“ლეჩესთან” მატჩში “ნაპოლის” ძირითადი შემადგენლობა ცნობილია

სერია A-ს ბოლო, 38-ე ტურში “ნაპოლი” “ლეჩეს” უმასპინძლებს. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა: მერეტი, დი ლორენცო, ოსტიგარდი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, პოლიტანო, კვარაცხელია, სიმეონე. შეხვედრა “დიეგო მარადონაზე” თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
გარემოს სააგენტო: ამ დროისთვის მდინარეებზე წყლის დონის კლება აღინიშნება

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სააგენტოს ინფორმაციით მდინარეებზე წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება. სააგენტოს ცნობით, გასული დღეების განმავლობაში ქვეყანაში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება დაფიქსირდა, მათ შორის მდ. ვერეზე: „გასულ ღამეს, 12 საათის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობამ შიდა ქართლსა და კახეთში 45-46 მმ- ს, ხოლო მცხეთა-მთიანეთის […]
დღეს, 19:00 საათზე „რუსული კანონის” წინააღმდეგ მარში გაიმართება

დღეს, 26 მაისს 19:00 საათზე, ლოზუნგით, „საქართველოვ მე ვარ შენთანა” „რუსული კანონის” წინააღმდეგ მარში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეკრების ადგილი ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაა, საიდანაც აქციის მონაწილეები მარშით ჭავჭავაძის გამზირზე გაემართებიან.
ოლაფ შოლცი არ ემხრობა გერმანული იარაღის გამოყენებას რუსეთში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მხარს არ უჭერს კიევისათვის გერმანული იარაღის რუსეთში არსებული სამიზნეების წინააღმდეგ გამოყენების უფლებას. ამის შესახებ კანცლერმა 26 მაისს გერმანიის კონსტიტუციის 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. “ჩვენ უკრაინასთან შეთანხმებული გვაქვს მკაფიო წესები ჩვენს მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. და როგორც მე ვიცი, ეს წესები დაცულია”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა. ამასთან კანცლერმა […]
შშს: სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის იყოვერტმფრენი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო შესაბამისი ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით მობილიზებულები არიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის სამაშველო ღონისძიებებს. უწყების ცნობით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. „უხვი ნალექის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ობიექტი. მათ შორის, მდინარის […]
შსს უხვი ნალექის გამო რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უხვი ნალექის გამო ქვეანაში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ შესაბამისი ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით, მობილიზებულები არიან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის სამაშველო ღონისძიებებს. შსს-ის განცხადებით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ობიექტი. […]
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სიტყვით გამოსვლის ტექსტი სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე წარმოსათქმელად დაუწერეს
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სიტყვით გამოსვლის ტექსტი სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე წარმოსათქმელად დაუწერეს „დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას, უკმაყოფილო შეძახილები გაისმა, რადგან სალომე ზურაბიშვილმა საზეიმო ცერემონიალზე გამოსვლისას უსაფუძვლოდ გააკრიტიკა ხელისუფლება.“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი. მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ წაახალისა რადიკალიზმი და შეურაცხყოფა მიაყენა ქართული სახელმწიფოს ხელისუფლებას. […]
თავდაცვის ძალები დიდი ოჯახია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს და აქვს უზენაესი სახელმწიფოებრივი მიზანი – დაიცვას ჩვენი სამშობლო

თავდაცვის ძალები დიდი ოჯახია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს და აქვს უზენაესი სახელმწიფოებრივი მიზანი – დაიცვას ჩვენი სამშობლო „თქვენ ისტორიულ დღეს დადეთ ფიცი და შემოუერთდით საქართველოს თავდაცვის ძალებს. მჯერა, ეს გადაწყვეტილება მუდამ იქნება თქვენი და თქვენი ოჯახების ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ნაბიჯი“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალწვეულებს, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი […]
„გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, არაფერს რუსულს, მათ შორის კანონებს“ – სტუდენტების მარშს კახა შენგელია შეუერთდა

დღეს, 26 მაისს 19:00 საათზე დაგეგმილ მარშს „რუსული კანონის” წინააღმდეგ კავკასიის უნივერსიტეტი და მისი რექტორი კახა შენგელიაც უერთდება. შენგელიას თქმით, მარშს ისინი უნივერსიტეტიდან დაიწყებენ და ფილარმონიასთან შეუერთდებიან. „კავკასიის უნივერსიტეტი უერთდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მარშს, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტიდან დაიწყება. ჩვენი სტუდენტობა, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაცია გავემართებით ფილარმონიისკენ და ჩვენც უარს ვიტყვით ყველაფერ რუსულზე. რუსეთი არის ოკუპანტი, […]
“საქართველო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს” – ესტონეთის საგარეო

ესტონეთის საგარეო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. “დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, საქართველო! ესტონეთი აღნიშნავს და დგას ქართველ ხალხთან ერთად!” – ნათქვამია განცხადებაში.