ნიკა გაგნიძე მოსკოვის ლოკომოტივში კარიერის გაგრძელებაზე უარი განაცხადა – Geo Team

Geo Team-ის ინფორმაციით, გორის „დილის“ ფეხბურთელმა ნიკა გაგნიძე მოსკოვის ლოკომოტივში კარიერის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. მათივე ცნობით, ფეხბურთელს რუსეთის ჩემპიონატში თამაში არ სურს. „გორის დილას 23 წლის კაპიტანმა უარი სერიოზულ ფინანსურად უკვე გამზადებულ კონტრაქტზე თქვა“, – წერს Geo Team.

სტუდენტების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი თსუ -ში ლექციის ჩასატარებლად ჩუმად შეაპარეს

სტუდენტების ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი თსუ -ში ლექციის ჩასატარებლად ჩუმად შეაპარეს თსუ-ს სტუდენტების პროტესტის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლექციის ჩასატარებლად მივიდა, თუმცა ცენტრალური შესასვლელით არ უსარგებლია. როგორც უნივერსიტეტთან შეკრებილი გაფიცული სტუდენტები აცხადებენ, ირაკლი კობახიძესთან ლექციაზე “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შეუშვეს და იმიჯი შექმნეს, რომ პრემიერის ლექციას სტუდენტები ესწრებიან. “რაღაც გვირაბებით შევიდა უნივერსიტეტში, რაც კომიკურია. რაღაც სია […]

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ფიზიკურ პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვებსა და სამხედრო დახმარების დაფინანსების შეჩერებაზეა საუბარი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შეზღუდვას ითვალისწინებს, ამერიკელმა სენატორებმა ბენ კარდინმა (მერილენდი), ჯინ შაჰინმა (ნიუ-ჰემპშირი), ჯიმ რიშმა (აიდაჰო), პიტ რიკეტსმა (ნებრასკა), კრის კუნსმა (დელავერი) და ლინდსი გრემმა (სამხრეთ […]

კვარაცხელია – მამარდაშვილის ბოლო საკლუბო მატჩი, ტკივილის გამო შეცვლილი კვირკველია და სხვა ქართველები…

ევროპული საკლუბო ფეხბურთი სეზონს ასრულებს და გზას ევროპის ჩემპიონატს, შემდეგ კი კოპა ამერიკას უთმობს. ბოლო მატჩს ჩაატარებს ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიც”. კვირას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, “დიეგო მარადონაზე” “ლეჩეს” უმასპინძლებს (20:00 სთ). მანამდე ცოტა ადრე (18:15 სთ) ითამაშებს გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” და სეზონს “სელტასთან” სტუმრობით დაასრულებს. საქართველოს ნაკრების საჩემპიონატო განაცხდში მყოფი რამდენიმე ფეხბურთელის მატჩებიც გველის… […]

„გასაგებია, რა სურს ქართველ ხალხს და როგორია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა“ – ჯიმ ო’ბრაიენი

გასაგებია, რა სურს ქართველ ხალხს, გასაგებია, როგორია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა, ბრიფინგზე განაცხადა. ენტონი ბლინკენის თანაშემწის თქმით, სამწუხაროა, რომ ბოლო დროს კონკრეტულმა ქმედებებმა, განსაკუთრებით ძალადობამ და მუქარამ სამოქალაქო საზოგადოებისა და ხანდახან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, კანონმა, რომელიც მიზნად ისახავს სტიგმატიზაციას სწორედ იმ ჯგუფების, რომლებიც […]

ჰელსინკის კომისია MEGOBARI Act-ისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

ჰელსინკის კომისია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI Act-ისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ჰელსინკის კომისიის ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი MEGOBARI Act (საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი) ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და კონგრესმენმა ჯო უილსონმა და კონგრესმენებმა სტივ კოენმა , რიჩარდ ჰადსონმა , მარკ ვეისმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას წარუდგინეს. კანონპროექტი მიზნად […]

I კვარტალში, ქვეყანაში, 34 ტონა ბრიუსელის კომბოსტო შემოვიდა – იმპორტიორი ქვეყნები

I კვარტალში, ქვეყანაში, $16 370-ის ღირებულების 34.06 ტონა ბრიუსელის კომბოსტო შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა 8.44 ტონით შემცირდა, თუმცა გაზრდილია თვითღირებულება. (2023 წლის I კვარტალში, ქვეყანაში, $7 420-ის ღირებულების 42.50 ტონა ბრიუსელის კომბოსტო შემოვიდა). იმპორტიორი ქვეყნები და იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობა 2024 წლის I კვარტალის მიხედვით: ნიდერლანდები […]

აშშ უკრაინას 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს

აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი პაკეტი გამოაცხადა. როგორც უკრაინული მედია წერს, ეს დახმარების უკვე მეხუთე პაკეტია მას შემდეგ, რაც უკრაინისა და სხვა მოკავშირეების დაფინანსების კანონპროექტი მიიღო კონგრესმა და ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს: · საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის; · 155 მმ და 105 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები; […]

თსუ-ს მე-2 კორპუსთან სტუდენტები პრემიერ-მინისტრს საპროტესტო აქციით ხვდებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ სტუდენტები იკრიბებიან. ისინი გეგმავენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საპროტესტო აქციით დახვდნენ, რომელმაც უნივერსიტეტი დღეს ლექცია უნდა ჩაატაროს. სტუდენტები ე.წ. „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ასევე, ტერიტორიიდან ოდნავ მოშორებით დგანან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც. უნივერსიტეტის შესასვლელებს საპატრულო პოლიციისა და უნივერსიტეტის დაცვის სამსახური იცავს. ფოტო: ipn