„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 26 მაისს რუსთაველზე სამეწარმეო მარკეტი მოეწყობა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებთან ერთად, ტრადიციულად, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო მარკეტი მოეწყობა, რომლის მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა. ღონისძიებაში 100-ზე მეტი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას, მათი უმრავლესობა სააგენტოს სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარია. გამოფენა-გაყიდვაზე მეწარმეები წარმოადგენენ საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალსახეობას – ხის ნაკეთობებს, სათამაშოებს, სახლის […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები აქციას და მსვლელობას დღესაც გამართავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციასა და მსვლელობას დღესაც გამართავენ. არსებული ინფორმაციით, დღეს, 17:00 საათზე, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, ვაკის პარკიდან პარლამენტის მიმართულებით, აღნიშნული კანონის საწინააღმდეგო მარშს აანონსებენ. 19:00 საათზე კი, საკანონმდებლო ორგანოს წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები აქციას გამართავენ. ასევე, გაიმართება ფრანების პერფორმანსი.

საერთაშორისო პოლიტიკაში, კულისებს მიღმა ყოველთვის არის ე.წ. ბაზარი გარიგებებზე, მეტწილად დამამცირებელზე. ბიძინა ივანიშვილი არ წავიდა ამ ბინძურ თამაშებში, სამაგიეროსაც უხდიან წარმავალი ფაშისტები

საერთაშორისო პოლიტიკაში, კულისებს მიღმა ყოველთვის არის ე.წ. ბაზარი გარიგებებზე, მეტწილად დამამცირებელზე. ბიძინა ივანიშვილი არ წავიდა ამ ბინძურ თამაშებში, სამაგიეროსაც უხდიან წარმავალი ფაშისტები ანალიტიკოსი გია აბაშიძე ენტონი ბლინკენის განცხადებასთან დაკავშირებით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას ეხმიანება, სადაც ტექნიკურ დეტალს განმარტავს და აღნიშნავს, რომ სანქცირებულთა სიას არ აქვეყნებენ. როგორც ანალიტიკოსი წერს, […]

2024 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდება ისე გამჭვირვალედ და სუფთად, როგორც ძალიან ბევრ ევროპული ქვეყანაშიც არ ტარდება

2024 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდება ისე გამჭვირვალედ და სუფთად, როგორც ძალიან ბევრ ევროპული ქვეყანაშიც არ ტარდება „საარჩევნო სისტემა, რომელიც ცესკოს დღევანდელმა ადმინისტრაციამ შექმნა საქართველოში, 2024 წლის არჩევნებზე კითხვის ერთ ნიშანსაც არ დატოვებს,“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის არჩევნები უნაკლოდ ჩატარდება, მოსალოდნელია, რომ […]

ნიკოლ ფაშინიანის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა

უამინდობის გამო ნიკოლ ფაშინიანის ვერტმფრენს ავარიულად დაშვება მოუხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტაშირში მიფრინავდა, როდესაც ამინდის პირობების გაუარესების გამო, მისი ვერტმფრენი ვანაძორის სტადიონზე ავარიულად დაეშვა. მოგვიანებით, ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ იგი კარგად არის და გზას ავტომობილით აგრძელებდა. „ყველაფერი კარგადაა. უამინდობის გამო, ჩვენმა ვერტმფრენმა ვანაძორში დაუგეგმავი დაშვება […]

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 26 მაისს რუსთაველზე სამეწარმეო მარკეტი მოეწყობა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებთან ერთად, ტრადიციულად, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო მარკეტი მოეწყობა, რომლის მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა. „აწარმოე საქართველოს” ცნობით, ღონისძიებაში 100-ზე მეტი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას, მათი უმრავლესობა სააგენტოს სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარია. გამოფენა-გაყიდვაზე მეწარმეები წარმოადგენენ საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალსახეობას – ხის […]

მამაკაცს, რომელმაც ზუგდიდში ცოლი თავში ჩაქუჩის ჩარტყმით მოკლა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

მამაკაცს, რომელმაც ზუგდიდში ცოლი თავში ჩაქუჩის ჩარტყმით მოკლა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს. „საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ […]

თბილისის ოპერამ პრეზიდენტს 26 მაისს დღისადმი კონცერტის ჩატარებაზე უარი უთხრა – ანიტა რაჭველიშვილი

მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილის ინფორმაციით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ჩატარებაზე პრეზიდენტს უარი უთხრა. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს. “ეს უარი ოპერის დირექციის მხრიდან მათ მიმართ, ვინც პარტიის მსახური არ არის, პირველი არაა, სამწუხაროდ! დროა ოპერის დირექცია შეიცვალოს სასწრაფოდ! უკვე დიდი ხანია ვიკავებ თავს და არ ვსაუბრობ იმ აბსოლუტურად მიუღებელ მენეჯმენტის […]

ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ კაცს ბრალი წარუდგინეს

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ “23 მაისს, ზუგდიდში, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლეს ჩაქუჩით თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა”. სამართალდამცველებმა ბრალდებული 24 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ […]

85 დეპუტატიდან როგორ არ უნდა მოიძებნოს თუნდაც 10 წესიერი ადამიანი – გოცირიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი, რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართავას, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისას რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირონ. ამის შესახებ გოცირიძე Facebook-ზე წერს. „უმრავლესობის წევრი 85 დეპუტატიდან, როგორ არ უნდა მოიძებნოს თუნდაც 10 წესიერი ადამიანი, რომელიც დაძლევს შიშს და ქვეყნისა და თავისი ოჯახის ინტერესებს დააყენებს ერთი რუსი ოლიგარქის პირად ინტერესებზე მაღლა და მომავალ […]