გურამ გურამიშვილი საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალურ მდივანს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიფციგში საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) მინისტერიალში მონაწილეობს, აღნიშნული ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იონგ ტაე კიმს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი სატრანსპორტო სფეროში შექმნილ გამოწვევებსა და ამ მხრივ, შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე წარიმართა. აღინიშნა, რომ შუა დერეფანი, […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათი ცნობით, მცხეთისა და თიანეთის რაიონის სოფლების აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად შეეზღუდებათ. „ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 მაისს 10:00-დან 10:10 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ცხვარიჭამია და მიმდებარე სოფელბში; 27 მაისს […]
თბილისის საკრებულოს სხდომა ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშე მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოს სხდომა ოპოზიციის წარმომადგენლების გარეშე მიმდინარეობს. პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ლილე ლიპარტელიანმა და ირაკლი ნადირაძემ საკრებულოს სხდომა დაწყებისთანავე დატოვეს. ისინი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბოიკოტს უცხადებს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს კომისიების 2024 წლის სხდომებს აღარ დაესწრება. “როგორც წინა სხდომაზე გითხარით, “რუსული კანონის” შემოქმედების […]
პროკურატურამ მარტვილში, შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე მამას ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ მარტვილში, შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე მამას ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს, მარტვილის რაიონის სოფელ ნალეფსავოში, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან დამიზნებით ესროლა შვილს, რა დროსაც სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანებები მიაყენა. „ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული […]
პაატა კვიჟინაძე – საქართველოსთვის რომ კარგ საქმეს ვაკეთებ, თუ ამისთვის ვინმე დამასანქცირებს, ეს ჩემთვის საამაყო იქნება

ამერიკას აქვს თავისი ინტერესი, მას ჰყავს დიდი მტრები ჩინეთისა და რუსეთის სახით და მისთვის მთავარი ინტერესია ახლა, მის გარშემო შექმნას ცეცხლის რკალი, ჩვენ ვართ მე-17 ხარისხოვანი, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა. კვიჟინაძის თქმით, თუ საქართველოსთვის მას ვინმე სანქციებს დაუწესებს, ეს იქნება საამაყო, […]
რელიგიის სააგენტოში რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური კომისიის მეორე სხდომა გაიმართა

24 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2024 წლის მეორე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, კომისიამ სულ 44 საკითხი განიხილა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი 41 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 34, უარი კი 7 საკითხზე ეთქვა. უარყოფითად […]
მესაზღვრეები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი საზღვრის მონაკვეთებს აკონტროლებენ

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, დღეს, სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ჯარებმა ოფიციალურად აიღეს საზღვრის 1,9 კილომეტრიანი მონაკვეთის კონტროლი სოფელ ბერქაბერთან და 4,9 კილომეტრიანი მონაკვეთის ტავუშის რაიონის სოფლებს ვოსკეპარსა და ბაგანისთან. “2024 წლის 24 ივლისამდე სახელმწიფო საზღვრის 5,8 კილომეტრიანი მონაკვეთის დაცვა სოფელ კირანცთან განხორციელდება გარდამავალი სქემით” – ნათქვამიაუწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ანგარიშში ნათქვამია, რომ დღეიდან საზღვრის მოპირდაპირე […]
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ

ახალგაზრდებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ინიციატივების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი რამდენიმე თვეა სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 15 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. ახლახან, საქართველოს ბანკის პარტნიორების რიცხვს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც შეემატა. სპორტის უნივერსიტეტს 90 წლიანი ისტორია აქვს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა […]
Reuters: პუტინი მზად არის, უკრაინაში ზავზე დათანხმდეს, თუ ჯარები ამჟამინდელი ფრონტის ხაზზე დარჩებიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზად არის, შეაჩეროს ომი უკრაინაში და დათანხმდეს ზავზე, რომლის დროსაც ჯარები ამჟამინდელი ფრონტის ხაზზე დარჩებიან. ამის შესახებ Reuters-ი წერს 24 მაისს ოთხ რუსულ წყაროზე დაყრდნობით. ამავდროულად, ამტკიცებენ, რომ პუტინი მზად არის ომის გასაგრძელებლად, თუ კიევი და დასავლეთი ამ პირობებით ზავზე არ დათანხმდებიან. კრემლს და კიევს სააგენტოს პუბლიკაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. […]
“მთავარი არხი”- ს პროპაგანდისტი შესაძლო სანქცირების გამო აღფრთოვანებული და ბედნიერია (ვიდეო)

“მთავარი არხი”-ს პროპაგანდისტი დეა მამისეიშვილი ბედნიერებასა და აღფრთოვანებას ვერ მალავს ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას სანქცირების დაანონსების გამო, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღებას შესაძლოა მოჰყვეს.