[ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე] მთავარი კითხვა იქნება, როდის გაიწვევენ კანონს – შალვა ალავერდაშვილი

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ დღეს, ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე მისი მთავარი კითხვა იქნება – როდის გაიწვევენ [რუსულ] კანონს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არსებული ვითარების ფონზე, დედაქალაქის ცენტრალურ რაიონში მდებარე სასტუმროებს პრობლემები აქვთ. „კრიზისი დაგვეწყო რუსთაველზე და მის გარშემო ტერიტორიაზე“, […]
ჯო ბაიდენი, სავარაუდოდ, არ დაესწრება მშვიდობის სამიტს ჟენევაში – „ბლუმბერგი“

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დიდი ალბათობით, არ დაესწრება უკრაინისადმი მიძღვნილ მშვიდობის სამიტს ჟენევაში. სააგენტო „ბლუმბერგის“ თანახმად ამ პერიოდში ბაიდენი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან, ჯორჯ კლუნთან და ჯულია რობერტსთან ერთად, კალიფორნიაში წინასაარჩევნო კომპანიისათვის შემოწირულების შეგროვების კომპანიაში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტი 15-16 ივნისს, იტალიაში „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ლიდერთა შეხვედრის შემდეგ გაიმართება. კონფერენციაში გაწევრიანებას გეგმავს G7-ის რამდენიმე ლიდერი, […]
Air Baltic-ის საბორტო ჟურნალში ბათუმზე სტატია გამოქვეყნდა

„ბათუმი – ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულება“ ამ სათაურით სტატია ავიაკომპანია ,,Air Baltic”-ის საბორტო ჟურნალში გამოქვეყნდა. საიმიჯო სტატიაში საუბარია მთისა და ზღვის პროდუქტების სინთეზზე, მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტრადიციებზე, ასევე ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებზე. „არ აქვს მნიშვნელობა ისტორიით ხართ დაინტესებული, არქიტექტურით, ბუნებით თუ უბრალოდ ზღვის სანაპიროზე დასვენებით, ბათუმს ყველა კატეგორიის ტურისტვისთვის აქვს შესათავაზებელი პროდუქტი“, ნათქვამია […]
თიბისის მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი – ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს

თიბისის მხარდაჭერით და იტალიის საელჩოს ორგანიზებით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, გამოფენას „ეტრუსკების სამყარო. საგანძური კიუზის, კიანჩანოს და ფლორენციის მუზეუმებიდან“ მასპინძლობს. ექსპოზიცია, რომელიც თავდაპირველად საქართველოს დედაქალაქში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში იხილა დამთვალიერებელმა, ახლა ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმშია წარმოდგენილი. გამოფენაზე მოსული დამთვალიერებელი, იმოგზაურებს იდუმალებით აღსავსე ეტრუსკულ სამყაროში და გაეცნობა რომამდელ პერიოდში იტალიის ტერიტორიაზე არსებულ ყველაზე […]
ირაკლი ლექვინაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

23 მაისს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის დახურვის ცერემონია გაიმართა, რომელიც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები დეტალურად მიმოიხილა. „ორი წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა. მადლობა თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის […]
ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა სან პაულუს მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა სან პაულუს მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, რომელიც პარიზის პარალიმპიადის შემაჯამებელი ტურნირია, საქართველოს ეტლით მოფარიკავეებმა, ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ხმლით ფარიკაობაში თიბილაშვილი ტურნირის ნახევარფინალში ჩინელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა, ირმა ხეცურიანმა კი ფინალში გადასასვლელი დაპირისპირება ასევე ჩინელ პარასპორტსმენთან დათმო. […]
ლევან ხაბეიშვილი – დღეს დუმილი დანაშაულია! – ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს უფსკრულში გადაჩეხას და თან ჩვენი შვილების მომავალსაც აყოლებს

დღეს დუმილი დანაშაულია! ივანიშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს უფსკრულში გადაჩეხას და თან ჩვენი შვილების მომავალსაც აყოლებს. ვინც ხმას არ იღებთ, აგრძელებთ ივანიშვილის მსახურებას და არა ხალხისას, უნდა გესმოდეთ რომ აბსოლუტურად იდენტურია თქვენი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ისტორიის წინაშე, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ყველა თანამდებობის პირს, საჯარო სამსახურში […]
სოზარ სუბარი – საქართველოსთვის ომში მენაღმე ვიყავი, ყველაზე რთული და საშიში პოზიციაა, მაგრამ იქ არ მეშინოდა და როგორმე ვიზებითაც ვერ შემაშინებენ – არანაირი სანქციის არ გვეშინია

საქართველოსთვის ომში მენაღმე ვიყავი, ყველაზე რთული და საშიში პოზიციაა, მაგრამ იქ არ მეშინოდა, რადგან ჩემს სამშობლოს სჭირდებოდა და როგორმე ვიზებითაც [ვერ შემაშინებენ] – არანაირი სანქციის არ გვეშინია, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” თავმჯდომარე, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იმისთვის არ უბრძოლია, რომ “ერთი კრემლი სხვა კრემლებით ჩაანაცვლოს”. “საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და […]
რატი იონათამიშვილი – ასე იქცევიან არა მეგობრები, არამედ ბატონები, თუმცა ჩვენ არავის ბატონობას არ მივიღებთ!

ჩვენზე შანტაჟის ენა ზემოქმედებას ვერ მოახდენს, რათა ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებები მივიღოთ – პირიქით, საზოგადოებაში უსამართლობის გრძნობა გამწვავდება, რადგან ასე იქცევიან არა მეგობრები, არამედ ბატონები, თუმცა ჩვენ არავის ბატონობას არ მივიღებთ,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, “ქართული საზოგადოება ამაყი და თავისუფალია და არავის აქვს უფლება, მას შანტაჟის […]
ღაზას სექტორში 7 ოქტომბერს მოკლული კიდევ 3 მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს

ისრაელელმა სამხედროებმა ღაზას სექტორში 7 ოქტომბერს მოკლული კიდევ 3 მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს. მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნაპოვნია ჰანან იაბლონკას, მიშელ ნისენბაუმის და ორიონ ერნანდესის ცხედრები. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამივე მათგანი ისრაელზე თავდასხმის დროს მოკლეს და ცხედრები ღაზაში გადაასვენეს. შეგახსენებთ, „ჰამასმა“ ისრაელის ტერიტორიაზე 7 ოქტომბერს მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა, რომლის დროსაც დაახლოებით, […]