეტონის კედელი. ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე უკვე დასრულდა […]

„ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობდა დაებლოკა 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრის პროექტი“ – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე, 9 კილომეტრიანი გვირაბის გაჭრის პროექტის დაბლოკვას ცდილობდა. როგორც მან გადაცემა „გადაწყვეტილებაში“ აღნიშნა, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ვინ ბლოკავდა ეკონომიკურ პროექტს, დონორსაც გაუჭირდება ასეთი აქტივობების დაფინანსება და თვითონ ორგანიზაციაც უფრო მეტად გაუფრთხილდება დონორის ინტერესებს. „მე დარწმუნებული ვარ გაირკვევა გამჭვირვალობის საფუძველზე, როდესაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობდა დაებლოკა […]

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (EUHCR) საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. სააკაშვილმა EUHCR-ში საჩივარი ვალერი გელაშვილის და სანდრო გვირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით შეიტანა. “სასამართლო მის ხელთ არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალების გათვალისწინებით (კერძოდ, ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოცემული განსჯის საფუძველზე) ადგენს, რომ ხელისუფლების გულწრფელი სურვილი იყო, რომ აპლიკანტი მისი დანაშაულების გამო გაესამართლებინათ და, საპირისპიროსთვის არასაკმარისი მტკიცებულებების […]

გრანტ შაფსი: ნეიტრალური ევროპული ქვეყნები NATO-ს უნდა შეუერთდნენ

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაფსმა ლონდონში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთიდან მომავალი საფრთხის ფონზე ნეიტრალიტეტის ადგილი არაა და ნეიტრალური ქვეყნები, რომლებიც NATO-ს თვდაცვის ქოლგით სარგებლობენ ალიანსის წევრები უნდა გახდნენ. გრანტ შაფსის თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც NATO-ს წევრები არ არიან, მაგალითად ირლანდია, მალტა, ავსტრია ან შვეიცარია, ალიანსს უნდა შეუერთდნენ. შაფსმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი […]

გამოქვეყნებამდე ოცნებამ დასკვნის კომენტარზე უარი გვითხრა – ვენეციის კომისიის წევრი

ამერიკის ხმა ვენეციის კომისიის წევრის, დევიდ ქეის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც რუსულ კანონთან დაკავშირებული დასკვნის თანაავტორი აცხადებს, რომ დასკვნაზე, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მტკიცე რეკომენდაციას აძლევს, გაიწვიოს რუსული კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით, ქართულმა ოცნებამ კომისიას კომენტარები არ გაუგზავნა. “პროცესი ასეთია – ჯერ ხდება დასკვნის პირველი ვერსიის დაწერა, შემდეგ მას ეთანხმება ყველა, ვინც საჭიროა, რომ დაჩქარებული მოსაზრების დროს […]