ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება

სომხეთის დედაქალაქ ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა გზების გადაკეტვა დაიწყეს. გუშინ, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ტავუშის ეპარქიის წინამძღვარმა, არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა, რომელიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომისა და აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის შეწყვეტის მოთხოვნით, მიმდინარე საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობს, მხარდამჭერებს მოუწოდა, ორშაბათს დილიდან მასობრივი დაუმორჩილებლობის აქციები დაეწყოთ.
„მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო“ – ლევან იოსელიანი დეუტატებს

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ე.წ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას, დეპუტატებს მოუწოდა რომ 28 მაისის პლენარულ სხდომაზე არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო. „ჩემი აქ მოსვლის მიზეზი და მიზანი არის ერთი – კიდევ ერთხელ გამოვხატო და გავაჟღერო ის პოზიცია, რაც საქართველოს სახალხო დამცველს გააჩნია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით. მოვედი სიმართლე […]
რომელი ქართული ორგანიზაციები ფლობენ საერთაშორისო კომპანიის სტატუსს?

2020 წლის ბოლოდან საქართველოში „საერთაშორისო საწარმოს სტატუსის“ მინიჭების კრიტერიუმები განისაზღვრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სტატუსს იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს. ამ სტატუსის კომპანიები სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია […]
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, დრონით დაარტყეს რუსეთის რადიოლოკაციურ სადგურს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ აიღო პასუხისმგებლობა რუსეთის ქალაქ ორსკში სამხედრო ობიექტზე დრონით დარტყმაზე. უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ 26 მაისს უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს რადიოლოკაციურ სადგურ „ვორონეჟ მ-ს”, რომელიც რუსეთის ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში მდებარეობს. წყაროს თანახმად, სანამ მოწინააღმდეგის ობიექტამდე მიაღწევდა, უკრაინულმა დრონმა 1800 კილომეტრზე მეტი […]
ბლინკენი საქართველოს ევროინტეგრაციაზე: “მომდევნო თვეები გადამწყვეტი იქნება”

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ულოცავს ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს გადადგან ნაბიჯები, რათა საქართველომ წინ წაიწიოს სწორი მიმართულებით „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 32 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა აჩვენა ურყევი ერთგულება საქართველოს დემოკრატიული, აყვავებული მომავლის მიმართ და იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ […]
იოსელიანი: მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ქართული ოცნების დეპუტატებს მოუწოდა, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო რუსულ კანონზე. იოსელიანის აზრია, რომ პარლამენტმა უნდა გადაავადოს ვეტოს დაძლევა და გააჩინოს სივრცე დისკუსიისთვის, რომელზეც იმსჯელებენ სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამის ცვლილებებზე. “მოვედი იმიტომ, რომ სიტუაცია რაც არის ქვეყანაში, დაძაბულობა, ვფიქრობ, საჭიროებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენას და იმ ყველაფრის […]
ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს – თქვენ გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რომელიც არ არის საპატიებელი – ვერ გახვალთ დარბაზიდან ისე, რომ შეკითხვებზე პასუხები საზოგადოებამ არ მოისმინოს

თქვენ გამოიყენეთ ისეთი სიტყვები, რომელიც არ არის საპატიებელი – ვერ გახვალთ დარბაზიდან ისე, რომ შეკითხვებზე პასუხები საზოგადოებამ არ მოისმინოს,- ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მას შემდეგ, რაც მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და მის მიერ წარდგენილი კანონპროექტი წარადგინა. ოხანაშვილმა მსხილაძის გამოსვლის […]
მდინარე ქსნის ადიდების შედეგად, საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ თვაურებში სახნავ-სათესი მიწები და რამდენიმე სახლის სარდაფი დაიტბორა

უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ქსანმა საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელი თვაურები დატბორა. მდინარე კალაპოტიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადმოვიდა და სოფელ თვაურებში სახნავ-სათესი მიწები და ხეხილის ბაღები დატბორა. დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ჯგუფები. მუშაობს მძიმე ტექნიკა, რათა მდინარის დინება კალაპოტისკენ დააბრუნონ. უამინდობამ პრობლემები კასპის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სოფელში შექმნა. კასპის მერის […]
ოხანაშვილი მსხილაძეს: თქვენი არაადეკვატური ტექსტიდან გამომდინარე, მოგიწევთ, პასუხი გასცეთ

“თქვენი არაადეკვატური ტექსტიდან გამომდინარე, თითოეულ სიტყვაზე მოგიწევთ, რომ პასუხი გასცეთ”, – ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელმაც კომიტეტზე პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებული შენიშვნები წარადგინა. “გასაგებია, თქვენი პოზიცია. ბატონო გიორგი, თქვენ თითოეულ სიტყვაზე მოგიწევთ, რომ პასუხი გასცეთ, თქვენი ამ არაადეკვატური ტექსტიდან გამომდინარე, სხვა შეფასებისგან თავს შევიკავებ. თითოეულ სიტყვაზე მოგიწევთ […]
საპარლამენტო კომიტეტი რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

პარლამენტმა დაიწყო რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის პროცედურა. თავდაპირველად, წესის თანახმად, მისი განხილვა დაიწყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. კომიტეტის სხდომა 09.00 საათზე დაიწყო. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ საკომიტეტო სხდომაზე პრეზიდენტის შენიშვნები წარადგინა. მან ამ კანონს “ყველაზე მძიმე” კანონი უწოდა. თუ კომიტეტმა ვეტის დაძლევას მხარი დაუჭირა, ის სესიაზე უკვე 28 მაისს გავა. საქართველოს პრეზიდენტმა გამოაქვეყნა მოტივირებული შენიშვნები […]