“გამაოგნებელია, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ” – პაპუაშვილი კობახიძის განცხადებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ მკვლელობის მცდელობით დაემუქრნენ. პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს გამაოგნებელია და დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. “პრემიერმინისტრმა მაცნობა ამის შესახებ. გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა, ნებისმიერ შემთხვევაში რაიმე კონტექსტში ამ ფაქტის ხსენება. დამატებით კომენტარებს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ”, – თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

ნაცვლიშვილი: კობახიძის განცხადება არის გამიზნული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაცია

ის, რასაც კობახიძე აკეთებს არის ძალიან სტრუქტურირებული, გამიზნული, კარგად მოფიქრებული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაცია, რომელიც იმდენად აბსურდულია, რომ, შესაძლებელია, ადამიანებს სიცილისკენ, ან სამედიცინო ჟანრისკენ უბიძგოს. თუმცა, მინდა გაგაფრთხილოთ, ეს არის რუსული დეზინფორმაცია, რომელიც წარმოუდგენელ ბოდვად და აბსურდად ჩანს, მაგრამ მას აქვს ძალიან შორს მიმავალი, მავნებლური მიზნები ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში. კრემლის დეზინფორმაციის გამავრცელებელი და პროპაგანდისტი კობახიძეს მოუწევს […]

კობახიძის თქმით, ერთ-ერთი ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით დაემუქრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა. მისი განცხადებით, ეს უკავშირდება „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ მოსალოდნელ ზომებს. კობახიძე აღნიშნავს, რომ მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ. „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი […]

“საუბრობდნენ თითქოს ფრანგული კანონი მიმართულია ჩინეთის, რუსეთის წინააღმდეგ და არ ეხება მის მეგობრებს, მაგრამ…” – სოზარ სუზარი

პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან საუბარში განაცხადა: „ფრანგული კანონი, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობას ეხება, ქართული კანონისგან განსხვავებით ვრცელდება ნებისმიერ პირზე, როგორც ფიზიკურზე, ისე იურიდიულზე ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დარღვევისთვის, ეს არის 5 წლამდე ციხე, ითვალისწინებს მილიონ ევრომდე ჯარიმას და ითვალისწინებს სრულ დაბლოკვას ყველანაირი ანგარიშის. ბევრს საუბრობდნენ იმაზე, თითქოს ფრანგული კანონი მიმართულია ჩინეთის, რუსეთის […]

“მაკრონი ამბობს, რომ საფრანგეთი აშშ-ის ვასალი არ იქნება და კითხვას არავინ უსვამს…” – ვისი ვასალი (არ) უნდა იყოს მაჭარაშვილს?

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, განაცხადა: როდესაც საფრანგეთში ანალოგიური კანონი უფრო მკაცრი სანქციებით განიხილება და არავინ ეუბნება, თუ რატომ იღებენ რუსულ კანონს საფრანგეთში, მაშინ როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანა აშშ-ის ვასალი არ იქნება და კითხვას არავინ უსვამს, თუ რატომ ამბობს ამას, ეს არის რეალური ორმაგი სტანდარტი. სხვათა შორის, ხალხი ამას ხედავს არამარტო […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7268 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7268 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7268 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7259 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9578 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9546 ლარს შეადგენდა. […]

საფრანგეთის სენატმა „უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის“ კანონპროექტი მიიღო – დეტალები

საფრანგეთის სენატმა „უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის“ კანონპროექტი მიიღო. ტექსტი, რომელიც 22 მაისს განიხილეს, მოიცავს რეესტრის შექმნას, სადაც უცხოური ინტერესების წარმომადგენლები უნდა დარეგისტრირდნენ. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, სადაზვერვო სამსახურს შეუძლია, იმოქმედოს უცხოური გავლენების აღმოსაჩენად. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უცხოური ინტერესების წარმომადგენლად უნდა დარეგისტრირდეს უცხოეთიდან დაფინანსებული ყველა პირი, გარდა ევროკავშირის მოქალაქეებისა, თუმცა, სენატის მოთხოვნით, ასევე დაზუსტდა დეკლარაციის შევსებ ადამიანთა ფარგლები. […]

შალვა პაპუაშვილი – სტრასბურგის სასამართლომ დადასტურდა, რაოდენ საჭიროა „უცხოური გავლენის გამჭვირვალების“ კანონის მიღება, რომ ხალხმა იცოდეს ვინ აფინანსებს ამ ცილისმწამებლურ კამპანიებს, იქნება ეს „ფრი მიშა“, „არა რუსულ კანონს“, თუ რომელიმე სხვა

დღეს დადგა განაჩენი არა მარტო სააკაშვილზე, არამედ მის რეჟიმზეც და მის მფარველებზეც. დადგა განაჩენი ათწლიან ცილისმწამებლურ კამპანიაზე საქართველოს წინააღმდეგ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა. პაპუაშვილის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ გახდა აშკარა ყველასთვის, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები სამართლიანია და არ შეიცავს არანაირი პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნებს. „მოგეხსენებათ, დღეს სტრასბურგის სასამართლომ […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7268 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7268 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7268 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7259 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9578 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9546 ლარს შეადგენდა. […]

გიორგი ვაშაძე მუქარის შესახებ პრემიერის განცხადებაზე – საზოგადოებას ვერ უმალავენ გენერალური პროკურორის ფაქტობრივად გამიჯვნის საკითხს, რომელიც გაემიჯნა „რუსულ კანონს“ და ამიტომ შემოაგდო ეს თემა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ირაკლი შოთაძის გადადგომის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა და მან „უარი უთხრა „რუსულ კანონს“ და ივანიშვილის პარტიას“. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გენერალური პროკურორი ფაქტობრივად გარბის ქვეყიდან, „ნიშნავს, რომ სისტემა ჩამოიშლება“. „დარწმუნებული ვარ, რომ სისტემის ჩამოშლა დაიწყო. მადლობა მინდა ვუთხრა ქუჩაში მყოფ დემონსტრანტებს. 26-შიც ბევრი უნდა ვიყოთ. როდესაც […]