ისრაელში გამოძიება დაიწყო ამბოხების საფრთხის მქონე ვიდეოსთან დაკავშირებით

ისრაელში სამხედრო პოლიცია დაკითხავს ჯარისკაცს, რომელმაც ჩაწერა ვიდეო იმის თაობაზე, რომ არმია არ დაემორჩილება ქვეყნის თავდაცვის მინისტრის და ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებებს, თუ ისინი ისრაელს მიიყვანენ “სრულ გამარჯვებამდე” შეერთებულ შტატებსა და ისრაელში ტერორისტულ აღიარებულ დაჯგუფება ჰამასზე. პარასკევს გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც ფართოდ გავრცელდა სოციალურ მედიაში, ნიღბიანი და შეიარაღებული რეზერვისტი ამბობს, რომ ჯარი მხოლოდ […]

“გისურვებთ მომავლს, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებზე” – ისლანდიის პრეზიდენტი

ისლანდიის პრეზიდენტი, გუდნი იოჰანესონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. “ვულოცავ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ყველა ადამიანს დამოუკიდებლობის დღეს. თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩემი ოფიციალური ვიზიტის გახსენებისას, საქართველოს ნათელ და აყვავებულ მომავალს ვუსურვებ, რომელიც ჩვენს საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული. გილოცავ საქართველო”, – წერს ის. საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

მაია სანდუ: ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! როდესაც მსოფლიო მოწმეა თქვენი მტკიცე ერთგულების დემოკრატიული ღირებულებების მიმართ, თქვენი მცდელობები დემოკრატიის დასაცავად რეზონანს თქვენს საზღვრებს მიღმა ქმნის. მოლდოვა სოლიდარულია თქვენს მიმართ.

საქართველოს რკინიგზამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მგზავრებს მატარებლებში მიულოცა

საქართველოს რკინიგზამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მგზავრებს მატარებლებში მიულოცა. 26 მაისის და საქართველოს რკინიგზის ისტორიის თემაზე მომზადებული სახალისო ვიქტორინის გამარჯვებულებს, კომპანიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დაჯილდოვდნენ ის იღბლიანი მგზავრებიც, რომლებმაც ბილეთი 26-ე ადგილზე შეიძინეს. დღესვე, 17 საათსა და 10 წუთზე, სწორედ იმ დროს, როდესაც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადდა, რკინიგზის ყველა მოძრავ შემადგენლობასა და […]

მდინარეებზე წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მდინარეებზე წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება. „გასული დღეების განმავლობაში ქვეყანაში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება დაფიქსირდა, მათ შორის მდინარე ვერეზე. გასულ ღამეს, 12 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ შიდა ქართლსა და კახეთში 45-46 მმ-ს, ხოლო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოსულმა ნალექმა 35-40 მმ-ს მიაღწია. ამ ეტაპზე მდინარეებზე […]

შსს – მეხანძრე-მაშველები შესაბამისი ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით, მობილიზებულები არიან სხვადასხვა რეგიონში – სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო, შესაბამისი ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით, მობილიზებულები არიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის სამაშველო ღონისძიებებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. „უხვი ნალექის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და […]

გიორგი ტყემალაძე – 26 მაისი ჩვენი უმთავრესი ეროვნული დღესასწაულია, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს გვაერთიანებს!

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და საქართველოს შეიარაღებული ძალების წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართა. ფიცის დადების შემდეგ, მოსახლეობას სიტყვით ქვეყნის პირველმა პირებმა მიმართეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე გამართულ სახალხო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. […]

დამოუკიდებლობის დღეს თელავის მოქმედი აეროდრომიდან 2 საჰაერო ხომალდი აფრინდა

ზუსტად 17 საათსა და 10 წუთზე, როცა 106 წლის წინ, ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოეწერა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, თელავის მოქმედი აეროდრომიდან, საავიაციო უნივერსიტეტის ორი საჰაერო ხომალდი აფრინდა და თელავის ცენტრალური მოედნის თავზე მწყობრში გადაიფრინა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დამოუკიდებლობის დღეს, ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტის გაცოცხლებული კონცეფციით კახეთში, თელავის ცენტრალურ მოედანზეა წარმოდგენილი. აეროპორტების გაერთიანების […]

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მიიღოს ზომები ერთობლივი შეიარაღებისთვის

უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის არაერთგზის მუქარის ფონზე, ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მიიღოს ზომები ერთობლივი შეიარაღებისთვის, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ”ვინც პუტინის მსგავსად ლაპარაკობს და იქცევა, არ სურს მშვიდობა, არამედ აპირებს გააგრძელოს”, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. […]

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „საქართველოს ფოსტა“ საფოსტო ატრიბუტიკით, გორში არის წარმოდგენილი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, “საქართველოს ფოსტა” საფოსტო ატრიბუტიკით, გორში არის წარმოდგენილი. ინფორამციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. გორის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია “საქართველოს ფოსტის” სივრცე შემეცნებითი და საბავშვო-გასართობი აქტივობებით. დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ფოსტისა და საფოსტო მარკების ისტორიას, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები ფოტო სივრცეებში. ასევე, „საქართველოს ფოსტა“ დღეს პატარა ვიზიტორებს საბავშვო აქტივობებსაც სთავაზობს – საფოსტო ოფისის სტენდი, ბარათების შევსება, გასაფერადებელი […]