შოთა შალელაშვილი – სანქციები არ არის იურიდიული ინსტიტუტი, არამედ სუვერენული სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა – ხელისუფლებავ, თუ თქვენ არ გესმით, ვინმე კომპეტენტურს სთხოვეთ სწორად განგიმარტონ რასთან გაქვთ საქმე

ხელისუფლებავ, თუ თქვენ არ გესმით, ვინმე კომპეტენტურს სთხოვეთ სწორად განგიმარტონ რასთან გაქვთ საქმე, – ამის შესახებ „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შოთა შალელაშვილი აცხადებს. როგორც ის განმარტავს, სანქციები იურიდიული თვალსაზრისით, ყველა მოქალაქის კოლექტიური პასუხისმგებლობაა მთავრობის ქმედებებზე. „რა არის სანქციები სამართლებრივი თვალსაზრისით? რომელ შემთხვევაში შეუძლიათ სახელმწიფოებს სანქციების დაწესება და რომელ შემთხვევაში იქნება ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა? ყველა სახელმწიფო […]

UNiDAYS-ის კვლევით, თბილისი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია, სადაც სტუდენტები 2024 წლის არდადეგებზე იმოგზაურებდნენ

საქართველოს დედაქალაქი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ლოკაციად დასახელდა – მსოფლიოს უდიდესი სტუდენტური ქსელის, UNiDAYS-ის კვლევის მიხედვით, თბილისი ყველაზე მიმზიდველი დესტინაციაა, სადაც სტუდენტები 2024 წლის არდადეგებზე იმოგზაურებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, თამარ ყორიაულის შეფასებით, სასიხარულოა, რომ თბილისი, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო მედიისა და პლატფორმების მიერ არაერთხელ დასახელდა, […]

რატი ბრეგაძე – სიმართლემ გაიმარჯვა და სტრასბურგის, უკვე მესამე, გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სააკაშვილი, არც სინდისის პატიმარი, არც პუტინის პირადი ტყვე, არამედ მსჯავრდებულია, რომელიც სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. რატი ბრეგაძე იხსენებს, თუ როგორ უტევდნენ სახელმწიფოს და ცდილობდნენ დაერწმუნებინათ საზოგადოება თითქოს სააკაშვილს წამლავდნენ, აწამებდნენ და უსამართლოდ ჰყავდათ პატიმრობაში. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ადამიანების გარკვეულ […]

ქალაქ წალენჯიხის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ წალენჯიხაში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ, დირექტორის მოადგილე აკაკი მშვიდობაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გიორგი გუგუჩიამ და კონტრაქტორი კომპანიის ამხანაგობა ,,ინვესტ გრუპი”-ის წარმომადგენლებმა […]

გვარდიოლამ თავისი აზრით ინგლისის ისტორიაში საუკეთესო კლუბი დაასახელა

“სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლა FA CUP-ის ფინალის წინ, სადაც მისი გუნდი თანაქალაქელ “იუნაიტედს” დაუპირისპირდება, თავისი აზრით ინგლისის ისტორიაში საუკეთესო კლუბი დაასახელა. საინტერესოა, რომ ასეთად პეპმა სწორედ მისი გუნდის დღევანდელი მეტოქე დაასახელა. “ბოლო 10 წლის მიხედვით მათზე უკეთესი შედეგები გვაქვს, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედს” უდიდეს პატივს ვცემთ. ჩემი აზრით, ინგლისის ისტორიაში საუკეთესო კლუბი სწორედ “მანჩესტერია”, – […]

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი წარმატებით გაიხსნა

ლევილის ისტორიული მამული ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალს უკვე მეორედ მასპინძლობს. ფესტივალი 24 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება საქართველოდან ემიგრირებული მთავრობის მიერ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში შეძენილ მამულში, რომელიც საქართველოს საკუთრებად 2016 წელს გადმოეცა. საფესტივალო ღონისძიებები ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება. ფესტივალზე დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასოა. ქართული ფესტივალის პირველ დღეს – მოეწყო სამხატვრო აკადემიის […]

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი – იტალია პალესტინელების დასახმარებლად 35 მილიონ ევროს გამოყოფს

იტალია პალესტინელების დასახმარებლად 35 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა. ანტონიო ტაიანის ცნობით, იტალია გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს დაფინანსებას განაახლებს და სააგენტოს პროექტებისთვის 5 მილიონ ევროს, ხოლო დარჩენილ თანხას „საკვები ღაზასთვის“ ინიციატივის დაფინანსებისთვის გამოყოფს. „იტალიამ გადაწყვიტა კონკრეტული პროექტების დაფინანსება განაახლოს, რომლებიც პალესტინელი ლტოლვილების დახმარებას ითვალისწინებს, მაგრამ მხოლოდ […]

ჰელსინკის კომისია აქვეყნებს ინფორმაციას MEGOBARI Act-ის შესახებ

ჰელსინკის კომისია აქვეყნებს განცხადებას MEGOBARI აქტისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ, რომელიც მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების, ადამიანის უფლებებისა და საქართველოში კანონის უზენაესობისკენ. ამასთანავე, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დაუპირისპირდეს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენებს. ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. MEGOBARI აქტის ძირითადი დებულებები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა – […]

TOP 100 საუკეთესო პურში, შოთი 87-ე ადგილზე გავიდა

Testeatlas-მა მსოფლიოში საუკეთესო პურების ასეული გამოაქვეყნა, სადაც შოთმა 87-ე ადგილი დაიკავა. „შოთი — ქართული თონის პურის სახეობა, გრძელი და რკალისებური ფორმის. მზადდება მთლიანი ხორბლის ფქვილით, მარილით, წყლით და საფუარით. მას, ტრადიციულად, აცხობენ წრიულ, ღრმა ღუმელში, რომელსაც თონეს უწოდებენ, მანამ, სანამ ოქროსფერი არ გახდება. ახლად გამომცხვარ პურს ათავსებენ ხის თაროებზე გასაცივებლად და ჩვეულებრივ, ქაღალდში გახვეულს ყიდიან. […]

ეს იყო ამ სპექტაკლის მონაწილეების ინდივიდუალური გადაწყვეტილება და აქტიურობა, რომელსაც თეატრის გარკვეული ნაწილი არ იზიარებს და არ ემხრობა

მსახიობი თემურ გვალია ეხმიანება მისი კოლეგების მხრიდან, თუმანიშვილის თეატრში, სპექტაკლის ბოლოს გაკეთებულ პოლიტიკურ განაცხადს, როდესაც მსახიობებმა გაშალეს ბარენები წარწერით “არა რუსულ რეჟიმს”. თემურ გვალიას განმარტებით, ეს იყო კონკრეტული მსახიობების და არა თუმანიშვილის თეატრის პოზიცია. “ახლა მომისმინეთ! გუშინ “მარჯანიშვილის თეატრში” გაიმართა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში” დადგმული სპექტაკლი “მეფე ლირი”. სპექტაკლი როცა დამთავრდა, ეგრედწოდებული “პაკლონის” შემდეგ გაიშალა […]