პრეზიდენტის “ქართული ქარტია” – სრული ტექსტი

პრეზიდენტის ,,ქართული ქარტიის” სრული ტექსტი: ,,ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა, ის თავისი არსითა და სულისკვეთებით არის ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის ცხრა პუნქტს. ეს ნაბიჯებია: ქვეყნის ევროპული კურსისთვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება. დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა […]
,, სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია” – მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლოდერი, მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილის ,,ქართულ ქარტიას” ეხმაურება: ,,გუშინ და დღეს გავრცელებული ინფორმაცია დეტალურად დადასტურდა: მიღებული დავალების შესაბამისად სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა ნაცებს უნდა მისცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას ნაცებს, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნაცები […]
მამუკა მდინარაძე – სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა “ნაცებს” უნდა მიცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას “ნაცებს”, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს

სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა “ნაცებს” უნდა მიცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას “ნაცებს”, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძე ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ გეგმას – „ქართული ქარტია“, […]
მსვლელობა ლოზუნგით, “მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა”, დასრულდა

ვაკის პარკში საპროტესტო აქცია, ლოზუნგით “მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა”, დასრულდა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი და ხელისუფლებას მოუწოდეს, უკან გაიწვიოს. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით ვაკის პარკთან გადაინაცვლეს. აქციაში მონაწილეობდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, კულტურისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. […]
სოფო ჯაფარიძე – ერთობა არის ის გამარჯვების გასაღები, რაც გარდაუვალ გამარჯვებამდე მიგვიყვანს – ვიზიარებთ პრეზიდენტის გამოსვლას, საბოლოო გადაწყვეტილებაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სოფო ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმის, „ქართული ქარტიის”ყველა პუნქტს დეტალურად გაივლიან პარტიაში და მოგვიანებით გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას შეუერთდებიან თუ არა სამოქმედო გეგმას. მისივე თქმით, პრეზიდენტის დღევანდელ გზავნილებს იზიარებს, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა. “ერთობა არის ის გამარჯვების გასაღები, რაც გარდაუვალ გამარჯვებამდე მიგვიყვანს. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტი მოვისმინეთ, განსაკუთრებით რეფორმების ნაწილი, […]
ვერშბოუ: ზურაბიშვილი ბრძენი სახელმწიფო მოღვაწეა, იმედი მაქვს მის ვეტოს გაითვალისწინებენ

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდერ ვერშბოუ მიიჩნევს, რომ ე.წ. “უცხოეთის აგენტის” კანონის ინიცირება და მიღება, შეცდომა იყო და იმედს გამოთქვამს, ხელისუფლება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს გაითვალისწინებს. “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი, ქართლოს შარაშენიძე, ალექსანდერ ვერშბოუს ნატოს მოახლოებული სამიტის შესახებ ესაუბრა. ის ამბობს, რომ საქართველოს, ამ სამიტისგან, პოზიტიური მოლოდინები არ უნდა ჰქონდეს. ალექსანდერ ვერშბოუ, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის […]
გირჩი – მეტი თავისუფლება და დროა: ხელს ვაწერთ ქართულ ქარტიას

პარტიები გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას ხელს მოაწერენ. მათი თქმით, ინიციატივას მიესალმებიან. “მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც ითვალისწონებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელი რეფორმების ერათიან ხედვაზე პარტიების შეთანხმებას და ხელს ვაწერთ ქართულ ქარტიას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ნიკა გვარამია უერთდება სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას და ხელს აწერს (ვიდეო)

ნიკა გვარამია უერთდება სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას და ხელს აწერს. ამის შესახებ მან 26 მაისს, მედიასთან განაცხადა. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი სამოქმედო გეგმა შესთავაზა.
რეფორმები, რომლებსაც პრეზიდენტის სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ ითვალისწინებს

„ქართული ქარტია“ ათზე მეტ სფეროში რეფორმების გატარებას ითვალისწინებს და მასზე ხელმოწერის შემთხვევაში პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მას შეასრულებენ. ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს მიმართა, 1 ივლისამდე მიიღონ გადაწყვეტილება – შეუერთდებიან თუ არა „ქართულ ქარტიას“. სამოქმედო გეგმა მოიცავს ე.წ. აგენტების კანონისა და „ოფშორების კანონის“ გაუქმებას, ასევე, სასამართლოს, შსს-ს, სუსის და სხვა მიმართულებებით რეფორმების ჩატარებას. პრეზიდენტის სამოქმედო […]
პარტიების ნაწილი მზადაა შეუერთდეს პრეზიდენტის “ქართულ ქარტიას”

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა, უკვე დაადასტურა, რომ შეუერთდებიან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიციირებულ გეგმას სახელწოდებით “ქართული ქარტიას”. საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლის წინ დამოუკიდებლობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე წარმოადგინა გეგმა რომელიც, საარჩევნოდ “არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს” . ამ ღონისძიებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებიდნენ. პარტია “ახლის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას […]