ჯაფარიძე ზურაბიშვილის ინიციატივაზე: ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით პოზიტიურად არის განწყობილი. “ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი, რომ ლელო შეუერთდეს ამ ქარტიას. პოლიტიკურ საბჭოზე ვიმსჯელებთ ამის თაობაზე, მაგრამ ყველა ის გზავნილი, ყველა ის ვალდებულება, რომელიც პრეზიდენტა განაცხადა, არის აბსოლუტურად საჭირო და მისაღები იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ქვეყანამ რეალურად გახსნას ევროკავშირთან […]
ვაშაძე ზურაბიშვილის ინიციატივაზე: მოვძებნით საერთო ენას, რითაც შევუერთდებით ამ პროცესს

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ მოძებნიან საერთო ენას, რითიც სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას შეუერთდებიან. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეფორმების საერთო განრიგი შედგეს. შინაარსობრივად, ეს რეფორმები არის ის, რაც ჩვენ გვჭირება ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებისთვის. ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელს პარტნიორ პარტიებთან ერთად მომზადებული გვაქვს კონკრეტული კანონები, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მოვძებნით საერთო ენას, რითაც შევუერთდებით ამ […]
„ეროვნულ ბანკს დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან მიმდინარე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე „ქართული ქარტია“ წარმოადგინა გეგმა, სადაც სხვადასხვა მიმართულებით გასატარებელ რეფორმებზეა საუბარი. მათ შორისაა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხი. „ეროვნულ ბანკს დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით; გამოვრიცხავთ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას; გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული […]
“გვყავს ამერიკელი ინვესტორი, ვისაც გარკვეული გეგმები აქვს სამეგრელოში, თუმცა ველოდებით, რა მოხდება“ – მარანი “ოდა”

საოჯახო მარანი “ოდას” დამფუძნებლის, ქეთო ნინიძის თქმით, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ტურიზმის სექტორზე ნეგატიურად მოქმედებს. როგორც ნინიძემ BMG-თან საუბრისას განმარტა, კომპანიას ამერიკელი პარტნიორი ჰყავს, რომელიც სამეგრელოში ვენახების გაშენებითა და შტატებში ღვინის ექსპორტით არის დაინტერესებული, თუმცა არსებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე ინვესტორების ინტერესი შენელებული და გაურკვეველია.
“ტორინო” “ატალანტასთან” დამარცხდა, მაგრამ კონფერენს ლიგაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს

სერია A-ს ბოლო, 38-ე ტურში „ტორინო“ გასვლაზე „ატალანტასთან“ 0:3 დამარცხდა. ტურინულმა გუნდმა ჩემპიონატი 53 ქულით მეცხრე ადგილზე დაასრულა და კონფერენს ლიგაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. სტუმართა გუნდის მცველი საბა საზონოვი სათადარიგო იყო. მან ტურნირზე 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ატალანტა – ტორინო 3:0 გოლები: 1:0 სკამაკა (26), 2:0 ლუკმანი (43), 3:0 პაშალიჩი (71, პენ)
ხატია დეკანოიძე – პრეზიდენტის განცხადებას ვიზიარებ – მნიშვნელოვანი იქნება, პასუხისმგებლობა ყველამ აიღოს სწორედ, მაგალითად, რეფორმების მთავრობაზე

პრეზიდენტის განცხადებას ვიზიარებ. ალბათ, მნიშვნელოვანი იქნება, რომ პასუხისმგებლობა ყველამ აიღოს სწორედ, მაგალითად, რეფორმების მთავრობაზე – ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს ძალიან სერიოზულმა და დიდმა პასუხისმგებლობებმა, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ წარდგენილი “ქართული ქარტია” შეაფასა. მისივე თქმით, ყველა რეფორმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ჩამოთვალა, ძალიან მნიშვნელოვანია. “მე მომწონს რეფორმები. ყველა რეფორმა, […]
ელენე ხოშტარია – ხელს ვაწერ და ვუერთდები პრეზიდენტის ინიციატივას – ცვლილება ხდება ნორმალური და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, ევროპული დღის წესრიგის დასაბრუნებლად

შემიძლია განვაცხადო, რომ ხელს ვაწერ და ვუერთდები ამ ინიციატივას – სრულიად ვიზიარებ „ქართულ ქარტიაში“ მოცემულ პუნქტებს, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ელენე ხოშტარიას განცხადებით, პრეზიდენტი თავისი ინიციატივით ისტორიულ როლს ასრულებს, რადგან „ეს იყო ძალიან დროული, აუცილებელი ხედვა და გეგმა, რომელსაც ელოდებოდა საქართველოს ყველა მოქალაქე“. „რაც პრეზიდენტმა თქვა, ეს არის ის, რაც ჭირდება […]
“ლევან აბაშიძე – საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული ქართული კინოს ყველაზე დიდი ვარსკვლავი” – უცნობი ფოტოები და ისტორიები – Marao

გვერდი Cinema Icons Georgia ლევან აბაშიძის ნაკლებად ცნობილ ფოტოს აქვეყნებს: “ლევან აბაშიძე – საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული ქართული კინოს ყველაზე დიდი ვარსკვლავი.” გასული საუკუნის 90-იანები. ბათუმში ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. უცბად ერთ-ერთმა მსახიობმა გადასაღები მოედანი დატოვა და თბილისში დაბრუნდა. რამდენიმე საათში უკვე სოხუმისკენ მიფრინავდა. პირველივე დღეს სხვა მებრძოლებთან ერთად პოზიციაზე დადგა და იმავე დღეს დაიღუპა. ლევან აბაშიძე […]
პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ქართული ქარტიის” ტექსტს ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს „ქართული ქარტიის” ტექსტს, რომლის ირგვლივ შეჯერებასაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს. დოკუმენტის თანახმად, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა, ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე, ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 […]
გიგა ბოკერია – ჩვენი პოლიტიკური ძალა შეუერთდება პრეზიდენტის გზავნილს – ეს ნიშნავს დემონსტრირებას, რომ განსხვავებული ხედვის ადამიანებს მნიშვნელოვან საკითხებზე შეუძლიათ ერთად მუშაობა, ე.ი. ქმედითი იქნება კოალიციური მთავრობის კონფიგურაცია

„ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას, „ქართული ქარტიას“ შეუერთდება. მისივე თქმით,დადებითად აფასებს მთავარ გზავნილს, სულისკვეთებას, ყველა საკვანძო გზავნილს. “მე მთელი პარტიის სახელით ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა შემიძლია ვთქვა, რომ ამ გზავნილებთან შეერთება ძალიან მნიშვნელოვანია. ვაპირებ, ეს პოზიცია დავიცვა. ჩვენი პოლიტიკური ძალა შეუერთდება ამ […]