„მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება გრძელდება

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალურ პროგრამას „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განმარტებით, პროგრამაში მიმდინარე წლის 21 მაისს გამოცხადებული რეგისტრაციის შედეგად, სოფლის განვითარების სააგენტოში 23 მაისის მდგომარეობით შემოსულია […]

„Air Baltic“-ის საბორტო ჟურნალში ბათუმზე სტატია გამოქვეყნდა

„ბათუმი – ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულება“ – ამ სათაურით სტატია ავიაკომპანია „Air Baltic“-ის საბორტო ჟურნალში გამოქვეყნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საიმიჯო სტატიაში საუბარია მთისა და ზღვის პროდუქტების სინთეზზე, მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებზე, ასევე, ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებზე. „არ აქვს მნიშვნელობა ისტორიით ხართ დაინტერესებული, […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თათრეთის რესპუბლიკაში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თათრეთის რესპუბლიკაში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ყაზანისა და ნიჟნეკამსკის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დაწესდა და ფრენების განახლება ორი საათის შემდეგ მოხდა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, დრონი ელაბუგას რაიონში, ნიჟნეკამსკის მახლობლად ჩამოაგდეს.

თათრეთში საწარმოებიდან ხალხის ევაკუაცია მოახდინეს დრონების მუქარის გამო

ხუთშაბათს თათრეთში, ყაზანისა და ნიჟნეკამსკის თავზე უპილოტო საფრენი აპარატები აღმოაჩინეს. ამის შესახებ იტყობინებიან ადგილობრივი ტელეგრამის არხები, ასევე ASTRA და Baza. აქვეყნებენ მოსახლეობის მიერ გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს. ნიჟნეკამსკიდან მიღებული ცნობების თანახმად, ერთ-ერთი დრონი, სავარაუდოდ ჩამოაგდეს ან ის ჰაერში აფეთქდა, როგორც იტყობინებიან, მეორე გაფრინდა. დაზიანებების ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე არ იტყობინებიან, რა ბედი […]

თამარ ხულორდავა – თავს ვალდებულად ვთვლი, ვუთხრა, ვთხოვო, მოვთხოვო, შევეხვეწო „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, გადაირჩინონ თავიც და ქვეყანაც იხსნან საერთაშორისო იზოლაციისგან

უკვე სრულიად ცხადია, რომ ევროკავშირი და ლურჯი დროშები ხელისუფლებისთვის მხოლოდ ფასადია – თავს ვალდებულად ვთვლი, ვუთხრა, ვთხოვო, მოვთხოვო, შევეხვეწო “ქართული ოცნების“ დეპუტატებს, გადაირჩინონ თავიც და ქვეყანაც იხსნან საერთაშორისო იზოლაციისგან! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ხულორდავა წერს. ხულორდავას შეფასებით, ჩვენს თავს წარმოუდგენელი რამ ხდება. „უკვე სრულიად ცხადია, რომ ევროკავშირი […]

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 მაისს 11:00-დან 18:00 საათამდე დუშეთის რაიონის სოფლებში აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კერძოდ, ელექტროენერგიის მიწოდება შეეძუდებათ შემდეგ სოფლებს: მენესო, ანანური, ციხისძირი, თანდილაანთკარი, ჭივილაანები, ჟინვალი და მიმდებარე სოფლებში. კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

სამწუხაროდ, წელს უფრო ნაკლები ჯავშნებია – “ბიოლის” დამფუძნებელი

ველნეს კურორტ “ბიოლის” დამფუძნებელი, თამაზ მჭედლიძე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, წელს შედარებით ნაკლები ჯავშანია.

„ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა“- ირაკლი კობახიძის განცხადებით მას ევროკომისარი დაემუქრა

გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი. კობახიძის განცხადებით, როდესაც […]

ვინ იყო „სკოლის ფანატიკოსი“ და რა ღირდა მიწა სადაც დღეს უნივერსიტეტი დგას

უნივერსიტეტის აშენებამდე ნიკო ცხვედაძემ უამრავი დაცინვა და შეურაცხყოფა აიტანა. ზურგს უკან „სკოლის ფანატიკოსს“ ეძახდნენ, ამბობდნენ, ვერის მელიებისთვის და ტურებისთვის უყიდია სკოლის ადგილიო. მართლაც ვაკე მაშინ დაუსახლებელი გახლდათ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ადგილას პურის ყანა იყო გაშენებული, ცოტა იქით კი დაუმუშავებელი მინდვრები. ნიკო ცხვედაძემ დიდი აგიტაცია გასწია სათავადაზნაურო გიმნაზიის მასწავლებელთა შორის – ეს შენობა შეიძლება ბოლოს საქართველოს უნივერსიტეტის […]

კობახიძე ირწმუნება, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა. თუმცა, არ ასახელებს ვისზეა საუბარი. შეგახსენებთ, რომ 15 მაისს, ფიცოს ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და დაჭრეს. “საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და […]