ჩეხეთის პრეზიდენტი მოტოციკლის მართვის დროს დაშავდა და ჰოსპიტალიზებულია

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი მოტოციკლის მართვის დროს დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ინფორმაციას ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
ჩეხეთის პრეზიდენტის ოფისი არ აკონკრეტებს როდის მოხდა ინციდენტი, მაგრამ აცხადებს, რომ დაზიანებები სერიოზული არ არის, თუმცა პრეზიდენტი პრაღის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში მცირე ხნიან დაკვირვებას საჭიროებს.
„მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას, როდესაც ხელმისაწვდომი გახდება,” – აცხადებენ პეტრ პაველის ოფისში.
აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის 62 წლის პრეზიდენტს, რომელიც გატაცებულია მოტოციკლის მართვით, შარშან ბოდიშის მოხდაც კი მოუწია მას შემდეგ, რაც დააფიქსირეს, რომ მოტოციკს ჩაფხუტის გარეშე მართავდა, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა