მალიორკაში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა 27 ადამიანი

მალიორკაში შენობის ჩამონგრევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა. the guardian-ის ცნობით, სანაპიროზე მდებარე ორსართულიანი შენობა ადგილობრივი დროით 20:30 საათზე (23მაისი) ჩამოინგრა. როგორც ვარაუდობენ, ნანგრევებში რამდენიმე ადამიანია ჩარჩენილი. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ხელისუფლება მოუწოდებს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს რაიმე სახის ინფორმაცია ინციდენტთან დაკავშირებით, გამოცხადდეს და დაეხმაროს გამოძიებას.

ოფიციალურად: “მილანმა” პიოლის წასვლა დაადასტურა

“მილანმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონში გუნდს მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი აღარ უხელმძღვანელებს. “როსონერიმ” 58 წლის სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის, ევროასპარეზზე დაბრუნებისა და სკუდეტოს მოპოვებისთვის მადლობა გადაუხადა. პიოლი “სან სიროზე” 2019 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული მუშაობდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას “მილანში” პორტუგალიელი პაულო ფონსეკა ჩაანაცვლებს, ვინაც ახლა ფრანგულ “ლილს” ხელმძღვანელობს.

“ლელომ” და “გირჩმა” საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს

პარტიებმა, “ლელო” და “გირჩი”, საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს. ამის შესახებ განცხადება საგანგებო ბრიფინგზე “ლელოდან” საბა ბუაძემ, “გირჩიდან” კი ცოტნე კობერიძემ გააკეთეს. პარტია “ლელო” თვლის, რომ მიმდინარე მოვლენების, ანტირუსული პროტესტის, პოლიტიკოსებისა და დემონსტრანტების მიმართ ძალადობის, დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების ფონზე პოლიტიკური ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში ვერ გაგრძელდება. „თქვენ ყველა ხედავთ, როგორი სისწრაფით ვითარდება მოვლენები და ყოველდღიურად ვხედავთ, […]

ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები – მდინარაძე აშშ-ის სანქციებზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება. ასე გამოეხმაურა ის აშშ-ის გადაწყვეტილებას, რომელიც სავიზო სანქციებს უწესებს საქართველოში იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი და თანამონაწილეები არიან საქართველოს დემოკრატიის შეფერხებაზე. სავიზო სანქციები შეეხებათ ამ პირების ოჯახის წევრებსაც. მამუკა მდინარაძის თქმით, ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა. „აშშ სახელმწიფო მდივანმა […]

იურიდიული კომიტეტი „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს 27 მაისს განიხილავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ორშაბათს, 27 მაისს, გაიმართება. სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად წერია „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს განხილვა. პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში შესწორების შეტანა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს და შეკითხვებს დასვამენ პარლამენტის წევრები. ამის შემდეგ კომიტეტი მოტივირებულ შენიშვნებს კენჭს უყრის, რომლის შედეგებისგან დამოუკიდებლად, საკითხი […]

პუტინი მინსკში განიხილავს რუსეთის ტაქტიკური ბირთვული ძალების წვრთნებში ბელარუსის მონაწილეობას

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჩავიდა მინსკში, სადაც მოლაპარაკებებს მართავს ბელარუსის მმართველ ლუკაშენკასთან. ბელარუსის და რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ლუკაშენკა პუტინს მინსკის აეროპორტში დახვდა. მოლაპარაკების დაწყებამდე პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსში ვიზიტისას განიხილავს ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებს, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში და ბელარუსის მონაწილეობას რუსეთის არასტრატეგიული(ტაქტიკური) ბირთვული ძალების წვრთნებში. პუტინის თანახმად, ბელარუსი ამ სწავლებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. რუსეთის […]

აშშ-ში უკრაინელი მფრინავების პირველმა ჯგუფმა გაიარა წვრთნა გამანადგურებელ F-16-ზე

აშშ-ში, არიზონის სამხედრო ბაზაზე, უკრაინელი მფრინავების პირველმა ჯგუფმა დაასრულა სწავლება F-16 გამანადგურებლებზე. ამის შესახებ Politico-ს შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების სპიკერმა ერინ გუნიგანმა უთხრა. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თანახმად, პილოტებმა მომზადება ტუსონში, საჰაერო ეროვნული გვარდიის 162-ე ბაზაზე გაიარეს. “უსაფრთხოების მიზეზების გამო” სპიკერმა არ დაასახელა მფრინავების ზუსტი რაოდენობა ან ტრენინგის დასრულების ვადა. Politico ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით […]

ბაკშის კარიერის საუკეთესო შედეგი – ქართველი სამშობლოში მიმდინარე ტურნირზე ჩელენჯერის ფინალში პირველად ითამაშებს

ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე ბაკშიმ კაჭრეთში მიმდინარე ჩელენჯერის ტიპის ტურნირზე კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ფინალში გავიდა. მას ამ დონის ტურნირზე ამ ეტაპამდე აქამდე არასდროს მიუღწევია. ჩვენებურმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში პირველ ნომრად განთესილი 20 წლის ავსტრალიელი ფილიპ სეკულიჩი ორ სეტში 7:6, 7:5 დაამარცხა. ფინალში ბაკშის მეტოქე 21 წლის ფრანგი რობინ ბერტნარდი იქნება. შეხვედრა ხვალ გაიმართება. აღსანიშნავია, რომ […]

ფინანსთა მინისტრის მოადგილე – ფინანსურ დახმარებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ჩვენი კურსია, რა კურსითაც ქვეყანა მიდის და ეს არის ევროპული კურსი – პირადად მე სანქციებს არ ველოდები

ნამდვილად არ ველოდები, არ მგონია, – ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტების კითხვას, ელოდება თუ არა, ის სანქცირებულთა სიაში საკუთარ თავს. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი პარტნიორია, რის გამოც, მასთან ურთიერთობები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უნდა იყოს. „ფინანსურ დახმარებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ჩვენი კურსია, რა კურსითაც ქვეყანა მიდის, ეს არის ევროპული კურსი, ამიტომ იმ […]

ღაზაში სექტორში 7 ოქტომბერს მოკლული კიდევ 3 მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს

ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის სექტორში 7 ოქტომბერს მოკლული კიდევ 3 მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს. მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნაპოვნია ჰანან იაბლონკას, მიშელ ნისენბაუმის და ორიონ ერნანდესის ცხედრები. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამივე მათგანი ისრაელზე თავდასხმის დროს მოკლეს და ცხედრები ღაზაში გადაასვენეს. შეგახსენებთ, „ჰამასმა“ ისრაელის ტერიტორიაზე 7 ოქტომბერს მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა, რომლის დროსაც დაახლოებით, […]