სალომე ზურაბიშვილი – თანხმობა „ქართული ქარტიის“ ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს – მთავრობის დაკომპლექტების პროცესი კი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით

თანხმობა „ქართული ქარტიის“ ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები რეალურად […]

ბადრი ჯაფარიძე – „ლელო“ შეუერთდება „ქართულ ქარტიას“ – მისი შესრულება ქვეყანას ევროკავშირში აუცილებლად გააწევრიანებს

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ლელო“ უერთდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას, „ქართული ქარტიას“. აღნიშნულის შესახებ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ძალიან მნიშვნელოვანი ქარტიაა, ქვეყნისთვის საჭირო, მნიშვნელოვანი ვალდებულებია, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის აუცილებელი ვალდებულებია. ამიტომ, „ლელო“, რა თქმა უნდა, შეუერთდება ამ ქარტიას. მიგვაჩნია, რომ მისი შესრულება ქვეყანას ევროკავშირში აუცილებლად გააწევრიანებს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. რაც შეეხება […]

ნიკა გვარამია – პარტია “ახალი” ხელს მოაწერს „ქართულ ქარტიას“

პარტია “ახალი” პრეზიდენტის მიერ წარდგენილ “ქართულ ქარტიას” ხელს მოაწერს. ამის შესახებ მედიასთან პარტიის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ძალიან კარგია, სწორი აქცენტებით. “ქარტიასთან დაკავშირებით მოვისმინეთ. მე ვფიქრობ, რომ შეფერხება ჩვენი მხრიდან არ იქნება. პარტია “ახალი” ხელს მოაწერს ქარტიას. სადღაც ნაკლებად, სადღაც მეტად, მაგრამ ჯამურად, მე ვფიქრობ, რომ დოკუმენტი ძალიან […]

ნიკა მელია – მინდა მჯეროდეს, რომ ქარტიას შეუერთდება მთელი ოპოზიციური სპექტრი და რამდენიმე თვეში ვეღირსებით ნამდვილად სახელმწიფოს, სადაც მოქალაქის ხმა არის გადამწყვეტი

მინდა მჯეროდეს, რომ ქარტიას შეუერთდება მთელი ოპოზიციური სპექტრი და ჩვენ სულ რამდენიმე თვეში ვეღირსებით ნამდვილად სახელმწიფოს, სადაც მოქალაქის ხმა არის გადამწყვეტი, – ამის შესახებ პარტია “ახალის” ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელია აღნიშნავს, სჯერა, რომ რაც დღეს ქვეყნის პრეზიდენტისგან მოვისმინეთ, შესრულება. “ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია ქარტიაში გაწერილი, რომელიც გულისხმობს მოქალაქისთვის სახელმწიფოს დაბრუნებას, გულისხმობს ქვეყანაში გამართულ სახელმწიფო […]

პარლამენტში 27 მაისიდან მის მოხსნამდე უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტის უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ამავე ინფორამციის თანახმად, 27 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდტელემაუწყებლების საშუალებების აკრედიტებული, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე […]

“კოვიდის შემდეგ პრემიუმ სარემონტო მასალაზე მოთხოვნა გაორმაგებულია”- Mosaics-ი

სარემონტო მოსაპირკეთებელი მასალების კომპანია Mosaics-ის დირექტორის, ირაკლი შამელაშვილის თქმით, პრემიუმ კლასის ბრენდების პროდუქციაზე საქართველოში პანდემიის შემდეგ მოთხოვნა გაორმაგებულია. როგორც შამელაშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, წლიურად ზრდა 25-30%-ია. „შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის შემდეგ პერიოდში განვითარება 2-ჯერ უფრო სწრაფად მიდის, ვიდრე მანამდე, შესაბამისად, სარემონტო მასალების ბიზნესიც ხელს უწყობს ამ პროცესს და ჩვენც მასთან ერთად ვითარდებით. […]

გვარამიას თქმით, ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას ხელს მოაწერენ

ნიკა გვარამიას თქმით, პარტია ახალი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას ხელს მოაწერს. ფორმულას გადაცემა დროებასთან მან თქვა, რომ ინიციატივას მიესალმება. “შესანიშნავად შევაფასებთ [ზურაბიშვილის ინიციატივას]. კარგია ინიციატივა ზოგადად რომ აქვს იმ საკითხზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ახლაც და გასულ საუკუნეებშიც, მათ შორის როცა მისი წინაპრებიც იბრძოდნენ ამ ქვეყნისთვის. შევუერთდებით და ხელსაც მოვაწერთ”, – თქვა მან. […]

რას გულისხმობს ზურაბიშვილის გეგმა, რომელიც პარტიებს შესთავაზა

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისის ღონისძიებაზე წაიკითხა “ქართული ქარტიის” ტექსტი, გეგმის, რომლის ირგვლივაც ის პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანებას სთავაზობს. ზურაბიშვილის განცხადებით, ეს გეგმა მშვიდობიანია და პირადად იღებს პასუხისმგებლობას, დაიცვას გადარჩენისა და ევროპის გზა. მისივე თქმით, გეგმა ქვეყანას მიიყვანს იმ სიკეთეებამდე, რასაც დღეს აშშ საქართველოს სთავაზობს. ტექსტს სრულად გთავაზობთ: “ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ის […]

“ნაპოლიმ” “ლეჩე” ვერ დაამარცხა – “პარტენოპეი” ევროტურნირების მიღმა დარჩა

სერია A-ს ბოლო, 38-ე ტურში “ნაპოლისა” და “ლეჩეს” 0:0 დასრულდა. “პარტენოპეის” მომდევნო სეზონში ევროტურნირებზე ვერ ვიხილავთ. მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ, სტუმრები კონტრიერიშებით პასუხობდნენ და დორგუს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ნეაპოლელებს მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ, აქტიურ კვარაცხელიას კი ყურადღებით მეურვეობდნენ, გასაქანს არ აძლევდნენ და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმში “პარტენოპეი” გააქტიურდა და […]

“გადავწყვიტე წარმომედგინა სამოქმედო გეგმა, “ქართული ქარტია”, პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ, მის ირგვლივ შეჯერდნენ” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართულ ოპოზიციურ პარტიებს “ქართულ ქარტიას” და სამოქმედო გეგმას სთავაზობს: “გადავწყვიტე, თქვენს წინაშე წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, “ქართული ქარტია”, რომლის ირგვლივ პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიისთვის. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა […]