იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე, „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ბრიფინგზე გამოეხმაურა. „სრულად გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ“, – ასე შეაფასა ბრეგაძემ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქართული სასამართლოს განაჩენით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის ვალერი გელაშვილის სასტიკი ცემისა და გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეებზე. მას მისჯილი აქვს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა. „მსჯავრდებული არ ეთანხმებოდა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას […]

ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს “სადამსჯელო” სამხედრო წვრთნები დაიწყო

ჩინეთმა ტაივანის სიახლოვეს ორდღიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, რაც ჩინური მხარის თქმით, “ძლიერი სასჯელია” ტაივანის “სეპარატისტული ქმედებებისთვის”. მანამდე, სამი დღით ადრე, ტაივანის ახლად არჩეული პრეზიდენტის ლაი ჩინგ-ტეს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომელმაც ჩინეთს მოუწოდა, რომ ტაივანის მიმართ მუქარა შეწყვიტოს და გაითავისოს ის ფაქტი, რომ ტაივანში დემოკრატია არსებობს. თავის მხრივ, ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ ჩინეთის ქმედებები დაგმო და სამხედრო […]

“ამას ნიშნავს ამ კრიზისში შოთაძის გადადგომა… არაფერს სხვას”– ჩერგოლეიშვილი

ვისაც წაგებული მთავრობის პროკურორობის ძალის სჯერა და ფიქრობს რომ შოთაძე ამიტომ მოხსნეს, რომ ახალი ვადით წაგების მერეც იყოლიონ თავისი, ანალიზთან მწყრალადაა. ბიძინამ თუ წააგო, პირობითი “შოთაძე” გინდ ყოლია გინდ არა. პ.ს. ირღვევა, და მაგას ნიშნავს ამ კრიზისში შოთაძის გადადგომა. არაფერს სხვას. ყველა უნდა მიყვეს, ვისაც საკუთარი ოჯახი უყვარს.

ბლინკენის ინიციატივით, აშშ-მ უკრაინა რუსეთის საზღვრებს მიღმა იერიშებში არ უნდა შეზღუდოს – NYT

მას შემდეგ, რაც აშშ-მ უკრაინისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდება დაიწყო, უკრაინის მხარეს ამ საბრძოლო მასალების გამოყენებაზე ჰქონდა შეზღუდვა, რომ უკრაინა მათი გამოყენებით რუსეთის საზღვრებს შიგნით იერიშებს არ მიიტანდა. თუმცა, გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, ამ პოლიტიკის შეცვლის შესახებ ამჟამად ბაიდენის ადმინისტრაციაში მსჯელობა მიმდინარეობს, რომელიც ინიციატორიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტია. გამოცემის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის წინადადებით, […]

სროლა შარდენზე – დაჭრილია ერთი ადამიანი

თბილისში, ბამბის რიგის ქუჩაზე სროლა იყო. ადგილზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. მედიის ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ობიექტში შესული კლიენტი ობიექტის თანამშრომელს დაუპირისპირდა. სავარაუდოდ, ფხიზელ მდგომარეობაში არ იყო. დაპირისპირების შემდეგ მან მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღით უმისამართოთ ისროლა, ტყვია კი გამვლელს მოხვდა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროსი ოფიციალურად არ ადასტურებენ.

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია! [VIDEO]

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, საქართველოს სახელით ტატამზე გურამ თუშიშვილი (+100 კილოგრამი), სოფიო სომხიშვილი (+78 კილოგრამი) და საბა ინანეიშვილი (+100 კილოგრამი) წარსდგნენ, მათგან ფინალურ ბლოკში გურამ თუშიშვილს ვიხილავთ, ქართველი ძიუდოისტი ტურნირის ფინალში იჭიდავებს. გურამმა მეორე წრეში თურქი თათაროღლუ დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს ტამირლან ბაშაევს აჯობა, გურამმა ნახევარფინალში უზბეკი ალიშერ […]

რას უნდა ველოდოთ ახალი საარჩევნო სისტემისგან – ინტერვიუ პოლიტოლოგ ლევან კახიშვილთან – Netgazeti • რუსული კანონი • Netgazeti.ge

რას შეცვლის არჩევნების პროპორციული სისტემა, რომლითაც 2024 წელს საქართველოში პირველად ჩატარდება არჩევნები, რომელი პოლიტიკური ძალისთვის იქნება ხელსაყრელი ის და რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს წინასაარჩევნოდ – ამ თემებზე „ნეტგაზეთი” ესაუბრა პოლიტოლოგ ლევან კახიშვილს: რა ტიპის საარჩევნო სისტემა ექნება ქვეყანას 2024 წელს? 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისი არსით არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და უტოლდება 2012 წლის არჩევნების […]

მინისტრი – სახელმწიფოს, რომელსაც აქვს რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რომელიც, ყველაფრის მიუხედავად, მიიწევს წინ ნატო-სა და ევროკავშირისკენ, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ლეგიტიმური გზებით მოაგროვოს ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული უცხოური გავლენის შესახებ

სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების ნაწილიც არის ოკუპირებული, რომელსაც აქვს რთული გეოპოლიტიკური ვითარება და რომელიც, ამ ყველაფრის მიუხედავად, მიიწევს წინ ნატო-სა და ევროკავშირისკენ, ნამდვილად უნდა ჰქონდეს იმის ლეგიტიმური შესაძლებლობა, რომ ლეგიტიმური გზებით მოაგროვოს ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული უცხოური გავლენის შესახებ და გაუზიაროს საზოგადოებას,- ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და შესაძლო საერთაშორისო […]

რატი ბრეგაძე – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელი დასტურია, რომ სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება ევროპული სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა – სიცრუის ბრძოლა სიმართლის გამარჯვებით დასრულდა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით. როგორც რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია და ბრალდება, თითქოს, სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა, იმდენად დაუსაბუთებლად ჩათვალა, რომ დაუშვებლად გამოაცხადა და არსებითად […]

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გენერალური პროკურორის პოსტზე მისი კანდიდატურა “დღის წესრიგში არ დგას”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გენერალური პროკურორობის კანდიდატად მისი დასახელების საკითხი “დღის წესრიგში არ დგას”. მისივე თქმით, გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი დღეს “თავსებადია სტანდარტებთან, დასკვნა ვენეციის კომისიასაც აქვს დაწერილი და ამ მოდელის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ნიშნავს თავის დროზე კონკრეტული დასკვნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას”. “კომიკური იყო, როდესაც მივიღეთ შემოთავაზება, რომ 6 […]