ნატო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ნატო საქართველოს 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, – აღნიშნულია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის გვერდზე. 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.

27 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის მატება, გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე – ჯივიპი განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაიერის“ განცხადებით, მიმდინარე წლის 27 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მაისის მეორე ნახევარში მცხეთა-მთიანეთის რაიონში უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით. კომპანია მოქალაქეებს არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. „ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად მდინარის კალაპოტს შეუერთდება ჟინვალის წყალსაცავიდან გადმოდინებული ჭარბი წყალი. წყალდიდობის დროს კაშხლის […]

სომხეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

სომხეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე დებედამ საავტომობილო მაგისტრალი დააზიანა, რა დროსაც ავტომობილი მდინარე ჩავარდა. სომხური მედია წერს, რომ ქალაქ ალავერდში დატბორილია სახლები. ალავერდის თემის სოფელ კარკოპის მონაკვეთში მდინარე დებედაზე ხიდი ჩამოინგრა. სოფელი დაიტბორა. ადიდებულმა მდინარე დებედამ სოფელ ახტალის მიდამოში ხიდს გადაუარა, რკინიგზაზე არის ღვარცოფული ადგილები. პამბაკის თემში, […]

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს 27 მაისს განიხილავს

27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა კომიტეტის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის განსაზღვრული. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი […]

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ პროექტს 27 მაისს განიხილავს

27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა კომიტეტის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის განსაზღვრული. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში […]

„ჯივიპი“ – 27 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის მატება – გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ

2024 წლის 27 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მაისის მეორე ნახევარში მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად, ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით. „ჯივიპის“ ინფორმაციით, ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად მდინარის კალაპოტს ჟინვალის წყალსაცავიდან გადმოდინებული ჭარბი წყალი შეუერთდება. „წყალდიდობის დროს კაშხლის მდგრადობისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ჟინვალის წყალსაცავის საექსპლუატაციო პირობები […]

შოთა რეხვიაშვილი – საქართველოს ხელისუფლების სახელით, მაქვს პატივი ახალქალაქის მცხოვრებლებს მივულოცო მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი დღესასწაული – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს ხელისუფლების სახელით, მაქვს პატივი ახალქალაქის მცხოვრებლებს მივულოცო მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი დღესასწაული – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. „საქართველოს ხელისუფლების სახელით, მაქვს პატივი ახალქალაქის მცხოვრებლებს მივულოცო მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი დღესასწაული – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ახალქალაქში ძალიან დიდი ინტენსივობით ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა 26 მაისის […]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ზუგდიდში აღნიშნავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტო ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობას სთავაზობს. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ესწრება. „გილოცავთ ჩვენს თანამემამულეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ვისაც წვლილი შეაქვს ამ მონაპოვრის შენარჩუნებაში და ქვეყნის ნათელი მომავლის შექმნაში.გარემოს დაცვის […]

ქვემო ქართლში 15-ზე მეტი სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართში იტყობინება, რომ გადაუღებელმა წვიმებმა მდინარეების ალგეთის, ხრამის და დებედას ადიდება გამოიწვია, რის შგაშედეგაც დაიტყორა მარნეულის რამდენიმე უბანი, განსაკუთრებით 9 აპრილის ქუჩა და ბაზრის ტერიტორია, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ადიდეულმა ალგეთმა გაარღვია ნაპირსამაგრი ჯებირი. მარნეულის მკვდრის, მასწავლებელ ზვიად ფიფიას თქმით, წყალი შესულია სარდაფებსა და სავაჭრო ობიექტებში, ჩარეცხილია ალგეთთან მისასვლელი არაკაპიტალური გზა. […]

ზელენსკიმ ხარკოვის დაბომბილი სტამბიდან აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებს „მშვიდობის სამიტში“ მონაწილეობისკენ მოუწოდა

ხარკოვშ მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას გაავრცელა ვიდომიმართა, რომელშიც პირადად მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ხელმძღვანელ, სი ძინ პინს, ჩაიდნენ შვეიცარიაში და მონაწილეობა მიიღონ „მშვიდობის სამიტში“. ზელენსკის თქმით, ეს სამიტი “აჩვენებს, თუ ვის სურს მსოფლიოში ომის დასრულება და არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება”, რომელსაც რუსეთი დაარღვევს. ზელენსკის თქმით, უკვე 80-მდე ქვეყანამ დაადასტურა […]