ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქსტატის“ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2023 წელს საქსტატში განხორციელდა და დაინერგა სიახლეები რამდენიმე მიმართულებით, როგორიცაა: მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება, სტატისტიკის არეალის გაფართოება, სტატისტიკის გამოყენების გაუმჯობესება, ახალი პროდუქტების შექმნა და ახალი სერვისების ამოქმედება. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სტატისტიკის გამოყენების გაუმჯობესების თვალსაზრისით, […]
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარდგენილ „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს” მხარი დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარდგენილ “ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს” მხარი დაუჭირა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უმაღლესი ინტერესების შესაბამისად, სკოლის მიმართ წაყენებული უმთავრესი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი დაკვეთაა, რომ მან შექმნას ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, სოციო-ემოციურ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ […]
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ცვლილების შედეგად, საპენსიო სააგენტოში ორი არათანაბარი მმართველი რგოლის/საბჭოს ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო – „მმართველობითი საბჭო”, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ, საოპერაციო და სხვა […]
ოპოზიციური პარტიები სანქციებზე: მოქალაქეების უწყვეტი, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა

პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა. “ჩვენ, პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ და ქმედით ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში. აშშ-ს ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის […]
ოცნება სანქციებზე: ეს მოვლენა ნაცრისფერი ასოებით ჩაიწერება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში

ქართული ოცნება აშშ-ს მხრიდან დაანონსებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ენტონი ბლინკენის სახელით სავიზო შეზღუდვის შესაძლო დაწესება ანტიქართული რიტორიკის გაგრძელებაა. “ენტონი ბლინკენის სახელით გაკეთებული განცხადება და სავიზო შეზღუდვებით შანტაჟი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეში მცდელობა, რაც განსაკუთრებით ცინიკურად წარმოგვიდგება იმ ფონზე, როცა საქართველო ორ დღეში ეროვნული დამოუკიდებლობის […]
“ბირმა, კუბა, კონგო, ლიბია, ირანი, რუსეთი, სომალი, იემენი და საქართველო – ქვეყნები, სადაც ანალოგიური სანქციები მოქმედებს” – ქადაგიძე

ავღანეთი, ბელორუსი, ბირმა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კუბა, კონგო, ლიბია, ირანი, რუსეთი, ნიკარაგუა, ჩრდილოეთ კორეა, სომალი, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა, იემენი და საქართველო ეს არის ქვეყნები სადაც ანალოგიური სანქციები მოქმედებს (სხვადასხვა მასშტაბით). ქართული ოცნება თუ ოქტომბერში არ გავისტუმრეთ, ყოველდღიურობაც ისეთივე გვექნება როგორც ამ ქვეყნებშია.
მუქარის ზარებზე საქმის მასალები ინსპექტორმა პროკურატურას გადაუგზავნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრებთან დარეკვა, გინება და მუქარა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. თუმცა, უწყება განმარტავს, რომ ამ საქმის გამოძიება მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება, ამიტომ მასალებში პროკურატურას გადაუგზავნა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ამბობენ, რომ ზარები ერთგვაროვანი – ე.წ. იდენტიფიკატორის გაყალბების მეთოდით ხორციელდებოდა, ჰქონდა წინასწარგანზრახული მიზანი, ორგანიზებული […]
გიორგი სავანელი, აკია ბარბაქაძე და კახა გოგიძე – ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი დამრტყმელი ძალა შეემატა (ვიდეო)
გიორგი სავანელი, აკია ბარბაქაძე და კახა გოგიძე – ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი დამრტყმელი ძალა შეემატა (ვიდეო) ვროპულ -დემოკრატიული ერთობა” – ასე ჰქვია ახალ საზოგადოებრივ პლატფორმას, რომლის ხელმძღვანელიც აკია ბარბაქაძეა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გავრცელდა ინფორმაცია. როგორც აკია ბარბაქაძემ განაცხადა, ეს არის ზეპარტიული ერთობა და დღეიდან, ისინი, ლაპარაკიდან გადადიან ქმედებაზე. პლატფორმაში გაწევრიანებულები არიან როგორც პოლიტიკური […]
ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად სანქცირებული პირი დანიშნა

ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალ უფროსად გენერალ-მაიორი პაველ მურავეიკა დანიშნა. საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ამ დანიშვნას ლუკაშენკამ ხელი 23 მაისს მოაწერა და იმავე დღეს თავის რეზიდენციაში უმასპინძლა გენერალური შტაბის ახალ უფროსს, რომელთან საუბარშიც ბელარუსის არმიის წინაშე მდგარი ამოცანების გარდა, ყურადღება უკრაინაში მიმდინარე ომზეც გაამახვილა. „ესეც გაკვეთილია ჩვენთვის. სერიოზული გაკვეთილი. […]
მამუკა მდინარაძე მოსალოდნელ სანქციებზე: დამოუკიდებლობა ვიზაზე არ იყიდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „აგენტების კანონის“ მიღების გამო აშშ-დან მოსალოდნელ სანქცირებაზე საუბარს იწოდებს „შანტაჟსა“ და „მუქარის პოლიტიკას“. ფეისბუკში მისი სახელით გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, „დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება“. „ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს!.. საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს ელაპარაკოს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ, და […]