მაკა ბოჭორიშვილი – მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი ან რეკომენდაცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე – თუ გვჭირდება მისი მიახლოება ევროპულ სტანდარტებთან, დიახ, ჩვენ მზად ვართ

არსებობს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები, როდესაც საქმე ეხება ამ [არასამთავრობო] ორგანიზაციების დაფინანსებას. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ამ ორგანიზაციების გაზრდილ მონაწილეობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით Euronews-თან საუბრისას განაცხადა. როგორც ბოჭორიშვილმა განმარტა, იმ მუხლში, სადაც აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ დარეგისტრირების ვალდებულება, ნათქვამია, რომ […]
ნიკოლ ფაშინიანის ვერტმფრენი, სავარაუდოდ უამინდობის გამო, ავარიულად დაეშვა (ვიდეო)

ნიკოლ ფაშინიანის ვერტმფრენი, სავარაუდოდ უამინდობის გამო, ავარიულად დაეშვა (ვიდეო) სომხური მედიის ინფორმაციით, პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ვერტმფრენი ქალაქ ვანაძორში ავარიულად დაეშვა. მიზეზად უამინდობა დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა თავად ფაშინიანმაც გაავრცელა სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ ის თავს კარგად გრძნობს. “ჩემო საყვარლებო, ყველაფერი კარგადაა. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ჩვენი ვერტმფრენი ვანაძორში დაჯდა. ახლა ჩვენ ვაგრძელებთ […]
ვითომ სტიგმას ებრძვიან და ამ დროს თვითონ დგანან სტიგმის მხარეს, ვითომ ევროპა უნდათ და ბოლშევიკური ფსიქოლოგიით არიან შეპყრობილი, ვითომ ადამიანის უფლებებს იცავენ და მათთვის ადამიანს ფასი არ გააჩნია – რატი იონათამიშვილი

ვითომ სტიგმას ებრძვიან და ამ დროს თვითონ დგანან სტიგმის მხარეს, ვითომ ევროპა უნდათ და ბოლშევიკური ფსიქოლოგიით არიან შეპყრობილი, ვითომ ადამიანის უფლებებს იცავენ და მათთვის ადამიანს ფასი არ გააჩნია – რატი იონათამიშვილი ჩემი ცხოვრების თითოეული დღე მეამაყება, რადგან ჩემი ცხოვრება სავსეა ბრძოლით, საინტერესო თავგადასავლებით, წარმატებით და გამარჯვების ისტორიებით. ძალიან გამიმართლა ჩემს მეგობრებში, გუნდშიც და თანამებრძოლებშიც; რომ […]
მაკენა “მანჩესტერ იუნაიტედს” ელოდება – მწვრთნელი ჯერ სხვა ვარიანტებს არ განიხილავს

The Times-ის ინფორმაციით, “იფსვიჩის” დამრიგებელ კირან მაკკენას “მანჩესტერ იუნაიტედის” ჩაბარება სურს და ჯერჯერობით სხვა ვარიანტების განხილვისგან თავს იკავებს. 38 წლის სპეციალისტის სამსახურით ასევე პრემიერ ლიგის გუნდები “ბრაიტონი” და ლონდონის “ჩელსიც” ინტერესდებიან. თავის მხრივ, დიდია ალბათობა, რომ დღეს გასამართი ინგლისის FA CUP-ის ფინალის შემდეგ, სადაც “წითელი ეშმაკები” თანაქალაქელ “სიტის” დაუპირისპირდებიან, “მანჩესტერის” ამჟამინდელ დამრიგებელ ერიკ ტენ ჰაგს […]
Georgian Wings-ი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის 14 ჩარტერულ ფრენას შეასრულებს

ევროპის ჩემპიონატზე ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის Georgian Wings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ის ტიპის საჰაერო ხომალდით, 14-მდე ჩარტერულ ფრენას შეასრულებს. ჩარტერული ავიარეისები საქართველოს მთავრობის მიერ არის სუბსიდირებული საქართველოს მოქალაქეებისათვის. ნაკრების თამაშებზე სუბსიდირებული ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ის პლათფორმის მეშვეობით განსაზღვრული წესების და პირობების შესაბამისად. ბილეთის შეძენის წესები და […]
25 და 26 მაისს ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციები დაანონსდა

გუშინდელი „თავისუფლების მარში“, ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დასრულდა. აქციის მონაწილეებმა დასრულებისას საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შეასრულეს და ევროკავშირის დროშა გაშალეს. დღეს, 25 მაისს, 19:00-დან ფრანების აქცია-პერფორმანსი გაიმართება. „მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს უწყვეტ აქციებს, 25 მაისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტის წინ, შემდგომ კი გვექნება პოზიტიური და ენერგიული მსვლელობა.როგორც გვაცნობეს, მსვლელობის დროს შემოგვიერთდებიან ლექტორები […]
იენს სტოლტენბერგი – ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნან

იენს სტოლტენბერგი – ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნან იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნან. „მოვიდა დრო, რომ მოკავშირეებმა გარკვეული შეზღუდვების მოხსნა განიხილონ, რომლებიც მათ უკრაინას მიწოდებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით დაუწესეს. განსაკუთრებით […]
სპეცრაზმის ლანჩისთვის შსს-მ დამატებით 665 000 ლარი დახარჯა – როგორ გამოიყურება მენიუ

თბილისში ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მობილიზებული პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ლანჩისთვის ბიუჯეტიდან ერთ თვეში 665 244 ლარი დაიხარჯა. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი, 515 244 ლარი ტენდერის გარეშე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე პერიოდში გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება, შესაბამისად, უცნობია ვისთან გააფორმა […]
I კვარტალში $2.7 მილიონის მოჭრილი ყვავილი იმპორტირდა

საქსტატის მონაცემებით, I კვარტალში , ქვეყანაში $2 734 860-ის ღირებულების 635.82 ტონა მოჭრილი ყვავილები და კოკრები იმპორტირდა. TOP 4 იმპორტიორი ქვეყანა ბოლო 5 წლის განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება: 2019 თურქეთი- 382.58ტ ($ 389.48 ათასი); კენია-164.56ტ ($639.58 ათასი); სომხეთი- 115.57ტ ($453.11 ათასი); ეკვადორი- 85.43ტ ($518.59 ათასი); 2020 თურქეთი- 245.24ტ ($ 221.55 ათასი); სომხეთი-96.56ტ ($413.25 ათასი); ეკვადორი- 78.15ტ […]
ბაიდენი „შარშია“ – ლეგალური საშუალებებით ტრამპის სასამართლო „თხრილში ჩაგდება“ ვერ მოხერხდა

პარტია „ ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს და წინასაარჩევნო კამპანიას ეხმიანება. „საარჩევნო მარათონის 5 ნოემბრის კულმინაციამდე შვიდ თვეზე ნაკლები რჩება, ხოლო ამომრჩევლების განწყობის „ქარი“ აშკარად, ტრამპის „იალქნების აფრებს“ ავსებს.“-წერს ქართველიშვილი. დავით ქართველიშვილის თქმით activevote-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა ლოიალობის ხარისხში სხვაობა, ტრამპსა და ბაიდენს შორის არა ოთხი, არამედ უკვე […]