ჩვენი მუდმივი პასუხისმგებლობაა, რომ წინაპრებისგან მოპოვებულ და გადმოცემულ საგანძურს, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს გავუფრთხილდეთ და არავის დავუთმოთ – პრეზიდენტი

ჩვენი მუდმივი პასუხისმგებლობაა, რომ წინაპრებისგან მოპოვებულ და გადმოცემულ საგანძურს, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს გავუფრთხილდეთ და არავის დავუთმოთ – პრეზიდენტი ნუ მიეცემით უიმედობას, ეს ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა აქამდე თქვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოყვანილია, შენარჩუნებულია და დღეს, ჩვენვე უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. […]
კობახიძე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტს ღალატში ადანაშაულებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს, ღალატში ადანაშაულებს. კობახიძის თქმით, „ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა“ უზრუნველყო, რომ „მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, გასული 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდა“: „გასული 34 წლის მანძილზე, საქართველომ მრავალი განსაცდელი გამოიარა. გამოვიარეთ სამი ომი […]
პრეზიდენტი: როდესაც რუსეთის აჩრდილი თავს გვადგას, EU-სთან და აშშ-სთან პარტნიორობა სასიცოცხლოა

დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს, ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, სხვისი დოგმებითა და ბორკილებით. სწორედ ამიტომ, მტკიცედ მწამს, რომ საქართველოს ვერავინ და ვერასოდეს დააბრუნებს წარსულში. მჯერა და მინდა, თქვენც დაგარწმუნოთ, რომ არც ჩიხში ვართ შესული, არც წრეზე ვტრიალებთ და არც ნიჰილიზმსა და უიმედობას აქვს ადგილი ჩვენში. ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და გამოსავალიც ჩვენვე უნდა მოვნახოთ. მე, […]
პრეზიდენტი: არც ერთი ომის პარტია არსებობს ევროპაში, რეალური ომის პარტია ერთია – რუსეთი

ევროპული კავშირის არის თავისუფლების სივრცე, სადაც არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა მისი და მისი ხალხის ნების გარეშე. ეს არის გზა ღიაობის, სამართლიანობისა და განვითარების. ეს არისა ადგილი, სადაც დაცულია, თუნდაც ყველაზე პატარა ერი, მისი ენა სარწმუნოება, იდენტობა და ტრადიცია. ეს არის კავშირი, სადაც დაცულია ადამიანი, ოჯახი, მისი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, სოციალური მდგომარეობა, სოციალური ცხოვრება, მისი სიბერე – […]
2004-12 წლებში გამოვიარეთ ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა, აგენტურის მმართველობა – კობახიძე 26 მაისს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებაზე აცხადებს, რომ საქართველომ 2004-12 წლებში, – „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, – „ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა“ და „აგენტურის მმართველობა“ გამოიარა. „გასული 34 წლის მანძილზე საქართველომ მრავალი განსაცდელი გამოიარა, გამოვიარეთ სამი ომი 90-იანი წლების დასაწყისში, 2004-12 წლებში გამოვიარეთ ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა, ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა და მეოთხე ომი“, – განაცხადა […]
პრეზიდენტი: საქართველოს ვერავინ და ვერასოდეს დააბრუნებს წარსულში

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სამხედრო ფიცი ჩაიბარა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. სალომე ზურაბიშვილის სიტყვას „ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ: „მოგმართავთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო, თქვენი უმაღლესი მთავარსარდალი, ვინც იცავთ საქართველოს და მის დამოუკიდებლობას! მოგმართავთ თქვენ, ვინც დღეს დებთ ფიცს და მზად ხართ ემსახუროთ საქართველოს! გამარჯვებული და დაუმარცხებელია ერი, […]
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მსოფლიოს ქალაქების ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა – ფოტოები

ამ ქალაქებს შორისაა: სტრასბურგი, ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო, პარიზი, დუბლინი, ასუანი, მადრიდი, სტამბოლი, ზაგრები, ნიქოზია, სკოპიე, ჰააგა და ა.შ. 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობა განათდა; ნიუ-იორკში, თაიმსქვერის ბილბორდზე საქართველოს დროშა გამოისახა; სან-ფრანცისკოში, მერიის შენობაზე აღიმართა ქართული დროშა; საქართველოს დროშები გამოისახა მსოფლიოს ღირსშესანიშნაობაზე – ძვ.წ. მე-7 – მე-6 საუკუნის ფილეს ტაძრის კომპლექსზე ასუანში; დუბლინის […]
ძვირფასო ქართველო კოლეგებო და მეგობრებო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია – ჩეხეთის ელჩი

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბერნატი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ელჩის მილოცვაშია ნათქვამი, საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და მისი მომავალი ევროპაშია. „ძვირფასო ქართველო კოლეგებო და მეგობრებო, დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და მისი მომავალი ევროპაშია!“, – აღნიშნავს ელჩი.
დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მიმდინარე წელს – ლევან დავითაშვილი

ყველა ქართველს მივულოცავ დღევანდელ დღეს, დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა. „დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულია ყველა დღესასწაულს შორის და სიმბოლურია, რომ ჩვენთვის დამოუკიდებლობის დღეა ზუსტად ეროვნული დღესასწაული, რადგან დამოუკიდებლობას განსაკუთრებული ფასი აქვს ქართველებისთვის. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით და ახლა […]
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“, – აღნიშნავს ეროვნული ბანკი.