“აშშ დგას ქართველი ხალხის გვერდით საქართველოს დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდასაჭერად” – ბლინკენის მოადგილე

“დღეს, ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის. აშშ დგას ქართველი ხალხის გვერდით საქართველოს დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდასაჭერად”
„გირჩი“ „ოცნების“ დეპუტატებს უმრავლესობიდან გამოსვლას და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას სთავაზობს

პარტია „გირჩი“ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს საპარლამენტო უმრავლესობიდან გამოსვლას და მათთან ერთად ახალი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას სთავაზობს. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს. „1. აქამდე თუ იმედი გქონდათ, რომ ამერიკელებთან ბრძოლა უმტკივნეულოდ ჩაივლიდა, დღეს უკვე ცხადია, რა უფსკრულისკენ მიექანებით. 2. თქვენი ლიდერები ამბობენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ. არავინაა ვალდებული ბელადს გადაჰყვეს. პირიქით, ამ დროს მორალური ვალდებულება […]
რუსთაველის მეტროს მიმდებარედ, სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად იკრიბებიან

თბილისში, რუსთაველის მეტროს მიმდებარედ, სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად იკრიბებიან. ისინი მსვლელობით ჯერ პარლამენტთან, ხოლო შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლებენ. პარლამენტთან, თავის მხრივ, შეკრებილია იმავე შინაარსის აქციის მონაწილეთა ნაწილი, რომლებიც, სტუდენტებთან ერთად, მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტრომდე მივლენ. “ეს არის სოლიდარობის მსვლელობა რუსთაველის მეტროდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე. ჩვენ მხარს ვუჭერთ სტუდენტებს, ჩვენს მეგობრებს, რომლებიც […]
„რა რეჟიმშიც დღეს ვართ, ტურიზმზე, ინვესტიციებზე, ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია“ – შოთა ბურჯანაძე

„პოლიტიკური ელიტის სანქცირება გახდება პრობლემა არა მხოლოდ სანქცირებული ადამიანებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის“ – ამის შესახებ „კომერსანტის“ დილი ეთერში რესტორატორმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა. მისი თქმით არსებული მდგომარეობა გეტავს იმ მიზნებს, რისთვისაც საქართველო 30 წლის განმავლობაში იბრძოდა. „თუ ერთი წამით მაინც დავუშვებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები კეთდება ქვეყნისთვის და პოზიტიურია, შედეგად კი მთელი დასავლური სამყარო გვაქცევს […]
“ეს ბიზნესმენებიც უნდა დასანქცირდნენ” – დავით ჭიჭინაძე აშშ–ის საელჩოს

პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:
“ძალადობის ეს შემზარავი ფაქტები არა მხოლოდ გვართმევს შვილებს, დედებს და დებს, არამედ ძირს უთხრის უსაფრთხოების, პატივისცემისა და თანასწორობის ღირებულებებს“ – ომბუდსმენი

“ძალადობის ეს შემზარავი ფაქტები არა მხოლოდ გვართმევს შვილებს, დედებს და დებს, არამედ ძირს უთხრის უსაფრთხოების, პატივისცემისა და თანასწორობის ღირებულებებს“ – ომბუდსმენი სახალხო დამცველი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მთავრობას მოუწოდებს, ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ, სისტემური, თანმიმდევრული ზომები და მკაცრი პოლიტიკა გაატაროს. ომბუდსმენის განცხადების თანახმად, იმისათვის, რომ მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს, უნდა […]
ოლექსი გონჩარენკო – მიმდინარეობს საქართველოს ბელარუსიზაცია

საქართველოს ხელისუფლება საუბრობს ამ ე.წ. კანონზე, სინამდვილეში რაც ხდება, არის ის, რომ მიმდინარეობს საქართველოს ბელარუსიზაცია. შემდეგი ნაბიჯი იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, როგორც ეს მოხდა ბელარუსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „უცხოური გამჭვირვალობის […]
ევროპის ჩემპიონატის პერიოდში ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბს რამაზ სვანაძე შეუერთდება

საქართველოს 21 წლამდე ვაჟთა ნაკრები 6 ივნისს,, საერთაშორისო ამხანაგური მატჩის ეგიდით, ყაზახეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. რამაზ სვანაძის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც გუნდს, უმნიშვნელოვანესი მატჩები შემოდგომაზე ელის. პარალელურ რეჟიმში, თბილისში ახალი ფორმაციის 20-წლამდელთა ნაკრებიც შეიკრიბება, რომელიც 8 ივნისს, ასევე ყაზახ თანატოლებს ტესტ-მატჩში დაუპირისპირდება. გუნდებს შორის შეთანხმების თანახმად, […]
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში უნგრეთი 4:1 დაამარცხა: გამარჯვება ჩიხელიძემ, ბაბუციძემ, თუშიშვილმა და ლოლაძემ მოახერხეს. მარცხი: სომხიშვილი საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში საფრანგეთთან 2:4 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. გამარჯვება: თუშიშვილი, ჩიხელიძე მარცხი: ბაბუციძე, ლოლაძე, ასკილაშვილი, სომხიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა გერმანია 4:1 დაამარცხა. გაიმარჯვება: თუშიშვილი, ჩიხელიძე, […]
სირსკი ამბობს, რომ რუსი სამხედროები ვოვჩანსკისთვის ბრძოლაში არიან “ჩაფლულნი”

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ოლექსანდრ სირსკი ამბობს, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე კვლავ მწვავე შეტაკებები გრძელდება. რუსეთის ჯარი ისევ ცდილობს სასაზღვრო ქალაქ ვოვჩანსკის აღებას. 10 მაისიდან მოყოლებული, უკრაინა ცდილობს რუსეთის ქვეითი საჯარისო ნაწილების იერიშების მოგერიებას ხარკივის რგიონში. ეს ბოლო 18 თვის განმავლობაში მოსკოვის ყველაზე დიდი ტერიტორიული წინსვლაა. “თავდაპირველი წარმატების შემდეგ, მტერი სრულადაა ჩართული და ჩაფლული ვოვჩანკსის ქუჩებში […]