მაგომედ დაუდოვი კადიროვის ვაჟმა შეცვალა კლუბ “ახმატის” პრეზიდენტის პოსტზე

მაგომედ დაუდოვი, რომელსაც ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრედ მიიჩნევდნენ, გადადგა გროზნოს საფეხბურთო კლუბ „ახმატის“ (გროზნო) პრეზიდენტის პოსტიდან, რომელიც მას 13 წლის განმავლობაში ეკავა 2011 წლიდან. გასულ კვირაში მან ასევე დატოვა რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. დაუდოვმა კლუბიდან წასვლის შესახებ ტელეგრამის არხზე გამოაცხადა – მან ხაზი გაუსვა, რომ გადადგომის მიუხედავად ის „განზე არ დგას“ და […]
რუსეთის თათრეთის რესპუბლიკა კვლავ დრონების სამიზნე გახდა
რუსული ტელეგრამ-არხები კვლავ ავრცელებენ ცნობებს, რომ თათრეთის რესპუბლიკა დრონების სამიზნე გახდა. როგორც ტელეგრამ-არხი BAZA წერს თათრეთის ქალაქ ნიჟნეკამსკში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ჩამოაგდო ერთი დრონი, მეორე უპილოტო საფრენმა აპარატმა კი გაინულინის ქუჩის მიმართულებით წინსვლა გააგრძელა. მათივე ცნობით, დრონების თავდასხმის გამო ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა ტანეკომ, ორგსინთეზმა და ტაიფმა ევაკუაცია გამოაცხადეს. ასევე დროებით დაიხურა ნიჟნეკამსკისა და ყაზანის აეროპორტები. ტელეგრამ-არხი SHOT-ის […]
EU-სთან თანამშრომლობით მუშაობისთვის რუსეთში 77 წლის ფიზიკოსს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ 21 მაისს 77 წლის რუს ფიზიკოსს, ანატოლი მასლოვს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ ის დამნაშავედ სახელმწიფოს ღალატში ცნო. ბრალდების მტკიცებით, მასლოვმა რუსული ჰიპერბგერითი იარაღის შესახებ სახელმწიფო საიდუმლოები ინფორმაცია უცხოეთში გაამჟღავნა. თუმცა, სამეცნიერო ჟურნალმა T-Invariant-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ მეცნიერის დაკავება უკავშირდება მის მონაწილეობას ევროკავშირის ჰიპერბგერითი იარაღის კვლევის პროექტში, რომელიც მიზნად […]
ეროვნული ბანკი წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთის 7.8%-მდე, 2025 წლისთვის კი 7.2%-მდე შემცირებას ელის

2024 წლის მეოთხე კვარტალში რეფინანსირების განაკვეთის დონის 7.8%-მდე შემცირება არის მოსალოდნელი. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში წერია. „ინფლაციის შემცირებულმა მოლოდინებმა, გარკვეულწილად, წლის დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია დააჩქარა. თუმცა, ბოლო პერიოდში გამოკვეთილი რისკების ფონზე, 22 მაისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია შერბილების მხოლოდ ნელი ტემპით გაგრძელება და განაკვეთი 0.25 პპ-ით, 8%-მდე […]
რატი ბრეგაძე – თავი შეიკავოთ პოლიტიკური განცხადებებისგან, რაც მართლმსაჯულებას შეეხება – არაერთხელ დადასტურდა, რომ ყველა მოქმედება სააკაშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან კორექტული იყო

მინდა ყველას მოვუწოდო, თავი შეიკავოთ პოლიტიკური განცხადებებისგან, რაც მართლმსაჯულებას შეეხება. არაერთხელ დადასტურდა, რომ ყველა მოქმედება სააკაშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან კორექტული იყო,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრის თქმით, “ფარას” საშუალებით ვნახეთ, რომ კამპანია, რომელიც წარმოებდა სააკაშვილის გასათავისუფლებლად, დიდი ოდენობის თანხებით იყო დაფინანსებული. “რაც შეეხება კითხვას, თუ რას ვუპასუხებთ ნებისმიერ ოპონენტს, რომელიც ცდილობდა […]
იუსტიციის მინისტრი – სააკაშვილთან დაკავშირებული რამდენიმე მილიონდოლარიანი კამპანია წარმოებდა და ალბათ, წარმოებს კიდეც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ – ეს ყველაფერი ფაქტებით დადასტურდა!

რამდენიმე მილიონდოლარიანი კამპანია წარმოებდა და ალბათ, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებს კიდეც, რაც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდა – ეს ყველაფერი ფაქტებით დადასტურდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისივე მტკიცებით, როდესაც მათ მყარი სამართლებრივი არგუმენტები აქვთ, მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ და მხოლოდ „პოლიტიკურ აღქმებს უპირისპირებს“. „რამდენიმე მილიონდოლარიანი კამპანია წარმოებდა და ალბათ, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებს […]
იუსტიციის მინისტრი ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან პოლიტიკური მიზეზით გადადგომაზე დასმულ კითხვაზე – არ არსებობს ასეთი მიზეზი და რატომ გინდათ პოლიტიკაზე საუბარი?!

რაც შეეხება შოთაძის გადადგომის ფაქტს, ბატონმა ირაკლიმ, თავად გააკეთა განცხადება, რომ მისი გადადგომა უკავშირდება ჯანმრთელობის მდგომარეობას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, გენერალური პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძის გადადგომის შესახებ. ბრეგაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ირაკლი შოთაძეს პოსტის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევს. „აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ბატონი ირაკლი არის ერთ-ერთი […]
წელს თხილის წარმოების სუბსიდირებისთვის ₾20 მლნ გამოიყოფა – სამინისტრო

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2024 წელსაც გაგრძელდება და თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან ₾20 მილიონი გამოიყოფა – ამის შესახებ დღეს პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი კაპანაძემ ისაუბრა. “თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამისთვის წელს, სუბსიდირების სახით, 20 მილიონი ლარია დაგეგმილი. მოსავლიანობა გვაჩვენებს, რა შედეგს გამოიღებს […]
ინოვაცია და გერმანული ხარისხი – როგორ იქცა Bayer უმსხვილეს კორპორაციად?

„ჯანმრთელობა ყველას, შიმშილი არავის“ – ასეთია უმსხვილესი ფარმაცევტული და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის, Bayer-ის მისია, რომლითაც ის უკვე საუკუნეზე მეტია მოქმედებს. მართლაც, მის მიერ შექმნილი პროდუქტებით Bayer-მა უდიდესი წვლილი შეიტანა ფარმაციისა და სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაში და არაერთხელ მოუტანა კაცობრიობას სასიკეთო ცვლილებები. დღემდე Bayer იმ მწარმოებელთა მოწინავე რიგებშია, რომლებიც მსოფლიოში არსებული გამოწვევების დაძლევას მეცნიერებითა და […]
ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სპეკულაციების საგანი გახდეს, თუმცა, ეს არ მიკვირს
ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სპეკულაციების საგანი გახდეს, თუმცა, ეს არ მიკვირს უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სპეკულაციების საგანი გახდეს, თუმცა, არ მიკვირს ეს. მე ჩემს განცხადებაში საკმაოდ დეტალურად ავხსენი, თუ რა იყო ჩემი გადადგომის მიზეზი, – ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, […]