ჯონ ბასი – ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში – ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ საქმე აქამდე მივიდა

დღეს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი X-ზე წერს. „როგორც აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ საქმე აქამდე მივიდა. ჩვენ, შეერთებული შტატები, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი“, – […]
სალომე სამადაშვილი – ჩერჩილმა ირონიულად თქვა: “ამერიკა ყოველთვის გააკეთებს სწორ სვლას, მას შემდეგ, რაც შეეცდება ყველაფერ სხვას” – ბევრი უთმინეს, ბევრი სცადეს და ბოლოს მივიდნენ იქ, საიდანაც უკან შემობრუნების გზა ივანიშვილს და მის რეჟიმს არა აქვს

როგორც ჩერჩილმა ირონიულად თქვა თავის დროზე – ამერიკა ყოველთვის გააკეთებს სწორ სვლას, მას შემდეგ, რაც შეეცდება ყველაფერ სხვას , – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის მიერ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუსიხსმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადებას. “ბევრი უთმინეს, ბევრი რამ სცადეს […]
უკრაინელი პილოტების პირველმა ჯგუფმა F-16-ზე წვრთნა დაასრულა

უკრაინელ პილოტთა პირველმა ჯგუფმა უკვე დაასრულა სწავლება F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე აშშ-ში, არიზონას სამხედრო ბაზაზე, – Politico-ს ცნობით, ამის შესახებ არიზონას ეროვნული გვარდიის პრესსპიკერმა ერინ ჰანიგანმა განაცხადა. მისი აზრით, წვრთნის დასრულება გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება უკრაინის ცაზე თანამედროვე ამერიკული წარმოების მოიერიშე თვითმფრინავების გამოჩენის უზრუნველსაყოფად. პილოტებმა სწავლება ტუსონში, 162-ე საჰაერო ეროვნული გვარდიის ბაზაზე გაიარეს. ეროვნული გვარდიის პრესსპიკერმა არ […]
“ამერიკის ხმა” სენატში წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტის ტექსტს ავრცელებს – კანონპროექტი განიხილავს კერძო საკუთრების გაყინვას და ავრცელებს საქართველოზე “რუსეთის მავნე საგარეო საქმიანობის” და ე.წ. “მაგნიტსკის აქტით” გათვალისწინებულ სანქციებს

23 მაისს, სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი ნიუ-ჰემფშირიდან) და ჯიმ რიშმა (რესპუბლიკელი ნიუ-ჰემშირიდან) შეერთებული შტატების სენატში ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელსაც “ქართველი ხალხის აქტი” ეწოდება და ითვალისწინებს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც შეერთებული შტატების მოსაზრებით, ხელს უშლიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესს და ევროატლანტიკურ გზაზე სვლას. კანონპროექტის თანავტორები ასევე არიან სენატორი ბენ კარდინი (დემოკრატი მერილენდიდან) და სენატორი პიტ რიკეცი […]
აშშ ე.წ. რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

აშშ-მა საქართველოში დემოკრატიის გაუარესებისა და რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით სანქციების რეჟიმი დააწესა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების მიხედვით, ახალი პოლიტიკა ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებული იმ პირების სია, ვისაც სანქციები დაუწესდებათ. ენტონი ბლინკენის განცხადებას სრულად გთავაზობთ: “ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა და მიიღო “უცხოური გავლენის” […]
აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას. მიზეზი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის” კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა”. ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ […]
ჩეხეთის პრეზიდენტი მოტოციკლის მართვის დროს დაშავდა და ჰოსპიტალიზებულია

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი მოტოციკლის მართვის დროს დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ინფორმაციას ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისი არ აკონკრეტებს როდის მოხდა ინციდენტი, მაგრამ აცხადებს, რომ დაზიანებები სერიოზული არ არის, თუმცა პრეზიდენტი პრაღის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში მცირე ხნიან დაკვირვებას საჭიროებს. „მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას, როდესაც ხელმისაწვდომი გახდება,” – აცხადებენ პეტრ პაველის ოფისში. აღსანიშნავია, რომ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ და ნორვეგიამ უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ტექსტი დაასრულეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ , იონას გაჰრ სტიორეს ტელეფონით ესაუბრა და რუსეთის ფედერაციის იზოლაციის მიზნით კონკრეტული ქმედებებისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტი ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მან ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხი განიხილა. „ჩვენმა გუნდებმა დაასრულეს უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ტექსტი, რომელსაც პირველივე შესაძლებლობისთანავე მოვაწერთ ხელს“, – […]
აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს

სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული. „ბოლო […]
სპალეტიმ პოლიტანოს უგანა – ლუჩანომ იტალიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 30 ფეხბურთელია, საბოლოო სიას კი 4 ივნისს, თურქეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ გამოაცხადებს. სპალეტიმ თავისი ყოფილი გუნდიდან, “ნაპოლიდან” სამ ფეხბურთელს უხმო (მერეტი, დი ლორენცო, რასპადორი), აგრეთვე ნეაპოლური კლუბიდან “ვერონაში” განათხოვრებულ ფოლორუნშოს, მატეო პოლიტანო კი განაცხადს მიღმა დატოვა. პოლიტანომ შესარჩევი ტურნირის შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ სპალეტიმ […]