“ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – წინ, საქართველო!” – ევროკავშირის წარმომადგენლობა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს: “ვულოცავთ საქართველოს 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს! დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნასთან ერთად, საქართველო პატივს მიაგებს მათ ხსოვნასა და თავდადებას, ვინც ამ დღისთვის იღვწოდა. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. წინ, საქართველო!”

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროდ, უფრო საარჩევნო გამოსვლას ჰგავდა, ვიდრე ზეპოლიტიკური პრეზიდენტის გამოსვლას – სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთლიანობა არც კი ახსენა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მთლიანობა არც კი ახსენა და არც აფხაზებსა და ოსებს მიმართა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს აჩვენებს იმას, რომ პრეზიდენტი აცდენილია ქართველი ხალხის მიზნებს. „არ შევაფასებ. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის ეს უფრო საარჩევნო გამოსვლას ჰგავდა, ვიდრე ზეპოლიტიკური პრეზიდენტის გამოსვლას. შეიძლება გამომრჩა, მაგრამ როგორც […]

პრემიერი – გონივრულმა ნაბიჯებმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ ეგზისტენციალური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა

ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეგზისტენციალური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისში, წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. […]

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს მისალოც წერილს უგზავნის

აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მისალოც წერილს უგზავნის. „ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, მეგობარი საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თქვენ და მთელ თქვენს ხალხს გულწრფელ მილოცვას გადმოვცემ. აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება ჩვენი მეგობარი ხალხების ურყევ ნებასა და სულს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ მეგობრული კეთილმეზობლობისა და ურთიერთგაგების პირობებში. სასიხარულოა, […]

„ევროპული გზა ეკონომიკისა და ბიზნესის გათავისუფლებაზე გადის” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას დამოუკიდებლობის მიღწევის და საბჭოთა ინერციის აღმოფხვრის გზებზე ისაუბრა. მთავარსარდალი ამბობს, რომ გათავისუფლებულ ქართულ ბიზნესს, ევროპული ბაზრის ასათვისებლად, რეალური პოტენციალი გააჩნია. „ევროპული გზა ეკონომიკისა და ბიზნესის გათავისუფლებაზე გადის. ევროპული კანონმდებლობა და სასამართლო ამ გათავისუფლების გზაა. თუ არ არსებობს სამართლებრივი სივრცის ნდობა, ვერც სტაბილურობა იქნება, ვერც გრძელვადიანი ინიციატივა და […]

ნამდვილად სამარცხვინო იყო – კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებებზე

ნამდვილად სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც აღნიშნულ ზეიმზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ჰქვია, [პრეზიდენტისგან] ჩვენ მოვისმინეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები შეაფასა. „დღეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დღეს არის ზეიმი, შესაბამისად, თავს შევიკავებ პოლემიკაში შესვლისგან. ნამდვილად სამარცხვინო იყო ის […]

სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის

სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის არ მინდა, რაღაც განსაკუთრებული კომენტარები გავაკეთო ამ განცხადებებთან დაკავშირებით. ზოგადად, სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, 26 მაისი არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე. „ეს […]

სამწუხაროდ მოგვიწია მოღალატე სალომე ზურაბიშვილის მოსმენა, ოფიცრებო, მე გიხდით ბოდიშს რომ მისი მხარდამჭერი ვიყავი – გია აბაშიძე

ჩვენდა სამწუხაროდ მოგვიწია არარაობა, მოღალატე სალომე ზურაბიშვილის მოსმენა. ოფიცრებო, მე გიხდით ბოდიშს რომ ამ ნაგვის მხარდამჭერი ვიყავი. სხვა დრო და გარემოება იყო მაშინ, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რითაც ეხმიანება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. აბაშიძის თქმით, ანტიქართველების სცენარია არჩევნების უკანონოდ გამოცხადება და დროებითი მმართველის, სალომე ზურაბიშვილის გაფეტიშება. „ჩვენდა სამწუხაროდ მოგვიწია […]

ჩვენთვის ქართველი ერის ინტერესი არის წამყვანი, ამიტომ გადავლახავთ ვეტოებს, მივიღებთ კანონებს, რომელიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება – თეა წულუკიანი

ჩვენთვის ქართველი ერის ინტერესი არის წამყვანი, ამიტომ გადავლახავთ ვეტოებს, მივიღებთ კანონებს, რომელიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება – თეა წულუკიანი ჩვენ გადავლახავთ ვეტოებს, მივიღებთ ისეთ კანონებს, რომელიც ქართველი ერის ინტერესს შეესაბამება და მიზნად ისახავს ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებას, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, მმართველი პარტიისთვის ქართველი ერის ინტერესი არის წამყვანი. „ნახევრად […]

დაე, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდეს ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ – ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დაე, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდეს ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ – ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი სოციალურ ქსელში წერს, რომ ულოცავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს და მეგობარ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს. „დაე, ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდეს ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ“, – წერს ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ინდოეთის საგარეო […]