„აგარის შაქარმა“ მუშაობა განაახლა

“აგარის შაქრის” ქარხანამ მუშაობა განაახლა – ამის შესახებ ‘’ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრმა ნიკოლოზ ნათბილაძემ განაცხადა. კომპანია საწარმოო პროცესის დაწყებას კომპანია აპრილში ვარაუდობდა, თუმცა პროცესმა მცირე ხნით გადაიწია. ამ ეტაპზე კომპანიის მიერ წარმოების შეჩერება გეგმურ რემონტს უკავშირდებოდა, რომელიც ქარხანაში მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ვრცლად bp.ge

შარდენზე სროლა იყო – დაკავებულია 1 პირი

თბილისში, შარდენზე, ცოტა ხნის წინ, სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ერთს პირს დაუპირისპირდა, რა დროსაც იარაღიდან გაისროლა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, “სროლის შედეგად, ანასხლეტებით ორი ადამიანი დაიჭრა”. მამაკაცი, რომელმაც იარაღიდან გასროლა განახორციელა, პოლიციამ უკვე დააკავა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, ასევე, 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას […]

რაჭაში მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

რაჭაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარასთან მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, შემთხვევის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. მიკროავტობუსი, რომელიც გზიდან გადავარდა, ამბროლაური-თბილისის სამარშრუტო ხაზე მუშაობდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების შესახებ კითხვაზე – როცა მოვა დრო, აუცილებლად დაბრუნდება

როცა მოვა დრო, აუცილებლად დაბრუნდება, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კითხვას, იგეგმება თუ არა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა. ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი ციხეში აუცილებლად დაბრუნდება. „მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, შესაბამისად, ისიც აუცილებლად დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც იყო, ან სხვაგან”,- განაცხადა ბრეგაძემ.

ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე იენის უნივერსიტეტის პროფესორს თსუ-ის საპატიო დოქტორის დიპლომი გადასცა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა, ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა – დიგიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო განათლებასა და მეცნიერებაში“ გახსნა, რომელშიც თსუ მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან მონაწილეობენ. მათივე ცნობით, თანამედროვე მიღწევებსა და საერთაშორისო ტენდენციებზე ტრანსლაციურ ბიომედიცინაში დიგიტალიზაციასა და ხელოვნურ ინტელექტზე გამოჩენილი უცხოელი და ქართველი მედიკოსები თსუ-ში […]

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება გირგვლიანის გარდაცვალებისა და გელაშვილზე თავდასხმის საქმეებზე სამართლიანი და სათანადო მტკიცებულებებით იყო გამყარებული

2024 წლის 23 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულება სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებისა და პარლამენტარ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის სისხლის სამართლის საქმეებზე იყო სამართლიანი, სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული და არ ისახავდა მიზნად მისი პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორებას, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. […]

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით თბილისის ილორის ეკლესიაში პარაკლისი აღევლინა

მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით თბილისის ილორის ეკლესიაში პარაკლისი აღევლინა. პარაკლისი წალკელმა ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა (კაცია) პარაკლისი გადაიხადა. აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ. 2014 წელს სრულიად […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა საჯარო ლექცია ჩაატარა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, სტუ-ის საპატიო დოქტორმა ვილჰელმ ჰაუზერმა საჯარო ლექცია – “ეკონომიკური დანაშაული”, გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საჯარო ლექციას დაესწრნენ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. საჯარო ლექციის – „ეკონომიკური დანაშაული“, ფარგლებში პროფესორმა ვილჰემ ჰაუზერმა, გერმანიის საკანონმდებლო ბაზაზე […]

ხატია დეკანოიძე – ენტონი ბლინკენის განცხადება ნიშნავს იმას, თუ ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევს, რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება – ამით საქართველო ზარალდება

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დაძლევს, რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება. დეკანოიძის თქმით, აღნიშნულით „უპირველესად, საქართველო ზარალდება” და ეს ყველაფერი “ქართული ოცნების” და ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება. „ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად მთელი საერთაშორისო ცივილიზებული სამყარო მიუთითებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, […]

რუსეთში 77 წლის ფიზიკოსს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – დეტალები

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ 21 მაისს 77 წლის რუს ფიზიკოსს, ანატოლი მასლოვს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14-წლით პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ის დამნაშავედ სახელმწიფოს ღალატში ცნო. ბრალდების მტკიცებით, მასლოვმა რუსული ჰიპერბგერითი იარაღის შესახებ სახელმწიფო საიდუმლოები ინფორმაცია უცხოეთში გაამჟღავნა. თუმცა, სამეცნიერო ჟურნალმა T-Invariant-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ მეცნიერის დაკავება უკავშირდება მის მონაწილეობას ევროკავშირის ჰიპერბგერითი იარაღის კვლევის პროექტში, რომელიც მიზნად […]