კალაძე სანქციებზე: თუ ახორციელებ ზემოქმედებას, არ ვყოფილვართ მეგობრები, მტრები ვყოფილვართ

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ აშშ-ის სანქციებზე საუბარი პარტნიორული არაა და აღნიშნული ურთიერთობები “გადატვირთვას” საჭიროებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. “აბსოლუტურად გაუგებარია, ჯერ ის სანქციების ნაწილი, რომელიც იქნა გაჟღერებული მიმოსვლასთან დაკავშირებით. რის გამო? რის გამო, რომ ქვეყანაში პარლამენტი, რომელიც ქვეყნის უმრავლესობამ აირჩია, იღებს კანონს, რომელიც ეხება მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს – გამჭვირვალობას. როდესაც […]
კალაძე სავიზო შეზღუდვაზე: გადავიტანთ როგორმე… პანდემიის რთული პერიოდი გამოვიარეთ

გადავიტანთ როგორმე… ისეთი რთული პერიოდი გამოვიარეთ, როგორიც იყო პანდემია, როდესაც ყველანაირი გადაადგილება შეზღუდული გვქონდა. ყველაფერს გავუძლებთ.
განცხადება „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ – ქართველი ჩინოვნიკების პასუხისმგებლობა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის საპასუხოდ, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირების შეზღუდვას ითვალისწინებს, ამერიკელმა სენატორებმა ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის და ფიზიკური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს, რომლებიც კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და „უცხოური […]
რაჭველიშვილი: თბილისის ოპერამ პრეზიდენტს 26 მაისს დღისადმი კონცერტის ჩატარებაზე უარი უთხრა

მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილის ინფორმაციით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩატარებაზე პრეზიდენტს უარი უთხრა. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს. “ეს უარი ოპერის დირექციის მხრიდან მათ მიმართ, ვინც პარტიის მსახური არ არის, პირველი არაა, სამწუხაროდ! დროა ოპერის დირექცია შეიცვალოს სასწრაფოდ! უკვე დიდი ხანია ვიკავებ თავს და არ ვსაუბრობ იმ აბსოლუტურად მიუღებელ მენეჯმენტის […]
ლარი უფასურდება – Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.7785 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათის მონაცემებით, ერთი დოლარი 2.7785 ლარად ივაჭრება. ცნობისთვის, 24-ში 1 დოლარი 2.7248 ლარად ივაჭრებოდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა დააწესა სანქციების რეჟიმი საქართველოში დემოკრატიის გაუარესებისა და რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. სანქციები განისაზღვრება აღნიშნულისთვის პასუხისმგებელი პირებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ, თუმცა სანქცირებულ პირთა სია ჯერჯერობით გამოქვეყნებული […]
სომხეთთან საზღვრის დადგენის პროცესში აზერბაიჯანმა ოთხ სოფელში ეროვნული დროშები აღმართა

სომხეთთან საზღვრის დადგენის პროცესში, 34 წლის შემდეგ პირველად აზერბაიჯანმა ოთხ სოფელში ეროვნული დროშები აღმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დელიმიტაციის სამუშაოების შედეგად განისაზღვრა სასაზღვრო ხაზი 12 კილომეტრის სიგრძით, რამაც უზრუნველყო აზერბაიჯანისთვის ყაზახის რეგიონის ოთხი სოფლის – ბაგანის აირმის, აშაგი ასკიფარის, ხეირიმლისა და ყიზილგაჯილის დაბრუნება. აღნიშნულ სოფლებზე კონტროლი ოფიციალურად დაამყარა აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა. […]
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც ზუგდიდის სოფელ კორცხელში ცოლი მოკლა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც ზუგდიდის სოფელ კორცხელში ცოლი მოკლა პროკურატურის ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საუბარია კაცზე, რომელმაც ზუგდიდის სოფელ კორცხელში ცოლი მოკლა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 მაისს, ზუგდიდში ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლეს ჩაქუჩით თავის და სხეულის სხვადასხვა […]
UNiDAYS-ის კვლევით, თბილისი ყველაზე მიმზიდველი ქალაქია, სადაც სტუდენტები 2024 წლის არდადეგებზე იმოგზაურებდნენ

საქართველოს დედაქალაქი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ლოკაციად დასახელდა – მსოფლიოს უდიდესი სტუდენტური ქსელის, UNiDAYS-ის კვლევის მიხედვით, თბილისი ყველაზე მიმზიდველი დესტინაციაა, სადაც სტუდენტები 2024 წლის არდადეგებზე იმოგზაურებდნენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაცია ავრცელებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, თამარ ყორიაულის შეფასებით, სასიხარულოა, რომ თბილისი, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო მედიისა და პლატფორმების მიერ არაერთხელ დასახელდა, როგორც […]
ტანმოვარჯიშე ბარბარე ქაჯაიამ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბუდაპეშტი მხატვრული ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე ბაფთით ვარჯიშში იუნიორებს შორის მესამე ადგილი დაიკავა ქართველმა ტანმოვარჯიშე ბარბარე ქაჯაიამ, რომელმაც ფინალში 29 000 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ბაფთით ვარჯიშში ჩემპიონი – რუმინელი სპორტსმენი, ვიცე-ჩემპიონი კი ბულგარელი ტანმოვარჯიშე გახდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ ბარბარე ქაჯაია იუნიორებს შორის პირველი სპორტსმენია, რომელმაც საქართველოს კონტინენტის პირველობაზე […]
საქართველსთან ურთიერთობები არასწორად ვითარდება, უნდა გადავხედოთ – სენატორი კარდინი

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ბენ კარდინის განცხადებით, რუსული კანონის მიღება საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის მიზეზია. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. სენატორის თქმით, აშშ-საქართველოს ურთიერთობები არასწორი მიმართულებით ვითარდება. „მე უკვე ვთქვი, რომ საქართველოს ეს ნაბიჯი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვის მიზეზია. ჩვენ უნდა გადავხედოთ ურთიერთობებს – ის არასწორი მიმართულებით ვითარდება, ესაა ის, რაც არ […]