ლიეტუვის პრემიერი – ქართველმა ხალხმა ცხადად აირჩია ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის – მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ ერის ნება და დაუბრუნდნენ ევროპული ინტეგრაციის კურსს

ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და ქართველმა ხალხმა ცხადად აირჩია ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის, – ასე ულოცავს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. „მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი ერის ნება და დაუბრუნდნენ ევროპული ინტეგრაციის კურსს, როგორც ეს კონსტიტუციაშია გათვალისწინებული”, – წერს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.
ემანუელ მაკრონი – საქართველომ თავად უნდა აირჩიოს თავისი გზა – ევროპის გზა არის კანონის, დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობის დაპირების გზა, დიალოგისა და სანდო და თავაზიანი პარტნიორობის ფარგლებში

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წერილს უგზავნის. მაკრონი ქართველ ხალხს და პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ საქართველომ თავად უნდა აირჩიოს თავისი გზა. ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპის გზა არის კანონის, დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობის დაპირების გზა, დიალოგისა და სანდო და თავაზიანი პარტნიორობის ფარგლებში. „ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე, საქართველოს […]
ანა ფოტიგა – ვუსურვებ მამაც ქართველ ხალხს სიძლიერეს ყველა დაბრკოლების გადასალახად, რომელიც ზღუდავს მათ გრძელვადიან განვითარებას და კეთილდღეობას- გაუმარჯოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს

გაუმარჯოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს, დაე, საქარველოს ტერიტორიული მთლიანობა სრულად იქნას აღდგენილი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოს ხანგრძლივი და მდიდარი ისტორია აქვს. ეს დღე აღნიშნავს ქვეყნის თავისუფლების სულისკვეთებას, რადგან ის ზეიმობს 1918 წელს რუსეთისგან დამოუკიდებლობას. ვუსურვებ მამაც ქართველ ხალხს სიძლიერეს ყველა დაბრკოლების გადასალახად, რომელიც ზღუდავს მათ გრძელვადიან განვითარებას და […]
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რაჭაში აღნიშნავს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რაჭაში აღნიშნავს. ადმინისტრაცია ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გიმასპინძლებთ რაჭაში, ამბროლაურში. ღონისძიების ადგილი: ამბროლაური, დათუნა სხირტლაძის სახელობის სკვერი. 14:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; 14:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა; 14:00-18:00 საბავშვო აქტივობები: გააფერადე კავკასიური სოჭი, ღვინის ეტიკეტის შექმნა, პატარა მებაღეები, ლობიანის დამზადების მასტერკლასი, თექისა და ფარდაგების დამზადება, ილუზიონისტის შოუ, […]
საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესია ყოვლადწმინდა სამების დღეს აღნიშნავს

საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესია ყოვლადწმინდა სამების დღეს აღნიშნავს. „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს ულოცავს საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს და წარმატებებს უსურვებს მათ. დღეს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ყოვლადწმინდა სამების – მამის, ძის და სულიწმინდის დღესასწაულს აღნიშნავს“, – წერია ინფორმაციაში.
ჰერალდიკის საბჭო საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჰერალდიკის საბჭო საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „26 მაისი ეროვნული ერთიანობის დღეა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ ამ დღეს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები – სახელმწიფო დროშა და სახელმწიფო გერბი. ისინი გამოხატავენ საქართველოს ისტორიულ გზას, არჩევანს. საქართველოს დროშა, ქვეყნის ცივილიზაციური კუთვნილების სიმბოლოა, განმტკიცებული კონსტიტუციით და თითოეული მოქალაქის სულისკვეთებით. დროშა ჩვეულებისამებრ გადმოვფინოთ სახლიდან, აღვმართოთ თვალსაჩინო ადგილას. ტრადიცია უკვე დამკვიდრებულია და ყოველ […]
ჩეხეთის ელჩი – საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია, მისი მომავალი ევროპაშია

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი, პეტრ კუბერნატი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ელჩის განცხადებით, საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და მისი მომავალი ევროპაშია. „ძვირფასო ქართველო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და მისი მომავალი ევროპაშია!“, – აღნიშნულია ელჩის მილოცვაში.
იუდეველები დღეს ლაგ¬ბაომერს ზეიმობენ

იუდეველები ლაგ-ბაომერს ზეიმობენ. „ლაგ-ბაომერი უძველესი იუდეური დღესასწაულია, რომელიც, გადმოცემის თანახმად, რომაელთაგან დაპყრობილ ისრაელში თორის სწავლების აკრძალვასა და ებრაელთა პროტესტს, რომაელებზე ებრაელთა გამარჯვებას უკავშირდება. ლაგ-ბაომერი მხიარული დღესასწაულია, რომელსაც ლოცვაში, სიმღერასა და ცეკვაში ატარებენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ლაგ-ბაომერს ყველა იუდეველს, საქართველოს ებრაულ თემს და კეთილდღეობას, წარმატებას უსურვებს მათ” , – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კათოლიკური ეკლესია ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს აღნიშნავს

კათოლიკური ეკლესია ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს აღნიშნავს. „ყოვლადწმინდა სამების – მამის, ძის და სულიწმინდის დღესასწაულს აღნიშნავს დღეს კათოლიკური ეკლესია. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სამების დღესასწაულს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ლათინური წესით კათოლიკეებსა და საქართველოს ყველა კათოლიკე მოქალაქეს”, – წერია ინფორმაციაში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქვეყნის ყველა მოქალაქეს პირველი რესპუბლიკის დღეს ულოცავს

დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დღეა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქვეყნის ყველა მოქალაქეს პირველი რესპუბლიკის დღეს ულოცავს. „26 მაისი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაბადების დღეა. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს. არსებობის არასრული სამი წლის მიუხედავად, პირველმა რესპუბლიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის პოლიტიკურ, […]