რელიგიის სააგენტოში რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური კომისიის მეორე სხდომა გაიმართა

24 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის 2024 წლის მეორე სხდომა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომისიამ სულ 44 საკითხი განიხილა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წარმოდგენილი 41 საკითხიდან დადებითად გადაწყდა 34, უარი კი 7 საკითხზე ეთქვა. უარყოფითად გადაწყდა სომეხთა თემის მიერ წარმოდგენილი 1 საკითხი, ხოლო დახარვეზდა 1 საკითხი. მუსლიმთა სამმართველოს მიერ შემოტანილ 1 საკითხზე კი ხარვეზი დადგინდა.
კომისიის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი სოფიო დოღონაძე ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ