9 600 ლარის ან მეტი ანაზღაურების მქონე ადამიანების რაოდენობა გაიზარდა – PMCG

PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის აპრილში გაგრძელდა ზრდის ტენდენცია იმ ადამიანების წილში, რომელთა თვიური ხელფასი 2400 ლარი ან მეტია. პუბლიკაციის მიხედვით, ასეთი ადამიანების რაოდენობა წლიურად 5.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მთლიანი დასაქმებულების 27% შეადგინა. ზრდა კიდევ უფრო მაღალია 2022 წლის აპრილთან შედარებით – 9 პროცენტული პუნქტი. წლიურად 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 9 […]

“დროა, ღიად დაგმოთ რუსული კანონი” – რომან გოცირიძე ბანკებს მიმართავს

„ევროოპტიმისტების“ წევრი რომან გოცირიძე საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს მიმართავს და „რუსული კანონის დაგმობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. ის საბანკო ასოციაციაზეც საუბრობს და სვამს კითხვას, რისთვისაა ასეთი გაერთიანება საჭირო, რომელიც ბანკებისა და კლიენტების ინტერესების დაცვას ვერ ბედავს. „ქართულ ბანკებში უცხოეთის მოქალაქეთა დეპოზიტებმა 3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც დაახლოებით 8 მილიარდი ლარის ტოლია. […]

ლაშა ტალახაძე, ირაკლი ჩხეიძე და შოთა მიშველიძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ

პარიზის XXXIII ოლიმპიურ თამაშების ქართველ ლიცენზიატთა რიგებს 3 ძალოსანი შეემატა: ოფიციალურად დადასტურდა, რომ პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ შოთა მიშველიძე (61 კგ), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ) და ლაშა ტალახაძე (+109 კგ). სეოკ-მა შესაბამისი წერილი უკვე მიიღო ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისგან. შოთა მიშველიძე არის მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატების ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის […]

კომიტეტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს. განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტის ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ უერთდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ “ქართულ ქარტიას” უერთდება. განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიესალმება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალ ინიციატივას, რომლის მიზანსაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადასადგმელი ნაბიჯებისა და რეფორმების შესახებ პროდასავლური პარტიების საერთო ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა […]

იურიდიულ კომიტეტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებისა და მის მიერ წარდგენილი კანონპროექტის განხილვა დაიწყო. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ეს არის ყველაზე მძიმე კანონზე მოტივირებული შენიშვნები. „წარმოგიდგენთ მოტივირებულ შენიშვნებს. მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე მძიმე კანონზე მოტივირებული შენიშვნები“,- აღნიშნა მსხილაძემ. ცნობისთვის, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „უცხოური […]

„სტრატეგია აღმაშენებელი“ პრეზიდენტის ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ უერთდება

„სტრატეგია აღმაშენებელი“ პრეზიდენტის ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ უერთდება. ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მტკიცე მხარდაჭერას და პროდასავლური პარტიების ხედვის ჩამოყალიბებას და წარდგენას. აქედან გამომდინარე „სტრატეგია აღმაშენებელი“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“ უერთდება“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო […]

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.როგორცმისალოცწერილშიააღნიშნული, თურქეთშიირაკლიკობახიძისბოლოვიზიტისასგანხილულიიყოთურქეთ-საქართველოსმჭიდრომეგობრულიურთიერთობებიდასტრატეგიულიპარტნიორობისდონეზეარსებულისამაგალითოთანამშრომლობა. „პატივცემულო პრემიერო, ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. თურქეთში თქვენი ბოლო ოფიციალური ვიზიტის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად განგვეხილა თურქეთ-საქართველოს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე […]

ხარკოვში გლოვის დღეა

27 მაისი გლოვის დღეა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, სადაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა ჰიპერმარკეტზე რუსეთის საავიაციო დარტყმას. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 16 ადამიანი და 43 დაიჭრა. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, 25 მაისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს მართვადი საავიაციო ბომბებით. ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრზე“ დარტყმის შედეგად გაჩენილ ხანძარს 16 საათზე მეტხანს აქრობდნენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ პროექტს დღეს განიხილავს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ პროექტს დღეს განიხილავს დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა კომიტეტის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის განსაზღვრული. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი […]