ჰააგაში გაეროს სასამართლომ დაადგინა, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს რაფაჰზე იერიში

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ, რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა, დაადგინა, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰზე იერიში. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას ასაბუთებს არასაკმარისი ზომებით, რომლებსაც მიმართავენ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. ამ გადაწყვეტილებას 15 მოსამართლიდან 13-მა დაუჭირა მხარი, ორი წინააღმდეგი იყო. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ისრაელმა უნდა უზრუნველყოს ღაზის სექტორში საჭირო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. საქმე […]

ჯინ შაჰინი – კანონპროექტი სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე პასუხისმგებელია, ხოლო ქართველი ხალხისადმი, სამოქალაქო საზოგადოებისადმი და დემოკრატიისადმი ჩვენს ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს

ჩემი კანონპროექტი საქართველოში სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე პასუხისმგებელია და შეერთებული შტატების დახმარებას გადააფასებს, – ამის შესახებ აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. „უცხოური აგენტების კანონპროექტის მიღება საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია. ჩემი კანონპროექტი საქართველოში სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე პასუხისმგებელია და შეერთებული შტატების დახმარებას გადააფასებს, ხოლო ამავდროულად ქართველი […]

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებს ახალი ნაგავმზიდები გადაეცათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებს ახალი ნაგავმზიდები გადაეცათ. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, გადაცემის ღონისძიებას დაესწრო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − ნიკა ტყემალაძე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები და კომპანია “ჯითის” წარმომადგენლები. პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილია 82, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს ყველა […]

ნათია მოდებაძე – ის რაც მისაღებია მთელი მსოფლიოსთვის, რატომ არის მიუღებელი საქართველოსთვის?

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებით დავიწყებ, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრს ევროკომისარმა სლოვაკეთის პრემიერზე განხორციელებული თავდასხმა შეახსენა, ეს არ ჯდება არცერთ ფორმატში, ეს არც პოლიტიკაა, არც დიპლომატია. ეს არის პირდაპირ შანტაჟი, კრიმინალი და ამ ევროკომისრის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება,- ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა ნათია მოდებაძემ განაცხადა. ნათია მოდებაძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]

ნინო ვარდოსანიძე – როცა ძირი ეთხრებოდა საქართველოში დემოკრატიას, ირღვეოდა ადამიანის უფლებები, ყალბდებოდა არჩევნები და არ არსებობდა ობიექტური მედია, მაშინ არ გვახსოვს სანქციებზე საუბარი და ხალხის ნების გათვალისწინება

მინდა გამოვეხმაურო იმ დიდი დოზის აგრესიას, ბულინგს, შეურაცხყოფას, რაც ბოლო დროს გამოვლინდა, – განაცხადა თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ. მისი თქმით, სამწუხაროა და მიუღებელია ძალადობა ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერი მიმართულებით და კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც ძალადობის წახალისებას ხდება, რადგან, სწორედ ეს არის, რაც რეალურად პროვოცირებას უკეთებს და მწვანე შუქს უნთებს […]

გაეროს სასამართლომ ისრაელს რაფაჰში სამხედრო ოპერაციების შეწყვეტა დაავალა

გაეროს სასამართლომ (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო – ICJ) გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საომარი ოპერაციები რაფაში. გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წუთში ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა საჰაერო დარტყმების სერია განახორციელეს რაფაჰის ცენტრში მდებარე შაბურას ბანაკზე. მიმდინარე მოვლენების შესახებ სისტემატურად განახლებულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მანამდე ისრაელის მთავრობის პრესსპიკერმა BBC-ის განუცხადა, რომ არ არსებობს ძალა მსოფლიოში, რომელიც […]

პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრად ასარჩევად პარლამენტს ეკატერინე ღაზაძე წარუდგინა

პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ასარჩევად პარლამენტს ეკატერინე ღაზაძე წარუდგინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სებ-ის საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პროცესის გამჭვირვალობისათვის დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია შეიქმნა. კომისიამ ხუთ კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია, რომლებსაც პრეზიდენტი ინდივიდუალურად შეხვდა და გაესაუბრა. “დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა წარუდგინა“, – აცხადებენ […]

ქვეყნის მასშტაბით 3000-ზე მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტია რეგისტრირებული – ბექა ფერაძე

მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, 2023 წლის მონაცემებით, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს სამი აკრედიტებული საგამოცდო ცენტრი, სწავლების განხორციელების უფლება კი 23 ორგანიზაციას მიენიჭა – ამის შესახებ ბერაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, შრომის ინსპექციის სამსახურის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. “რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამას, საანგარიშო […]

კრიტიკულად მნიშვნელოვანი წელი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობისთვის

ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები ორივე პარტიიდან ამბობენ, რომ არ სურთ საქართველოს რუსეთთან დაახლოება იხილონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქართველ ხალხს საპირისპირო მიმართულებით სურს სვლა. კანონმდებლები ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უკიდურესად იმედგამაცრუებელია.

თუ დაგვასანქცირეს, არ ავიცრებით, ბანკის სესხს არ გადავიხდით, პროტოკოლს დავიკიდებთ, გაიდლაინებს თავზე დავახევთ – მოროშკინა

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა: მეგობრებო, ერთი კაი ამბავი მაინც გვაქვს! 2025-2028 წელს ახალ პანდემიას გვიანონსებენ.უფრო გრძელს და უფრო “დიადს”, ხოდა თუ არ ვიქნებით ჯანმოში და სხვა დავიდარაბაში, არც ჩავიკეტებით, პროტოკოლს დავიკიდებთ, გაიდლაინებს თავზე დავახევთ, არ ავიცრებით და არც რაი… … კიდევ არის ერთი კაი ამბავი! თუ დაგვასანქცირეს, იმ ქონებას, რომელიც მათ ბანკებში გვაქვს ჩადებული და იპოთეკით […]