„დღესვე ვიწყებ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას“ – ენტონი ბლინკენის განცხადება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ასეთი განცხადება გააკეთა: „დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს, თავიანთი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გადახედვისას, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას“

საქართველოში ასეთ მიდგომაზე პასუხი უკვე არსებობს – “არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა” – დიმიტრი ხუნდაძე

“საქართველოში ასეთ მიდგომაზე პასუხი უკვე არსებობს. მეც ეს პასუხი მექნება – არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა,”- ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი დიმიტრი ხუნდაძე ინფორმაციას აშშ-ის მხრიდან სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ. ხუნდაძე აღნიშნავს, რომ უსამართლობაა, როცა დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი თავისუფლად გადაადგილდებიან დასავლეთში, ხოლო ქართველი დეპუტატები სამშობლოს სიყვარულისა და სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის უნდა […]

27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ პროექტს განიხილავს

27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა კომიტეტის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის განსაზღვრული. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში […]

ანა ნაცვლიშვილი – ადამიანს, რომლის ტვინიც გაწვრთნეს ისე, რომ ყველა ინფორმაცია გადახარშოს კრემლის დეზინფორმაციის სტილში, დაემართებოდა ის, რაც დაემართა – კობახიძეს ესაჭიროება სერიოზული სამედიცინო მხარდაჭერა

ადამიანს, რომელსაც სჭირდება სამედიცინო დახმარება და რომლის ტვინიც გაწვრთნეს ისე, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც მას მიეწოდება, გადაითარგმნოს და გადაიხარშოს კრემლის დეზინფორმაციის სტილში, რა თქმა უნდა, დაემართებოდა ის, რაც დაემართა – კობახიძეს ესაჭიროება სერიოზული სამედიცინო მხარდაჭერა, – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისრის მხრიდან მუქარაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას. მისი თქმით, კობახიძეს […]

26 მაისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობით უმასპინძლებს.

26 მაისს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობით უმასპინძლებს. 26 მაისს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობით უმასპინძლებს. 13:00-დან 18:00-მდე გაიმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპეციალურად მოწყობილ მრავალფეროვან […]

ზუგდიდში კაცმა ცოლი მოკლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 50 წლის კაცმა ცოლი მოკლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. პოლიციელებმა კაცი ცხელ კვალზევე დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მეუღლეს – 1966 წელს დაბადებულ ფ.კ.-ს ბლაგვის საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. […]

“ლელო” თბილისის საკრებულოშიც ბოიკოტის რეჟიმზე გადადის – საკრებულოს მუშაობას ბოიკოტს უცხადებს “გირჩი-მეტი თავისუფლებაც”

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი საკრებულოს მუშაობას ბოიკოტს უცხადებს. პარტია „ლელოს“ წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, მისი პარტიის წარმომადგენლები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან იქამდე, სანამ “პოლიტიკური მოცემულობა სხვაგვარად არ განვითარდება”. „თქვენ ყველა ხედავთ, როგორი სისწრაფით ვითარდება მოვლენები და ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ იცვლება და რთულდება მოცემულობა. შესაბამისად, ჩვენც ვართ ვალდებულები, რომ ამ ყველაფერს ადეკვატურად ვუპასუხოთ. მე, როგორც საკრებულოს […]

პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ – რას ეტყვით თქვენს შვილებს და ოჯახის წევრებს, ჩვენმა პარტნიორმა აშშ-მ იმიტომ დაგავსანქცირა, რომ სუვერენიტეტს ვიცავდითო? – დროზე შეწყვიტეთ ეს სიგიჟე და ღალატი!

ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს მიერ უკვე მიღებული სანქციების ფონზე, თქვენთვისვე სწორი იქნება არ დაიძლიოს ვეტო და დაიწყოთ ფიქრი იმაზე თუ სად მიგიყვანათ ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკამ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. პაატა მანჯგალაძე მმართველი პარტიის წევრებს მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ „სიგიჟე და ღალატი”. „ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს მიერ უკვე […]

27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ პროექტს განიხილავს

27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა კომიტეტის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის განსაზღვრული. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში […]

ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია გამოფენაში London Wine Fair 2024 მონაწილეობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში London Wine Fair 2024 მონაწილეობდა. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პრესტიჟულ გამოფენას, ტრადიციულად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით სტუმარი, მათ შორის, ღვინის ექსპერტი, ღვინით ვაჭრობის სფეროს და მედიის […]