პაატა დავითაია – სანქციებთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენის განცხადება არის ღია მესიჯი, რომ აშშ ქართველ ხალხს მხარს უჭერს

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება არის ღია მესიჯი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, რომ აშშ ქართველ ხალხს მხარს უჭერს. როგორც დავითაია ფიქრობს, სავიზო შეზღუდვები მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელსაც სხვა გადაწყვეტილებებიც მოჰყვება. „ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რასაც ჩვენი მთავარი პარტნიორი აშშ დგამს. ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, ეს არის […]

აკია ბარბაქაძე – დიდი ხანია გვესმის „გლობალური ომის პარტიების“ ძახილი, ეს არის იმ არასწორი, დამღუპველი, მოღალატეობრივი ქმედების შედეგი, რომელსაც ხელისუფლება ატარებს – „ქართული ოცნების“ ლიდერები რეალობას მოწყვეტილები არიან

დიდი ხანია გვესმის „გლობალური ომის პარტიების“ ძახილი, ეს არის იმ არასწორი ქმედებების, იმ დამღუპველი, მოღალატეობრივი ქმედების შედეგი, რომელსაც ეს ხელისუფლება ატარებს, – ასე შეაფასა პარტია „რუსთაველის გზის“ ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება, რომლის თანახმად, აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს. […]

თაკო ჩარკვიანი – საქართველოში რუსმა მაღალჩინოსანმა შემოიტანა და დევს პაკეტი, რომლის თანახმად, რუსეთი თითქოს მზადაა, სამაჩაბლო და აფხაზეთი დააბრუნოს – სინამდვილეში, მიზანია მოხდეს საქართველოს ანექსია

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, საქართველოში რუსმა მაღალჩინოსანმა შემოიტანა პაკეტი, რომლის თანახმად, რუსეთი თითქოს მზადაა, სამაჩაბლო და აფხაზეთი დააბრუნოს. სინამდვილეში, როგორც ჩარკვიანი ჟურნალისტებთან აცხადებს, აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ანექსიას გულისხმობს. “ორი დღის წინ დავწერე, რომ საქართველოში იმყოფებოდა რუსეთის უმაღლესი პროპაგანდისტი. სინამდვილეში მაღალჩინოსანი იყო, რომელიც შემოიყვანეს ძალიან ჩუმად. 1% იმედს ვიტოვებდი, რომ შეიძლება რაღაც კარგისთვის იყო […]

ბერძენი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საბერძნეთში პოპულარული მედია პლატფორმა Athinorma-ს ჟურნალისტებს უმასპინძლა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ბერძნული მედიის წარმომადგენლებმა თბილისი დაათვალიერეს, გაეცნენ დედაქალაქის ტურისტულ ადგილებს. „ბერძენი ჟურნალისტები კახეთში გაემგზავრნენ, სადაც ალავერდის მონასტერი მოინახულეს, ეწვივნენ სიღნაღს, დაათვალიერეს ღვინის მარნები და ვენახები. კახეთის შემდეგ უცხოელი ჟურნალისტები ყაზბეგს ესტუმრნენ, დაათვალიერეს გერგეტის სამება. ტურის ფარგლებში Athinorma-ს წარმომადგენლებმა […]

კანკავა EURO 2024-ზე: გერმანიაში ნაკრებს როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა აცხადებს, რომ მარტის თამაშების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება – სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ როგორც რიგითი გულშემატკივარი, ისე წასულიყო. შესაბამისად EURO 2024-ზე ის არ ითამაშებს. კანკავა მწვრთნელის მიერ ნაკრების განაცხადში დასახელებულ ფეხბურთელებს შორისაა. ფეხბურთელი პოსტში გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს. იხილეთ: “საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე […]

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ქ. ქუთაისში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ. შეხვედრა გაიმართა სკოლა „პროგრესში“, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის ხელმძღვანელი პირები და UNICEF-ის წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტებმა, თორნიკე აფრიაშვილმა დ ირაკლი გორდულაძემ მონაწილეებს გააცნეს განახლებადი ენერგიების განვითარების მნიშვნელობა, კლიმატის […]

“მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას, აირჩიოს საკუთარი მომავალი” – ჯონ ბასი

“დღეს, სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიას. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ ეს აქამდე მივიდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას – აირჩიოს საკუთარი მომავალი. სავიზო შეზღუდვებისა და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის შესახებ განცხადება მიანიშნებს ქართველი ხალხის მიმართ ჩვენს ერთგულებაზე, რომელიც ევროპული მომავლისკენ […]

დავით კაჭარავა – ჩვენს ქვეყანაში ქირურგიულ ჩარევებს არ მივიღებთ – სანქცირებით ვერავის შეაშინებენ, ჩვენ არ გავცვლით და არ ვივაჭრებთ ქვეყნის ინტერესებით

სანქცირებით ვერავის შეაშინებენ, ჩვენ არ გავცვლით და არ ვივაჭრებთ ქვეყნის ინტერესებით – გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ვეტოსაც დავძლევთ და წინ გადავდგამთ ნაბიჯებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრმა, დავით კაჭარავამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას აშანტაჟებენ და ემუქრებიან სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ გამჭვირვალეობის შესახებ კანონი მიიღეს, რაც კაჭარავას შეფასებით, “შანტაჟი და ქვეყნის შიდა […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – კობახიძის გუშინდელი განცხადება არის ტყუილი, რომელიც სჭირდება იმიტომ, რომ სხვა სათქმელი არაფერი აქვთ – ქართველი ხალხისა და მისი მეგობრების ინტერესში არ არის ჩიხში უფრო ღრმად შესვლა

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამ განცხადებას მოჰყვება ანალოგიური ნაბიჯები ევროკავშირის მხრიდან და შესაბამისად, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ არავის, მათ შორის, ქართველი ხალხისა და მისი მეგობრების ინტერესში არ არის ჩვენი ყოფნა ჩიხში და ამ ჩიხში უფრო ღრმად შესვლა, რასაც კობახიძე აკეთებს თუნადაც იმ აბსოლუტურად ტყუილი განცხადებებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ […]

ევროპის კოლეჯმა „ქართული კულტურის დღეებს“ უმასპინძლა

9-10 მაისს ევროპის კოლეჯის ნატოლინის კამპუსმა „ქართული კულტურის დღეებს“ უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორნი იყვნენ ევროპის კოლეჯის ქართველი სტუდენტები, რომელთა შორის არიან პოლონეთში „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები: გვანცა მაისურაძე და მარიამ ჯაფარიძე. აღსანიშნავია რომ ღონისძიებას მხარს უჭერდნენ საქართველოს საელჩო, „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” და მისი პრეზიდენტი, თიკა სვანიძე-ვენკო. ასევე პოლონეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები. ქართული კულტურის დღეების […]