გიორგი ვაშაძე – საბოლოო კონსულტაციებს გავივლი, მე მივესალმები ერთიანობისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს – ზოგადად დიდი ერთიანობით მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას

საბოლოო კონსულტაციებს გავივლი. მე მივესალმები ერთიანობისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიაზე“. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაერთიანდეს, რომ დიდი აღმშენებლობა დაიწყოს. „ვფიქრობ, რომ ზოგადად დიდი ერთიანობით მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას. ახლა, ღონისძიების პარალელურად ჭავჭავაძიდან მოვდივარ, იქაც ბევრი ხალხია, ეროვნული […]

როგორი შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ “ლეჩესთან” მატჩში?

სერია A-ს ბოლო ტურში “ნაპოლიმ” “ლეჩეს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. მასპინძელთა რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეხვედრა სრულად ჩაატარა. ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: Flashscore 7.3, Whoscored 7.0, Sofascore 7.1 შეგახსენებთ, “ნაპოლიმ” ჩემპიონატში ასპარეზობა მე-10 ადგილზე დაასრულა და ევროტურნირების მიღმა დარჩა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები გადაეცათ. საზეიმო ღონისძიებები ხელოვნების სასახლეში […]

„ახალი“, „ევროპული საქართველო” და „ლელო“ „ქართულ ქარტიას“ უერთდებიან

„ახალი“, „ევროპული საქართველო” და „ლელო“ „ქართულ ქარტიას“ უერთდებიან. „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას, „ქართული ქარტიას“ შეუერთდება. მისივე თქმით, დადებითად აფასებს მთავარ გზავნილს, სულისკვეთებას, ყველა საკვანძო გზავნილს. პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ლელო“ უერთდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას, „ქართული ქარტიას“. აღნიშნულის შესახებ ჯაფარიძემ […]

მსოფლიოში ყველაზე მეტი, 340 000 მილიონერი ნიუ იორკში ცხოვრობს – ქალაქების რეიტინგი

Ranking Royals-ი, Henley and Parners-ზე დაყრდნობით, მსოფლიოს 40 ქალაქს ასახელებს, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს. კვლევაში ნათქვამია, რომ მილიონერები იკრიბებიან ისეთ ადგილებში, სადაც მაღალი ეკონომიკური კეთილდღეობა და ცხოვრების ხარისხია. ნიუ-იორკს უფრო მეტი მილიონერი ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქალაქს. ქალაქი მილიონერებისთვის ცხელი წერტილია, რადგან ის ფინანსური, ტექნიკური და უძრავი ქონების ცენტრია. 2023 წელს მსოფლიოში ყველაზე მეტი, […]

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ქართული ქარტიის” ტექსტს ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ქართული ქარტიის” ტექსტს ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს. ეს ნაბიჯებია: ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება. […]

პრეზიდენტმა წარადგინა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია“

ორბელიანების სასახლიდან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე შეკრებილებს, რომელთა შორის იყვნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, გააცნო სამოქმედო გეგმა, სახელწოდებით, „ქართული ქარტია“. „თქვენ ახლა ყველა კონკრეტულ გეგმას ელოდებით და მე მევალება თუ ვთვლი, რომ მევალება და ვაცნობიერებ ასეთ პასუხისმგებლობას, რომ ვუპასუხო ამ დიდ მოლოდინს და ერთად დავსახოთ ეს გზა, რომელიც მიგვიყვანს ჩვენს საკუთარ თავთან პირველ […]

ბოკერია ზურაბიშვილის ინიციატივაზე: ჩემი პროგნოზით, სრული თანხვედრა იქნება ჩვენს პარტიაში

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ქართულ ქარტიაზე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მიესალმება. ფორმულას გადაცემა დროებასთან ის ამბობს, რომ მისი პროგნოზით, ამ საკითხზე ევროპულ საქართველოში სრული თანხვედრა იქნება. “ძალიან დადებითად შევაფასებ [ზურაბიშვილის ინიციატივას]. თანაპარტიელების ნაცვლად არ ვისაუბრებ, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ თამამად შემიძლია პროგნოზი ვთქვა, რომ ამაზე სრული თანხვედრა იქნება ჩვენს პოლიტიკურ ძალაში. ჩვენ დიდი […]

ევროპას არც ერთი ომი არ დაუწყიაო – ამის მთქმელს, ეტყობა, ისტორია ძალიან არ უყვარს

ევროპას არც ერთი ომი არ დაუწყიაო – ამის მთქმელს, ეტყობა, ისტორია ძალიან არ უყვარს და ეს სადღაც ყურმოკრული ფეიკი ევროპის სიკარგის და სხვაზე აღმატებულობის არგუმენტი ჰგონია, – წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე. მისი თქმით, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტი და დიდი ომი სწორედ ევროპაში და ევროპიდან დაიწყო და ყველზე მეტი კოლონიაც […]

ისრაელის ღაზის სექტორიდან იანვრის შემდეგ პირველად დაიბომბა

კვირას ღაზის სექტორიდან ისრაელის ცენტრალურ რაიონებზე, მათ შორის თელ-ავივზე, რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად განხორციელდა სარაკეტო იერიში. ისრაელის წინააღმდეგ მებრძოლი დაჯგუფება ჰამასის (აღიარებულია როგორც ტერორისტული ჯგუფი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში) გასამხედროებული ფრთის, ”ალ-კასამის” ბრიგადებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში “მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის საპასუხოდ” მათ ისრაელს რაკეტები დაუშინეს. მედიის ცნობით, რაკეტები გაისროლეს სექტორის სამხრეთით მდებარე რაფაჰის ტერიტორიიდან, […]