თამარ ჩუგოშვილი – „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მოგმართავთ – ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს! – ნუ დატოვებთ ქვეყანას რუსეთისა და ირანის ამარა

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს, განსაკუთრებით, ყოფილ კოლეგებს მინდა მოგმართოთ: – ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს! ახლა ქვეყნის ბედიც და თქვენი პირადი მომავალიც მხოლოდ თქვენს ხელთაა – ნუ დატოვებთ ქვეყანას რუსეთისა და ირანის ამარა, – ასე მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი. ჩუგოშვილი მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს. „ქართული ოცნების” დეპუტატებს, […]
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორ მატეო მეკაჩის შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორ მატეო მეკაჩის შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. საუბარი შეეხო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. “შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობა. შალვა პაპუაშვილმა მატეო მეკაჩის მადლობა გადაუხადა ეუთო/ოდირის მიერ სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას არ აქვს შესაძლებლობა, გაანადგუროს ტერორისტების რაკეტების გამშვებები ჩვენს საზღვრებთან ახლოს და ეს არის სისუსტე – არა ჩვენი, არამედ მსოფლიოსი

რუსი ტერორისტები სარგებლობენ იმით, რომ უკრაინა ჯერ კიდევ მოკლებულია საჰაერო თავდაცვის სისტემებით საკმარისად დაცვას და საიმედო შესაძლებლობას, გაანადგუროს ტერორისტების გამშვები დანადგარები ზუსტად იქ, სადაც მდებარეობს – ჩვენს საზღვრებთან ახლოს და ეს არის სისუსტე, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებულ სარაკეტო შეტევას. მისი თქმით, ესაა არა უკრაინის, არამედ მსოფლიოს სისუსტე, […]
საქართველოში მარკეტინგული ღონისძიება – COPY BREAK გაიმართება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით, 24 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, G კორპუსის 106-ე აუდიტორიაში, ღონისძიება Copy Break –„ქოფირაითინგული“ შესვენება გაიმართება. ვინაიდან, „ქოფირაითინგი“ ქართულ ბაზარზე ახლახან შემოსული ცნებაა. პროექტის მიზანია, დაინტერესებულ აუდიტორიას გააცნოს მარკეტინგისა და პიარის ეს კონკრეტული მიმართულება, წარმოაჩინოს მისი მნიშვნელობა კრეატიულ ინდუსტრიებსა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში, კერძოდ, სარეკლამო რგოლების […]
ლევან ხაბეიშვილი – ჩვენს ყველა მეგობარს, სტრატეგიულ პარტნიორს აწუხებს საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური დამოკიდებულება

ლატვიელი ევროპარლამენტარი ანსის პუპოლსი ჩვენი ქვეყნის გულმხურვალე მხარდამჭერია. ჩვენი შეხვედრის დიდი ნაწილი შეეხებოდა საქართველოს ხელისუფლებაზე კრემლის გავლენას. ამ ადამიანს, ისევე როგორც სხვა პარტნიორებს, წუხილი აქვთ ხელისუფლების ანტიდასავლური საქმიანობის გამო, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც ლატვიელ ევროპარლამენტარ ანსის პუპოლსის შეხვდა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ჩვენს ყველა მეგობარს, სტრატეგიულ პარტნიორს აწუხებს საქართველოს […]
“ოცნების დეპუტატებო, თქვენ გეუბნებიან, რომ სანქციები არ იქნება, ეს ტყუილია” – ჩუგოშვილი ყოფილ თანაგუნდელებს

“ოცნების” ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ყოფილ კოლეგებს და ამჟამინდელი პარლამენტის წევრებს მიმართავს: ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს. ქართული ოცნების დეპუტატებს, განსაკუთრებით, ყოფილ კოლეგებს მინდა მოგმართოთ. ვეტოს დაძლევა გამოიწვევს ქვეყნის იზოლირებას დასავლური სამყაროსგან და ამასთან კატასტროფულ ეკონომიკურ შედეგებს დროთა განმავლობაში. არც ის მახარებს, რომ თქვენ და თქვენს ოჯახებს პერსონალურ ფინანსურ სანქციებს მოგიტანთ. თქვენ ახლა გეუბნებიან, რომ არაფერი […]
ოცნების დეპუტატებო, გადაირჩინეთ თავი – თამარ ხულორდავა ყოფილ თანაგუნდელებს

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, თამარ ხულორდავა: წარმოუდგენელი რამ ხდება ჩვენს თავს. უკვე სრულიად ცხადია რომ ევროკავშირი და ლურჯი დროშები მხოლოდ ფასადია ხელისუფლებისთვის. ეს მეთოდები, ეს დაპირისპირების თესვა და ბოღმის ნთხევა შეუსაბამოა ყველაფერ იმასთან რაც გვინდა ჩვენი შვილებისთვის და რაც გვევალება კონსტიტუციით. ვალდებულად ვთვლი თავს ისევ ვუთხრა, ვთხოვო, მოვთხოვო, შევეხვეწო ქართული ოცნების დეპუტატებს, გადაირჩინონ თავიც და […]
რაჭაში მიკროავტობუსის ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ამბროლაური-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა. ტაბულას ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.
Korean Air საქართველოს მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სეზონური ჩარტერული ფრენები დაინიშნა. ავიაკომპანია Korean Air-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, პირველი ფრენა ინჩეონსა და თბილისს შორის 22 მაისს შესრულდა, ხოლო შემდეგი ორი ფრენა 5 და 20 ივნისს შესრულდება. აღსანიშნავია, რომ Korean Air-მა საქართველოს მიმართულებით არარეგულარული რეისები 2018 და 2019 წლებშიც შეასრულა. საქართველოს სამოქალაქო […]
კადიროვის 18 წლის შვილი სპორტის მინისტრი და საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი გახდა

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 18 წლის შვილი, ახმატ კადიროვი საფეხბურთო კლუბ “ახმატის” პრეზიდენტად დაინიშნა. ორი დღის წინ ის რეგიონის სპორტის მინისტრი გახდა. ახმატ კადიროვი რამზან კადიროვის უფროსი ვაჟია. მანამდე ის სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. საფეხბურთო კლუბ “ახმატის” პრეზიდენტის თანამდებობა ბოლო 13 წლის განმავლობაში კადიროვის ახლოს წრის წარმომადგენელს, მაგომედ დაუდოვს ეკავა. 15 მაისს დაუდოვმა ჩეჩნეთის […]