საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „საქართველოს ფოსტა“ საფოსტო ატრიბუტიკით, გორში არის წარმოდგენილი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, “საქართველოს ფოსტა” საფოსტო ატრიბუტიკით, გორში არის წარმოდგენილი. გორის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია “საქართველოს ფოსტის” სივრცე შემეცნებითი და საბავშვო-გასართობი აქტივობებით. დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ფოსტისა და საფოსტო მარკების ისტორიას, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები ფოტო სივრცეებში. ასევე, საქართველოს ფოსტა დღეს პატარა ვიზიტორებს საბავშვო აქტივობებსაც სთავაზობს – საფოსტო ოფისის სტენდი, ბარათების შევსება, გასაფერადებელი საქართველოს რუკა, მოძრავი საფოსტო […]

16-მდე გაიზარდა ხარკოვის ჰიპერმარკეტ “ეპიცენტრზე” რუსეთის ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ 16-მდე გაიზარდა ხარკოვის ჰიპერმარკეტ “ეპიცენტრზე” რუსეთის ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი 12 წლის გოგოა, რომელიც იერიშის მომენტისათვის ჰიპერმარკეტს ათვალიერებდა. როგორც უკრაინის მედიით გავრცელებულ ვიდოზე ჩანს, საავიაციო იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად შენობა მთლიანად განადგურდა. ასევე, პოლიციის ინფორმაციით, დაშავდა 44 ადამიანი, მათ შორის 14 ქალი და 30 […]

მესტიასა და ამბროლაურში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მესტიისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიების ორგანიზებით მესტიასა და ამბროლაურში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მესტიასა და ამბროლაურში, ადგილობრივებისთვის, ასევე სვანეთისა და რაჭის სტუმრებისთვის მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. მოეწყო სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ცნობილი მომღერლებისა და ჯგუფების კონცერტები, გაიმართა ადგილობრივი […]

“სოფგამამ” ავეჯის ახალი საწარმო გახსნა – ინვესტიცია 200 000 ლარია

ავეჯის ბრენდი „სოფგამა“ გაფართოვდა და ახალი საწარმო სოფელ თელეთში გახსნა. სიახლეებზე „ქალების ნარატივში“ კომპანიის დამფუძნებელმა, ზურა კვარაცხელიამ ისაუბრა. „თავდაპირველად „სოფგამას“ საწარმო თბილისში, 400 კვადრატულზე გვქონდა, ახალი საწარმო კი 3000 კვადრატულზეა განთავსებული, რომელმაც ოპერირება იანვრიდან დაიწყო. ახალი საწარმოს მიზანი დაწნული ავეჯის სერიული წარმოებაა. გარდა ამისა, გეგმაში გვაქვს რკინის ავეჯის წარმოების დაწყებაც“, – განაცხადა ზურა კვარაცხელიამ. მისივე […]

26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში ახალციხეში ენერგეტიკის სივრცე მოეწყო

ეკონომიკის სამინისტროსა და მისი შესაბამისი უწყებების ორგანიზებით, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში ახალციხეში ენერგეტიკის სივრცე მოეწყო „საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ ახალციხიდან, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო სპეციალური შემეცნებით – საინფორმაციო სივრცე საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტებისა და დარგის სხვა მიღწევების შესახებ. საყოველთაო გაზიფიცირება, ელექტროენერგეტიკული გადამცემი ქსელის განვითარება, შავი ზღვის წყალქვეშა […]

Saudi Aramco და კენია მცურავ ქარხანას აშენებენ

მცურავი თხევადი გაზის (LPG) ქარხნის შექმნასთან დაკავშირებით, კენია მოლაპარაკებებს აწარმოებს Saudi Aramco-სთან. საწარმო 30 000 ტონამდე საწვავის გადამუშავებას შეძლებს, რაც გაზის მიწოდებას გაზრდის. მის მშენებლობას 3 წელი დასჭირდება. კენია ობიექტის ასაშენებლად ტენდერს უახლოეს 2 თვეში გამოაცხადებს. გარიგების ფარგლებში, ქვეყანა ააშენებს 4-კილომეტრიან მილსადენს, რომელიც დააკავშირებს თხევადი ბუნებრივი აირის ქარხანას ტერმინალთან, სადაც გემები იქნება განლაგებული.

“მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა” – ამ ლოზუნგით ფილარმონიასთან მოქალაქეები იკრიბებიან

“მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა” – ამ ლოზუნგით ფილარმონიასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. ისინი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან. ფილარმონიასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ ჭავჭავაძის გამზირის გავლით, მარშით ვაკის პარკში გადაინაცვლონ. აქციის მონაწილეებს აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო”. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის […]

„თავდაცვის ძალების თითოეული წარმომადგენლის მხედრული სულისკვეთება და მაღალი პროფესიონალიზმი არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ფარი“

26 მაისს, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სამხედრო მოსამსახურეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და თავდაცვის ძალების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. „საქართველოს თავდაცვის ძალების თითოეული წარმომადგენლის მხედრული სულისკვეთება და მაღალი პროფესიონალიზმი არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ფარი“, – აღნიშნა მან. მინისტრის განცხადებით, ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და თავდადება საზოგადოდ არის აღიარებული, საქართველოს თავდაცვის ძალები ურთიერთთავსებადობის თვალსაზრისით […]

26 მაისი განასახიერებს საქართველოს მოქალაქეების თავგანწირვითა და გმირობით გაჯერებულ მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისაკენ

„26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განასახიერებს საქართველოს მოქალაქეების თავგანწირვითა და გმირობით გაჯერებულ მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისაკენ და თავისუფლება მოპოვებული სახელმწიფოს ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული ტრადიციები, სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის წარმომადგენლების მიერ გამდიდრებული იდენტობა, ტოლერანტობა და მრავალათასწლოვანი კულტურა წარმოადგენს ჩვენი სამშობლოს სიძლიერის საფუძველთა საფუძველს“, – აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა […]

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ხელახლა დაბადება

14 წლის წინ, ჯერ კიდევ დასავლურ ცივილიზაციურ არჩევანში მყარად მყოფი საქართველოს დატოვებისას, ამერიკის მაშინდელმა ელჩმა, რომელიც ახლა სხვათა შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილეა, ასეთი რამ თქვა: – დამოუკიდებლობის ამ რთულ წლებში ქართველებმა ის ნამდვილად გაარკვიეთ რა, ან ვისთან ყოფნა არ გინდათ, მაგრამ კითხვაზე: რა გინდათ – პასუხები ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ საპოვნელი გაქვთო… მაშინ ბევრმა კრიტიკულად […]